ოდისეა, რომელიც ერთი თვისა და 64 მატჩის წინ დაიწყო დასრულდა იქ საიდანაც აიღო სტარტი...

ოდისეა, რომელიც ერთი თვისა და 64 მატჩის წინ დაიწყო დასრულდა იქ საიდანაც აიღო სტარტი - იოჰანესბურგის "სოკერ სიტიზე". ხმები აფრიკელ ორგანიზატორთა მოუმზადებლობისა და ქვეყანაში არსებული ძალადობის შესახებ გაზვიადებული აღმოჩნდა. დასრულდა მუნდიალი, რომელიც პირველი იყო, როგორც აფრიკისთვის, ასევე ესპანეთისთვის (ჩემპიონის რანგში). ინებეთ კვირის საკმაოდ უხეში ფინალის შემდეგ ნაფიქრი მუნდიალის საუკეთესო და ცუდი მომენტები...

საუკეთესო ფეხბურთელი: დიეგო ფორლანი (ურუგვაი)

საუკეთესო გუნდი: ესპანეთი, გასაგებ მიზეზთა გამო.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: თომას მიულერი (გერმანია), ის მხოლოდ 20 წლისაა, ოთხი წლის შემდეგ ბრაზილიაში მუნდიალი, წესით, მისი უნდა იყოს.

გუნდის საუკეთესო თამაში: გერმანიის მიერ არგენტინის ნაკრების მიწასთან გასწორება 4:0. გერმანიის ნაკრებმა ითამაშა ბრწყინვალედ დაცვაში. ლიოვის გუნდი მეხივით ეცემოდა მეტოქეს კონტრშეტევებზე.

გუნდის ყველაზე ცუდი თამაში: ჩრდილოეთ კორეის ნაკრები პორტუგალიასთან მატჩში - 0:7.

საუკეთესო სტადიონი: დურბანის სტადიონი, ბრწყინვალე ხედები ტრიბუნიდან, ტრამვაი, რომელიც პირდაპირ სტადიონზე შედის. განათება უმაღლესი ხარისხის. საერთო ჯამში ამ სტადიონზე თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა.

ყველაზე ცუდი სტადიონი: იოჰანესბურგის "ელის პარკი", გრიზლის ფორმის, ძნელად მისადგომი, არცთუ უსაფრთხოდ დასატოვებელი.

საუკეთესო ქალაქი: კეიპტაუნი და დურბანი

ყველაზე ცუდი ქალაქი: იოჰანესბურგი

საუკეთესო მესვეტე ჩემპიონატზე: ჯონ ბარნსი, ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი.

ყველაზე ცუდი მესვეტე ჩემპიონატზე: ედგარ დავიდსი, ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი.

ყველაზე საინტერესო დასათვალიერებელი: სპილოების ზოოპარკი, სულ რაღაც 45 წუთის სავალზე იოჰანესბურგიდან. თქვენ შეგიძლიათ აჭამოთ სპილოებს, ეთამაშოთ პატარა სპილოებს, ან გაისეირნოთ სპილოზე ამხედრებულმა.

ფიფას ყველაზე ცუდი სიურპრიზი: ფრენკ ლემპარდის დარტყმული, რომელიც არ ჩაითვალა. გარეთ 21-ე საუკუნეა და ფიფამ ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყო თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ასეთი უხეში შეცდომების აღმოფხვრა.

ფიფას ყველაზე ცუდი სიურპრიზი II: იმის გამო, რომ დურბანულ ნახევარფინალს ვიპ პერსონები დაესწრნენ, ფიფას მოთხოვნით მათთვის საჰაერო სივრცე განთავისუფლდა, რამაც ნამდვილი ქაოსი გამოიწვია დურბანის ცაზე. შედეგად ათასობით ნამდვილმა ფანმა, რომელთაც საკმაოდ დიდი თანხები გაიღეს, ვერ შეძლო ნახევარფინალის ნახვა. სამარცხვინოა!

საუკეთესო ფანები: ჰოლანდიელი "ორანჯები".

ყველაზე დიდი შეცდომა: ინგლისელთა გოლკიპერ რობერტ გრინის ტრაგი-კომედია, რომლის შემდეგაც ისედაც გადაფასებული ინგლისის ნაკრები წელში ვეღარ გასწორდა.

საუკეთესო გოლი: ჰოლანდიელთა კაპიტნის, ჯოვანი ვან ბრონკჰორსტის სუპერდარტყმა ცაციათი ურუგვაის ნაკრების კარში.

საუკეთესო ახალგაზრდული გუნდი: გერმანია.

ყველაზე ცუდი გამოცდილი გუნდი: იტალია.

ყველაზე ცუდი ყვითელი ბარათი: გერმანელი თომას მიულერის ხელით თამაში არგენტინასთან, რის გამოც მან ესპანეთის ნაკრებთან გადამწყვეტი მატჩი გამოტოვა.

საუკეთესო თამაში: განა-ურუგვაი, ბოლო წუთის დრამით, გაფუჭებული პენალტით და პენალტების სერიით.

ყველაზე ცუდი თამაში: აი, აქ კი დაფიქრება მოგვიწევს, იმდენი ცუდი თამაში იყო. და მაინც... იაპონია-პარაგვაი, მერვედფინალი.

საუკეთესო სეივი: სუარესი.

ყველაზე ცუდი სეივი: სუარესი.

მარადონას საუკეთესო ფრაზა I: "არა, მე ქალები მიზიდავს. მე მომწონს ვერონიკა, ის 31 წლისაა, ქერაა. ამიტომ ნუ გამივრცელებთ ხმებს, თითქოსდა..." - როცა მას შეეკითხნენ, ჰყავს თუ არა ნაკრებში ფავორიტები.

მარადონას საუკეთესო ფრაზა II: "ვინ ამბობს, რომ მარტინ დემიკელისი ცუდად თამაშობს? ამის მთქმელი სულ ცოტა ანდრეა ბოჩელია", - იტალიელი ტენორი ბრმაა.

მარადონას საუკეთესო ფრაზა III: "30 ოქტომბერს 50 წლისა ვხდები და რაც ფეხბურთიდან წავედი ყველაზე დიდი ტრავმა მივიღე, თითქოს სახეში მუჰამედ ალიმ გამილაწუნა", - გერმანიასთან 0:4 მარცხის შემდეგ.

ყველაზე ცუდად ჩაცმული: გერმანელთა თავკაცი იოახიმ ლიოვი, თავისი ლურჯი სვიტერით.

საუკეთესო მწვრთნელი: ბერტ ვან მარვიიკი (ჰოლანდია) და იოახიმ ლიოვი (გერმანია).

საუკეთესო ხედი სამხრეთ აფრიკაში: სულისშემკვრელი ხედი მთა-მაგიდიდან.

ყველაზე ცუდი ხედი სამხრეთ აფრიკაში: მავთულხლართები, თითქმის ყველა მდიდრული სახლის ირგვლივ.

ყველაზე ცუდი მოქცევა: კრიშტიანო რონალდომ ესპანეთთან წაგების შემდეგ კამერას თუ ოპერატორს შეაფურთხა. ღირსება, ის თვისებაა, რომელიც ადამიანს ან აქვს, ან - არა, მისი შეძენა შეუძლებელია...

vakho
ნამდვილად კარგი სტატიაა, შემთხვევით ცუდზე დამეჭირა მაუსი. ბოდიშს გიხდით
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?