"ვიტ ჯორჯიას" თავდამსხმელის აზერბაიჯანულ "ყარაბახში" გადასვლის საკითხი გუნდის თურქულ შეკრებაზე გადაწყდება

ჯაბა ლიპარტიას აზერბაიჯანულ "ყარაბახში" შესაძლო გადასვლაზე უკვე ვწერდით. "ვიტ ჯორჯიას" თავდამსხმელი გუშინ სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა ჯერჯერობით ტრანსფერის გარეშე. ამ საკითხზე ჯაბას რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- "ყარაბახს" 23 დეკემბერს წლის ბოლო მატჩი აქვს ცხრილის ლიდერ ლენქორანის "ხაზართან" და ამ თამაშისთვის დიდ სამზადისში არიან. ამიტომ გუნდთან ერთად მხოლოდ სამი ვარჯიში ჩავატარე. საქართველოში გამომგზავრებამდე გუნდის თავკაცმა ყურბან ყურბანოვმა მითხრა, მინდა, გუნდთან ერთად ანთალიურ შეკრებაზე წამომყვე და ეს საკითხი იქ ამოვწუროთო.

- თითქოსდა, კონტრაქტზე ტესტირების გარეშე უნდა მოგეწერა ხელი. ამჯერად კი სინჯები გიწევს?

- არა მგონია, სინჯებამდე მივიდეს საქმე. თბილისში წამოსვლის წინ მწვრთნელმა მითხრა, შენზე კარგი წარმოდგენა და დიდი სიმპათია მაქვს. თავისუფალი აგენტი რომ იყო, ან აზერბაიჯანის ჩემპიონატში ლეგიონერებზე ლიმიტი არ იყოს, კონტრაქტს ახლავე გაგიფორმებდიო. ასე რომ, კვლავ "ვიტ ჯორჯიას" ვეკუთვნი და "ყარაბახის" თავკაცმა მთხოვა, კლუბისგან ანთალიაში წაყოლის ნებართვა ამეღო.

- გიშვებს მერე "ვიტ ჯორჯია"?

- დიახ, "ყარაბახს" 9 იანვარს ანთალიაში შევუერთდები. როგორც გუნდის მწვრთნელმა მითხრა, ერთ საკონტროლო მატჩს ვითამაშებ და კონტრაქტზე მერე ვილაპარაკოთ.

- ვეტერინართა გუნდს ეკუთვნი და, ბუნებრივია, აზერბაიჯანელები უფასოდ ვერ წაგიყვანენ. სატრანსფერო თანხაზე კლუბები უკვე შეთანხმდნენ?

- როგორც ვიცი, ამ საკითხზე შეთანხმება უკვე მიღწეულია.

- შენ როგორ იცი, გიორგი ადამია ზამთრის შესვენებისას კლუბს ხომ არ შეიცვლის?

- მას სეზონის ბოლომდე კონტრაქტი აქვს და ჩემპიონატს "ყარაბახში" დაასრულებს. დანარჩენზე კი მერე იფიქრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა