პაკიაო WBO-ის ჩემპიონის ტიტულს 2011 წლის 7 მაისს, ლას ვეგასში, შეინ მოზლისთან ბრძოლაში დაიცავს

გაირკვა ფილიპინელი მენი პაკიაოს მორიგი მეტოქე. ფილიპინელმა ამერიკელ შეინ მოზლისთან გააფორმა კონტრაქტი. ბრძოლა 2011 წლის 7 მაისს ლას ვეგასში, 66.7 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გაიმართება და პაკიაო WBO-ის ჩემპიონის ტიტულს დაიცავს.

პაკიაო WBO-ის ჩემპიონი 2009 წლის ნოემბერში გახდა, როცა ქულებით დაამარცხა პუერტო რიკოს წარმომადგენელი მიგელ ანხელ კოტო, 2010 წლის მარტში კი ეს ტიტული განელ ჯოშუა კლოტისთან შეხვედრაში დაიცვა. 2010 წლის 13 ნოემბერს პაკმენმა 69.9-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გადაინაცვლა, მექსიკელი ანტონიო მარგარიტო დაამარცხა და WBC-ის ჩემპიონი გახდა.

მოლაპარაკებების დროს განიხილებოდა 69 კილოგრამში საჩემპიონო ბრძოლის ჩატარება, მაგრამ საბოლოოდ, მოკრივეებმა 66.7 კილოგრამი აირჩიეს. WBC-ის ტიტული, რომელიც ფილიპინელმა 13 ნოემბერს მოიპოვა, სავარაუდოდ ვაკანტურად გამოცხადდება.

39 წლის მოზლი წინა წლებში მსოფლიოს ჩემპიონი იყო 61.2, 66.7 და 69.9-კილოგრამამდე წონით კატეგორიებში. სულ მას პროფესიულ რინგზე 54 ბრძოლა აქვს გამართული, რომელთაგანაც 46 მოიგო (39 - ნოკაუტით), ექვსჯერ დამარცხდა, ერთი ბრძოლა ფრედ დაასრულა და ერთი ჩხუბის შედეგი გაუქმდა.

32 წლის პაკიაოს ხშირად უწოდებენ, წონითი კატეგორიის გაუთვალისწინებლად, პლანეტის საუკეთესო მოკრივეს. მის ანგარიშზე 57 ბრძოლაა - 52 მოგება (37 - ნოკაუტით), სამი მარცხი და ორი ფრე. ფილიპინელი საერთო ჯამში რვა წონით კატეგორიაში იყო მსოფლიოს ჩემპიონი.

კლიჩკო-ჰეი ახლოსაა

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო კრივის სამყაროში გუშინ გავრცელებული მეორე ინფორმაციაც. სუპერმძიმე წონაში WBA-ის ჩემპიონმა, ბრიტანელმა დევიდ ჰეიმ WBO-სა და IBF-ის ჩემპიონის, უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკოს პირობები მიიღო და მზად არის კონტრაქტის გასაფორმებლად. ჰეი დაეთანხმა ტელეტრანსლიაციებიდან მიღებული შემოსავლის თანაბრად გაყოფას. ადრე ბრიტანელი დაჟინებით მოითხოვდა, რომ მას მიეღო ბრიტანეთში ტრანსლიაციისგან შემოსული ფული, კლიჩკოს - გერმანული რეპორტაჟების შემოსავალი.

ჰეიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ ახლა არაფერი უდგას წინ ტიტულების გამაერთიანებელი ბრძოლის გამართვას. ბრიტანელი მოკრივის თქმით, ის დათმობაზე წავიდა, რადგან ბრიტანეთში ბრძოლის ჩვენება უფრო მეტ შემოსავალს მოიტანდა, ვიდრე გერმანიაში. მაგრამ როგორც სააგენტო AP იუწყება, მოლაპარაკებების დროს ახალი წინაღობა გაჩნდა. გერმანიაში ძმები კლიჩოების ბრძოლებს ტელეარხი RTL გადასცემს, ხოლო პრომოუტერულ კომპანია Sauerland Event-ს, რომელსაც ჰეის ბრძოლაზე აქვს უფლებები, ტელეკომპანია ARD-სთან აკავშირებს კონტრაქტი.

როგორც უკრაინელი ძმების მენეჯერმა ბერნდ ბენტემ განაცხადა, ჰეის გუნდს მიაჩნია, რომ ARD მზად არის კლიჩკო-ჰეის ჩვენებისთვის უფრო მეტი გადაიხადოს, ვიდრე RTL-მა. ამასთან დაკავშირებით ჰეის გუნდს სურს, კლიჩკომ დაფაროს სხვაობა ტელეარხების შემოთავაზებებს შორის.

ბენტეს თქმით, მას არ სჯერა, რომ ARD მართლაც მზად არის უფრო სარფიანი წინადადების შესათავაზებლად. გარდა ამისა, ძმები კლიჩკოები ნებისმიერ შემთხვევაში აპირებენ RTL-ის კონტრაქტის პირობების შესრულებას, რადგან ეს ხელშეკრულება კიდევ ორ ბრძოლაში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

სავარაუდოდ, ეს ორი ბრძოლა იქნება ვიტალი კლიჩკოსა და კუბელი ოდლანიერ სოლისის ჩხუბი, რომელიც სავარაუდოდ მარტში გაიმართება და ვლადიმერ კლიჩკოს შემდეგი შეხვედრა.

11 დეკემბერს ვლადიმერი ბრიტანელ დერეკ ჩისორას უნდა შეხვედროდა, მაგრამ ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე ზურგის ტრავმა მიიღო. კონტრაქტის თანახმად, უმცროს კლიჩკოს ერთი თვე აქვს ახალი მეტოქის მოსაძებნად. თუ ის 11 იანვრამდე ვერ შეძლებს ამის გაკეთებას, ჩოსორასთან შეხვედრა მოუწევს.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა