გუშინ ბოლნისური კლუბის ხელმძღვანელებს სპონსორთან, სააქციო საზოგადოება "მადნეულის" თავკაცობასთან შეხვედრა ჰქონდათ

ამ სეზონში იყო პერიოდი, როცა ბოლნისის "სიონი" მოწინავე სამეულში იწონებდა თავს, მერე კი პოზიციები დათმო, ხუთეულსაც ჩამოსცდა და ჩემპიონატის პირველი ნახევარი მეშვიდე ადგილზე დაამთავრა. ქვემოქართლელებს თასის გათამაშებაში ხელი მოეცარათ, მეოთხედფინალში ქუთაისის "ტორპედომ" გამოთიშა გათამაშებას. გუშინ კლუბის ხელმძღვანელებს სპონსორთან, სააქციო საზოგადოება "მადნეულის" თავკაცობასთან ჰქონდა შეხვედრა. სეზონის შეფასება, სავარაუდო ცვლილებები, დავალიანება, მომავალი ბიუჯეტი და გეგმები - ამაზე იყო ლაპარაკი.

გადაწყდა, რომ ბოლნისელთა კლუბი ფეხბურთელების დავალიანებას, ერთი თვის ხელფასს, წლის ბოლომდე გაისტუმრებს. გუნდს ისევ ის სამწვრთნელო შტაბი უხელმძღვანელებს - გიორგი ყიფიანი, გიორგი ყიფშიძე, დავით ასლანაძე. სეზონის დასკვნით ეტაპზე კლუბის ბიუჯეტი იგივე იქნება, რაც ჩემპიონატის პირველ ნახევარში.

რაც შეეხება შემადგენლობაში ცვლილებებს, ქუთაისის "ტორპედოში" გადასულ თავდამსხმელ რევაზ გოცირიძის გარდა, "სიონი" ჯერ არც ერთ მოთამაშეს არ დაუტოვებია. შაბათს, 25 დეკემბერს გუნდის კრება ჩატარდება და იქ გაირკვევა, ვინ დატოვებს ქვემოქართლელთა გუნდს. ამასთან, ამ უქმეებზე გაირკვევა, ვის გადაბირებას შეეცდებიან ბოლნისელები.

გუნდი მზადებას საქართველოში დაიწყებს, 20 იანვრიდან კი ორკვირიანი უცხოური შეკრებაა ჩაფიქრებული. ჯერჯერობით იალტაში მომზადების ვარიანტი განიხილება, მაგრამ ეს საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის.

კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ საქართველოს ნაკრებების მსგავსად, შესაძლოა ბოლნისელთა გუნდიც ჩვენი ფედერაციის ტექნიკურმა სპონსორმა, გერმანულმა კომპანია JAKO-მ შემოსოს. ამ ფირმასთან თანამშრომლობაში დახმარება "სიონის" მესვეურებმა ფედერაციას სთხოვეს. JAKO-სა და "სიონს" შორის მოლაპარაკება მალე დაიწყება და, წესით, ეს საკითხი იანვარში უნდა გადაწყდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა