"დაუგავას" 24 წლის ქართველი თავდამსხმელი მამუკა ღონღაძე კლუბის დატოვებას აპირებს

ლატვიის დასრულებული სეზონის სიურპრიზად აღიარებული "დაუგავას" ქართველი მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტია თურქეთში იმყოფებოდა. 35 წლის სპეციალისტი ორი წლის წინ "მილანის" ბაზაზე გადიოდა სტაჟირებას, ახლა კი თანამემამულე შოთა არველაძეს "კაისერში" ჩააკითხა და თურქეთში კვირაზე მეტ ხანს დაჰყო. პერტია ამბობს, რომ სტაჟირებით კმაყოფილი დარჩა.

"ფეხბურთი წიგნივით არის, ყოველდღე ახალ-ახალი გვერდი უნდა გადაფურცლო და სიახლეს შეიტყობ. თურქეთში ძალიან საინტერესო და სასარგებლო სტაჟირება გამომივიდა, რისთვისაც შოთას დიდ მადლობას ვუხდი. "კაისერის" სავარჯიშო პროცესი ორგანიზებულად ტარდებოდა. ჩემ დროს შოთა საქართველოში საუკეთესო თავდამსხმელი იყო, მან ევროპის სხვადასხვა ლიგებში 400-მდე გოლი გაიტანა და ცდილობს, საკუთარი გამოცდილება ფეხბურთელებს გაუზიაროს. არ დავმალავ, ზოგჯერ ვკამათობდით, მაგრამ საბოლოოდ ბევრი სასარგებლო რჩევა მივიღე. მესამე წელია, მწვრთნელად ვმუშაობ და, ცხადია, ბევრი ახალი გავიგე. ვფიქრობ, თურქეთში მიღებული ცოდნა "დაუგავაში" გამომადგება.

"კაისერი" თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტიანი კლუბია, მაგრამ ფეხბურთელები ლომებივით იბრძვიან. შედარებით მწირი ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად, "კაისერი" ჩემპიონატის ლიდერებშია და მედლისთვის ბრძოლის ძალა შესწევს. აქედან მარტივი დასკვნის გამოტანა შეიძლება - სწორი სავარჯიშო პროცესი და გამართული ინფრასტრუქტურა ძვირადღირებულ ფეხბურთელებზე მნიშვნელოვანია.

სავარჯიშო პროცესის გაცნობის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ჩვენი ფეხბურთელების ტექნიკური მომზადებისა და აზროვნების დონე თურქების დონეს ბევრით არ ჩამორჩება. თუმცა საქმისადმი მიდგომაში კოლოსალური განსხვავებაა. ჩემი აზრით, "დაუგავას" ხუთი ფეხბურთელი "კაისერში" ითამაშებდა, მაგრამ ძალიან ძნელია მოხვდე კლუბში, სადაც საშუალო წლიური ხელფასი 700-800 ათასი ევროა".

პერტიამ არ დამალა, რომ საქართველოს ჩემპიონატის მატჩების ნახვის შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელი შეიგულა:"სულ ხუთ შეხვედრას დავესწარი და ინდივიდუალურად ძლიერი ბევრი ფეხბურთელი ვნახე. საქართველოში პრობლემა გუნდური თამაშია, გამონაკლისი მხოლოდ "ზესტაფონია". რამდენიმე ფეხბურთელი მომეწონა და მათ გასინჯვაზე მივიწვევ. თუკი გუნდურ სქემას მოერგებიან, კონტრაქტებს აუცილებლად გავუფორმებ".

თუმცა პერტიამ არ დაგვიკონკრეტა, რომელ ფეხბურთელებს გულისხმობდა. ამასობაში კი ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ "დაუგავას" მისი ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ღონღაძე ტოვებს. 24 წლის თავდამსხმელი ლატვიაში წელს გადავიდა, მანამდე კი ქუთაისის "ტორპედოში", ცხინვალის "სპარტაკში", "ბორჯომსა" და უზბეკეთის "შურტანში" თამაშობდა.

ღონღაძემ სიახლე თავად გვითხრა:

- ლატვიის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ რევაზ ძოძუაშვილი დამიკავშირდა, "თურანში" გადასვლა შემომთავაზა და, ალბათ, "დაუგავას" დავტოვებ კიდეც. თუმცა ჯერ საბოლოო პასუხი არ მითქვამს.

- ლატვიაში დარჩენა რატომ არ გსურს, ვითომ აზერბაიჯანში უკეთესი პირობებია?

- თამაზ პერტიას მადლიერი ვარ, მან თავის გამოჩენის შანსი მომცა, მაგრამ აზერბაიჯანი ჩემთვის უფრო მისაღებია, სახლთან ახლოს ვიქნები და კლიმატიც უფრო ჩევნებურია. ლატვია მაინც ცივი ქვეყანაა და როდესაც ვარიანტებს ერთმანეთს ადარებ, ყველაფერს ითვალისწინებ. ვერ ვიტყვი, რომ ფინანსურად მოვიგებ და ლატვიაში ცოტაა უკეთესი პირველობა, სოლიდურ კლუბში და ძალიან კარგ მწვრთნელთან ვთამაშობდი, მაგრამ აზერბაიჯანში ბოლო დროს ბევრი ძლიერი ფეხბურთელი ჩადის და უარს მეც არ ვიტყვი. ძოძუაშვილმა "დაუგავას" კაპიტანი იური სკოლოვსკისიც მიიწვია და ალბათ, ორივე გადავალთ. სხვათა შორის, თაუზში უკვე ვიყავი, ერთი კვირა ვივარჯიშე და "თურანის" პრეზიდენტს პირობებზე შევუთანხმდი.

- "დაუგავასთან" კონტრაქტი დაგისრულდა?

- ერთი წელი კიდევ დამრჩა, მაგრამ "თურანი" მზადაა გამოგვისყიდოს მეც და სოკოლოვსკისიც. აზერბაიჯანელები კი ერთწლიან კონტარქტს მთავაზობენ. ძოძუაშვილთან თამაშობს ჭედიაც და, მგონი, თავდასხმაში კარგი დუეტი გამოგვივა.

- პერტიამ ასე იოლად გაგიშვა?

- მითხრა, რომ დატოვება სურს, მაგრამ თავად ფეხბურთელი იყო და კარგად გამიგო, აზერბაიჯანში თამაში რატომ მირჩევნია. სხვათა შორის, "თურანი" ბოლო დროს აშკარად გამოცოცხლდა და ახლახან თასის მეოთხედფინალიდან "ყარაბახი" გამოაგდო. ეს იგივეა, "ზესტაფონი" "ბაიამ" ან "სამტრედიამ" რომ დაამარცხოს. ამ დროს ძოძუაშვილის მისვლამდე გუნდს ერთი შეხვდრაც არ ჰქონდა მოგებული. სიმართლე გითხრათ, საქართველოს რომელიმე ლიდერ კლუბში მოხვედრას ვიმედოვნებდი. მეგონა, ლატვიაში არც ისე ურიგო სეზონის შემდეგ, რომელიმე კლუბი მიმიწვევდა, რადგან ლატვიის ჩემპიონატისა და თასის თორმეტ შეხვედრაში ცხრა გოლი გავიტანე, მაგრამ ძველებურად უყურადღებოდ ვიგრძენი თავი და სიმართლე გითხრათ, აზერბაიჯანში წასვლა ამიტომ გადავწყვიტე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა