ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბენიტესი იმეილით დაითხოვეს

ბენიტესი იმეილით დაითხოვეს

თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, თამამად შეგვიძლია, ბატონი რაფა ნერაძურის ყოფილ დამრიგებლად მოვიხსენიოთ

"ინტერისა" და რაფა ბენიტესის ურთიერთობა ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის. უკვე ნათელი ხდება, რომ მალე შავ-ლურჯებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლებათ. ორიოდე დღის წინ გაცნობეთ, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ესპანელმა ლივერპულში შეიარა, სადაც სახლი აქვს და იქ ხანმოკლე შვებულება გაატარა.

"ლა გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, სწორედ ლივერპულში ყოფნისას მიიღო ბენიტესმა "ინტერის" ოფისიდან ელექტრონული წერილი, რომელიც აუწყებდა, რომ გათავისუფლებული იყო. მოკლედ, თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, თამამად შეგვიძლია, რაფა ნერაძური ყოფილ დამრიგებლად მოვიხსენიოთ.

იტალიური სპორტული მედია დროს უქმად არ კარგავს და უკვე ბენიტესის სავარაუდო მემკვიდრეებზე საუბრობს. ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად ლეონარდოს ასახელებენ, მეტიც, იმასაც კი ირწმუნებიან, რომ მასიმო მორატი მას უკვე შეეხმიანა და "ინტერი" ბრაზილიელს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს. ზედმეტია იმის შეხსენება, რომ გასული სეზონი ბრაზილიელმა "მილანის" დამრიგებლის ამპლუაში გაატარა, მაგრამ იმედები ვერ გაამართლა და სეზონის დასრულებისთანავე დაითხოვეს. "მილანიდან" წასვლის შემდეგ 41 წლის ლეონარდო სამშობლოში ცხოვრობს.

კიდევ ერთ კანდიდატად ლუჩანო სპალეტის მოიხსენიებდნენ, მაგრამ სანკტ-პეტერბურგის "ზენიტმა" მის გაშვებაზე კატეგორიული უარი განაცხადა და ეს ვარიანტიც ავტომატურად გამოირიცხა.

ავტორიტეტული ბრიტანული ვებგვერდი Goal.com კი იუწყება, რომ წარსულში სახელგანთქმული მეკარე და ამჟამად არაბული "ალ ნასერის" თავკაცი ვალტერ ძენგა მზადაა, ახლანდელი კლუბი დაუყოვნებლივ დატოვოს და "ინტერს" მიაშუროს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთ განცხადებას იგი კონკრეტული შეთავაზების გარეშე არ გააკეთებდა.

ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, გუშინ მორატი ბენიტესის გათავისუფლებასაც უარყოფდა და მის პოტენციურ შემცვლელებთან მოლაპარაკებებსაც. "შექმნილი სიტუაცია გამოსავლის ძებნისკენ გვიბიძგებს. "ინტერის" მწვრთნელი ბენიტესია და არც სხვა მწვრთნელებთან გვილაპარაკია. ახლა ამ თემაზე მეტის თქმა არ შემიძლია", - განაცხადა "ინტერის" პრეზიდენტმა.

ბოლოს კი იმ თემას შევეხოთ, რამაც ბენიტესს მკვეთრი განცხადებების გაკეთებისკენ უბიძგა. ალბათ მიხვდით, რომ "ინტერის" სატრანსფერო პოლიტიკას ვგულისხმობთ. შეგახსენებთ, რაფამ საკლუბო მუნდიალის მოგების შემდეგ კლუბს ღიად მოსთხოვა სამი-ოთხი მაღალი დონის ფეხბურთელის შეძენა, რაზეც მორატისგან მკვახე უარი მიიღო.

"ინტერის" ვიცე-პრეზიდენტმა რინალდო გელფიმ კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე ვრცლად ისაუბრა და განაცხადა, რომ "ინტერმა" მიმდინარე სეზონში დანახარჯები მკვეთრად შეამცირა.

რასაკვირველია, ეს პროცესი კლუბის სატრანსფერო პოლიტიკას უკავშირდება. ზაფხულში მილანელებმა "მანჩესტერ სიტის" მარიო ბალოტელი მიჰყიდეს, მისი კალიბრისა და ღირებულების ფეხბურთელი კი არ უყიდიათ. ამის მიუხედავად, "ინტერის" ჯიბე იტალიაში მაინც ყველაზე სქელია. ამ სეზონში კლუბის სახელფასო ფონდი 205-დან 234 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რაც სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის მოგებით მიღებულმა შემოსავლებმა უზრუნველყო.

მორატის განცხადების მიუხედავად კი მაინც არაა გამორიცხული, რომ ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე "ინტერმაც" შეიაროს. გუშინ გაირკვა, რომ მილანელები "უდინეზეს" ჩილელი ფლანგელის, 20 მილიონ ევროდ შეფასებული 22 წლის ალექსის სანჩესის შეძენით არიან დაინტერესებულნი.

50 წლის ბენიტესს კი უმუშევრად დიდხანს დარჩენა არ უნდა ემუქრებოდეს. ბრიტანულ პრესაში უკვე გაიჟღერა ვარაუდმა, რომ "ლივერპულის" ხელმძღვანელობა მალე როი ჰოჯსონს დაითხოვს და კლუბში ბენიტესს დააბრუნებს.

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია

ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა