საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური "პეპინსტერის" ფორვარდი საშობაოდ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური "პეპინსტერის" ფორვარდი თორნიკე შენგელია საქართველოში დაბრუნდა. ცხადია, დროებით - ბელგიის ჩემპიონატში კათოლიკურ შობასთან დაკავშირებით შესვენება გამოცხადდა და კალათბურთელებსაც ერთკვირიანი შვებულებები ჩამოურიგეს.

თორნიკე "დინამოს" ბაზაზე ვნახეთ. იგი "სოხუმთან" ერთად ვარჯიშობდა, აშკარად ეტყობა, რომ კარგ ფორმაშია, რაც არაა გასაკვირი - ბელგიის ჩემპიონატის პირველი ეტაპის ბოლო მატჩი ხომ გასულ შაბათს გამართა.

- საქართველოში კვირას ჩამოვედი და 28 დეკემბრამდე დავრჩები. დროულად მოვასწარი გადმოფრენა - ახლა გავიგე, უამინდობის გამო ბელგიიდან კიევის მიმართულებით ფრენა აღარ ხორციელდება. ვიმედოვნებ, 28-მდე ევროპაში გამოიდარებს და უკან დაბრუნებაში ხელი არ შემეშლება.

- უახლოესი მატჩი როდის გაქვთ?

- 8 იანვარს "მონსს" მივიღებთ. მანამდე კვირაზე მეტი დროა მოსამზადებლად.

- საქართველოშიც ვარჯიშობ?

- დილაობით ფიზმომზადებაზე ვმუშაობ, შუადღეს - გუნდთან ერთად, საღამოს - სროლებზე. ხუთი დღე ასეთი გრაფიკით ვივარჯიშებ, მერე ვნახოთ.

- ამ სეზონში "პეპინსტერის" მატჩები არ მინახავს, მხოლოდ სტატისტიკით ვიცნობ. როგორი გუნდია, რა სტილში თამაშობს?

- გუნდში 7 ამერიკელია, ფიზიკურად კარგად ვართ მომზადებულები და თამაშის სტილიც შესაბამისია - ძალისმიერი, სწრაფი...

- მაგრამ სასურველ შედეგს ვერ უჩვენებთ. 10-დან მხოლოდ 2 მატჩი მოიგეთ.

- ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ გუნდურ კალათბურთს არ ვთამაშობდით. თუმცა, იყო ცოტა უიღბლობაც, ბოლო წუთებზე არაერთი მატჩი დავთმეთ. ბელგიაში ისეთი ჩემპიონატია, ნებისმიერს შეუძლია ფავორიტის დამარცხება.

- უფროსობა "პეპინსტერის" მთავარი მწვრთნელით კმაყოფილია?

- მან თავისი პოსტი უკვე დატოვა. ბელგიაში რომ ჩავალ, ალბათ ახალი მწვრთნელი დამხვდება.

- უკვე დანიშნეს?

- არა, ჯერ არ ვიცი, ვინ მოვა გუნდში.

- ზემოთ თქვი, ნებისმიერს შეუძლია ფავორიტის ძლევაო. "პეპინსტერს" აქვს ევროლიგის წარმომადგენლის, "შარლერუას" დამარცხების შანსი?

- ამ გუნდთან ერთი მატჩი ჩავატარეთ, პირველ ტაიმში ვაჯობეთ, მესამე პერიოდიც თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მაგრამ ბოლო მეოთხედში დავმარცხდით. შემიძლია ისიც ვთქვა, რომ ბელგიაში არ მეგულება გუნდი, რომლის დამარცხებაც არ შეგვეძლოს. ამისთვის უფრო გუნდური თამაში და დაცვაში უკეთ მოქმედებაა საჭირო.

- შარშან ესპანეთის ება-ში თამაშობდი და იქაურ უმაღლეს ლიგაშიც არაერთი მატჩი ჩაგიტარებია. შესაბამისად, არ უნდა გაგიჭირდეს ბელგიის ჩემპიონატის დონეზე ლაპარაკი.

- ბელგიაში ბევრი ამერიკელია, ძირითადად ისინი, ვისაც მანამდე ევროპაში საკუთარი შესაძლებლობები დამტკიცებული აქვს. ევროლიგის წლევანდელ გათამაშებაში "შარლერუამ" მადრიდის "რეალი" და "უნიკახა" დაამარცხა. ეს შემთხვევითი მოგებები არ ყოფილა, ბელგიელებს ძლიერი ჩემპიონატი აქვთ, თუმცა "რეალის" ძლევა არც იმას ნიშნავს, რომ ბელგიის პირველობა ესპანეთისას სჯობს. ესპანელებს ევროპაში საუკეთესო ჩემპიონატი აქვთ.

- სეზონის დასაწყისთან შედარებით სათამაშო დრო ცოტა შეგიმცირდა.

- საწყის მატჩებში მოედანზე 25 წუთს ვატარებდი, ბოლოს 10-12 წუთით მიწევს თამაში. მწვრთნელმა გადაწყვიტა ასე. თუმცა ვცდილობ, დროის თუნდაც მცირე მონაკვეთში გუნდს სათანადოდ დავეხმარო. ვიმედოვნებ, ახალი მწვრთნელისგან მეტ ნდობას დავიმსახურებ.

- "კონტრაქტით" შარლერუას ეკუთვნი. ამ კლუბიდან სეზონის მსვლელობისას ხომ არ დაგკავშირებიან?

- "პეპინსტერში" იჯარით ვარ და სეზონის ბოლომდე იქ ვითამაშებ. ძალიან მინდა, თამაში გამოვასწოროთ და სატურნირო ცხრილშიც ზემოთ ავინაცვლოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
[PHOTO] ჩარტერული რეისი და საჩუქრები დონჩიჩისგან - ლუკამ "ლეიკერსი" სლოვენიაში დაპატიჟა
"რატომ 54 ნომერი? რადგან ეს ყოველთვის მახსენებს, რომ..." - მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა