NBA: ყველაზე სასტიკად მეტოქეს "ჩიკაგო" მოექცა, რომელმაც თავისი ყოფილი მწვრთნელის, დაგ კოლინზის "ფილადელფია" დაამცირა

წლის ბოლოს მძიმე კალენდარი შეხვდა "დალას მავერიქსს", რომელსაც ზედიზედ უწევს რეგულარულის ფავორიტებთან ბრძოლა, თუმცა "კოვბოები" წარმატებით ართმევენ თავს ამოცანას და არ ჩამორჩებიან ჩემპიონატის ლიდერ "სან ანტონიოს". "მაიამის" დამარცხების შემდეგ "დალასს" სახეშეცვლილი "ორლანდო" ელოდა. როგორც ამ მატჩმა გაარკვია, რიკ კარლაილის გუნდისთვის მნიშვნელობა არ აქვს, სად და ვის წინააღმდეგ უწევს თამაში. თანაც, ერთი დღე დასვენებაც არ ყოფილა საჭირო.

"ორლანდო" ბოლო რვა მატჩში შვიდი წაგებით შეხვდა ამ შეხვედრას. ჯერჯერობით გუნდს ვერ შველის გილბერტ არენასის, ჯეისონ რიჩარდსონისა და ჰედო თურქოგლუს დამატება - ამ ტრიომ ზედიზედ მეორე მატჩი ჩააგდო - ამჯერად ჯამური 30 ტყორცნიდან მხოლოდ შვიდი მოათავსა კალათში.

"დალასმა" პირველი მეოთხედი ექვსი ქულის სხვაობით მოიგო. ასეთივე სხვაობა იყო ფინალური სირენის შემდეგ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასპინძლებმა პირველი 12-წუთეულის შემდეგ შეწყვიტეს ბრძოლა. "ორლანდო" იბრძოდა, დუაიტ ჰოვარდის წყალობით ფარი მოიგო, არაერთხელ დაეწია მეტოქეს და წინაც გავიდა, მაგრამ მატჩის ბოლოს დამაჯერებლობა არ ეყო გამარჯვების მოსაპოვებლად.

"მავერიქსში" კი პირიქით, ყოველთვის გამოჩნდებოდა ლიდერი, რომელიც წარმატებული მოქმედებით ამოსუნთქვის საშუალებას აძლევდა თანაგუნდელებს. ამ როლს მორიგეობით ბატლერი, კიდი, ჩენდლერი (თამაშიდან შვიდიდან შვიდი ბურთი ჩააგდო), სტივენსონი და ტერი ასრულებდნენ.

დალასელთა ლიდერის დირკ ნოვიცკის მიღწევა ცალკე აღნიშვნის ღირსია. "ორლანდოს" წინააღმდეგ გერმანელმა 17 ქულა დააგროვა და NBA-ში თავისი სრული მონაგარი 21 798 ქულამდე აიყვანა. ამით დირკმა ყველა დროის სიაში 7 ქულით გაუსწრო ლეგენდარულ ლარი ბერდს და 25-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ბოლო წუთზე მთელი მატჩის განმავლობაში პასიურმა რიჩარდსონმა ორჯერ შორიდან ჩააგდო და სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩდა, რადგან მასპინძლებს მეტოქის შეცდომაც სჭირდებოდათ. მათთვის სამწუხაროდ, გადამწყვეტ მომენტში ტეხასელებმა ზუსტად ისროლეს: ტერიმ თამაშიდან ჩააგდო, ნოვიცკიმ და მერიონმა კი ოთხიდან ოთხი საჯარიმო გამოიყენეს.

"მილუოკი" საშუალოზე ძლიერი გუნდია და ხანდახან გამოსდის ფავორიტების გამწარება, მაგრამ, როცა "ირმები" სტუმრად უგებენ მოქმედ ჩემპიონს, 79 ქულის დაგროვების საშუალებას აძლევენ მას და 19-ქულიანი უპირატესობით ასრულებენ შეხვედრას, ამას უკვე სენსაცია ჰქვია. თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ "მილუოკი" ამ მატჩში ბრენდონ ჯენინგსის, კორი მაგეტის, კარლოს დელფინოს, დრიუ გუდენისა და მაიკლ რედის (ამ სეზონში მოედანზე არ გამოჩენილა) გარეშე თამაშობდა. კალიფორნიელები ჯონ სალმონსმა, ერსან იიასოვამ, კრის დაგლას-რობერტსმა და თქვენ წარმოიდგინეთ, 165 სანტიმეტრი სიმაღლის ირლ ბოიკინსმა (მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე) დაამარცხეს. ამან ისე აღაშფოთა კობი ბრაიანტი, რომ თამაში არც დაამთავრა - ორი წუთით ადრე მსაჯთან კამათისთვის ზედიზედ ორი ტექნიკური ჯარიმა მიიღო. იმ მომენტისთვის "მილუოკი" 15 ქულას იგებდა, ასე რომ, კობის მომენტი კრივში დამარცხებული მხარის მიერ რინგზე პირსახოცის სროლას უფრო ჰგავდა.

ყველაზე სასტიკად მეტოქეს "ჩიკაგო" მოექცა. "ხარებმა" დაამცირეს თავიანთი ყოფილი მწვრთნელის, დაგ კოლინზის "ფილადელფია". მასპინძლებს არ დასტყობიათ ჟოაკიმ ნოასა და ტაჯ გიბსონის არყოფნა. "სიქსერზმა" ვერაფერი მოუხერხა "ბულზის" სწრაფ კონტრშეტევებს და მესამე მეოთხედში სხვაობა 40 ქულამდე ავიდა, ხოლო საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე "ჩიკაგოს" უპირატესობა 50 (!) ქულას შეადგენდა.

ორლანდო-დალასი 99:105

21:27, 24:22, 27:27, 27:29

ო: ჰოვარდი (26+23 მოხსნა), რედიკი (21), ნელსონი (19+6 პასი), რიჩარდსონი (10+5 მოხსნა).

დ: ბატლერი (20), ნოვიცკი (17+8 მოხსნა+5 პასი), ჩენდლერი (16), კიდი (13+12 პასი+6 მოხსნა), ტერი (13+5 პასი), სტივენსონი (11).

შარლოტი-ოკლაჰომა 81:99

23:21, 17:24, 29:23, 12:31

შ: ჯექსონი (20), დიაო (13+8 პასი+7 მოხსნა), ბრაუნი (11+6 მოხსნა).

ო: დურანტი (32+7 მოხსნა), უესტბრუკი (15), ჰარდენი (13), გრინი (12+5 პასი), იბაკა (10+9 მოხსნა).

ჩიკაგო-ფილადელფია 121:76

33:19, 28:24, 31:11, 29:22

ჩ: როუზი (22+12 პასი+5 მოხსნა), დენგი (22), ბუზერი (16+11 მოხსნა), უოტსონი (14), ტომასი (12+8 მოხსნა), კორვერი (10).

ფ: იგუოდალა (17), იანგი (12+7 მოხსნა).

მემფისი-ნიუ ჯერსი 94:101

18:26, 25:19, 24:28, 27:28

მ: მ. გასოლი (19), მაიო (17), კონლი (13+8 პასი), რენდოლფი (11+14 მოხსნა+5 პასი), გეი (11+9 მოხსნა), ჰენრი (11).

ნ-ჯ: ლოპესი (26+6 მოხსნა), ვუიაჩიჩი (16), ჰემფრიზი (12+15 მოხსნა), ჰარისი (12+5 პასი), აუთლო (11+9 მოხსნა).

საკრამენტო-გ. სტეიტი 109:117 (ო)

18:26, 30:23, 36:21, 18:32, 7:15

ს: უდრიხი (34+7 მოხსნა), ლენდრი (22+10 მოხსნა), ევანსი (15+10 მოხსნა+7 პასი), გრინი (10), კაზინსი (7+13 მოხსნა).

გ-ს: ელისი (36+7 პასი), უილიამსი (24+7 მოხსნა), რაიტი (17+6 მოხსნა+6 პასი), ლი (15+12 მოხსნა), რადმანოვიჩი (15+8 მოხსნა).

ლეიკერსი-მილუოკი 79:98

22:25, 24:25, 20:22, 13:26

ლ: ბრაიანტი (21), პ. გასოლი (15+11 მოხსნა), ოდომი (12+10 მოხსნა+6 პასი).

მ: ბოიკინსი (22), სალმონსი (20+6 პასი), ილიასოვა (17+11 მოხსნა), ბოგუტი (15+8 მოხსნა).

[VIDEO] გენიალური ნიკოლა იოკიჩის 56 ქულა და სამმაგი დუბლი - "დენვერმა" "მინესოტა" ოვერტაიმში დაამარცხა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!