ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბლეფი

ბლეფი

სატრანსფერო ვნებანი

„მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგის ტიტულს უმიზნებს და ამისათვის „ვოლფსბურგიდან“ ედინ ჯეკოს გადაბირება სურს, მაგრამ გერმანელებმა ფეხბურთელი 38 მილიონი ფუნტი დააფასეს - 38 მილიონი ფუნტი დღევანდელი კურსით 58,67 მილიონი დოლარია. როგორც ჩანს შეცდა ისტლენდელთა იტალიელი მწვრთნელი რობერტო მანჩინი ჯეკოს შეძენის სურვილი აშკარად რომ გამოხატა - ვოლფსბურგელებმა ფულის შოვნის საშუალება დაინახეს. ცნობილია, რომ მანჩინიმ კლუბის თავმჯდომარეს, ხალდუნ ალ მუბარაქს უთხრა, ჯეკომ შეიძლება ის ძალა შეგვძინოს, რომლის წყალობითაც მეოთხეს კი არა, პირველ ადგილს დავიკავებთო. გადაიხდის „სიტი“ 24 წლის ფორვარდში ასეთ თანხას? - ამ კითხვაზე პასუხს დაბეჯითებით, რასაკვირველია, ვერ გაგცემთ, მაგრამ გეტყვით, რომ მანჩესტერელები ამ ბოლო დროს „ქამრის შემოჭერაზე“ ფიქრობენ და ამიტომ სამარქაფო ვარიანტსაც ამუშავებენ - „ლივერპულისგან“ ფერნანდო ტორესის გადაბირება უნდათ. ადრე ტორესის „ენფილდიდან“ წაყვანა შეუძლებელი ჩანდა, დღეს კი აშკარად სხვა მდგომარეობაა. ამბობენ, რომ მართალია „ლივერპული“ ესპანელი ფორვარდის გაყიდვაზე ხმამაღლა კატეგორიულ უარს ამბობს, ჩუმად სულ სხვანაირად იქცევაო.

არის მეორე ვარიანტიც: „ვოლფსბურგს“ ფულის შოვნა კი არა, ჯეკოს დატოვება უნდა და ამიტომ აფასებს ასე ძვირად. ბუნდესლიგის გუნდს, რომელმაც თასზე „კოტბუსთან“ 3:1 წააგო (ვოლფსბურგელთა ერთადერთი გოლი სწორედ ჯეკომ შეაგდო) იმედი აქვს, რომ მდგომარეობას შემოატრიალებს, თუმცა ეს შესაძლოა უკვე ინგლისელი მწვრთნელის, სტივ მაკლარენის გარეშე მოხდეს. მაკლარენს წყალი აქვს შეყენებული.

ზოგადად „სიტი“ მხარჯველ გუნდად არის ცნობილი, სატრანსფერო ბაზარზე ჯიბეზე ხელის გაკვრისგან უკან არ იხევს, მაგრამ ყველაზე მეტი, 32,5 მილიონი აქვს გადახდილი. ეს ფული 2008 წელს რობინიოს სანაცვლოდ მადრიდის „რეალს“ გადაუხადა. შეგახსენებთ, რომ „ვოლფსბურგი“ ავტოგიგანტ „ფოლკსვაგენის“ გუნდია, ასე რომ ფული არ უჭირს. ამიტომაც იმედოვნებს მანჩესტერელთა მთავარი „ვაჭარი“ ბრაიან მერვუდი, რომ გერმანელები ბლეფს (მისი სიტყვებია) თავს დაანებებენ და რეალურ თანხას დაასახელებენ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თავად ჯეკოსაც ძალიან უნდა „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა. ამასთან დაკავშირებით მან „ვოლფსბურგის“ ოფისს წერილობითაც კი მიმართა. ინგლისურმა გაზეთებმა ბუნდესლიგის კულისებშიც შეყვეს ცხვირი და გამოიკვლიეს, რომ ბოსნიელი ფორვარდი მეტად და მეტად უკმაყოფილოა. სტივ მაკლარენმა კი ასე თქვა:

„იმედი გვაქვს, რომ ჯეკო დარჩება. ის მსოფლიო კლასის ფორვარდია, მაგრამ ჩვენ ფეხბურთში ვტრიალებთ, აქ კი ყველაფერი ხდება“.

თავად ჯეკომ ასე განაცხადა: „არასდროს მიცდია ჩემი ტრანსფერის დაჩქარება. საეჭვოა იანვარში სადმე წავიდე. ვნახოთ, ყველაფერი „ვოლფსბურგის“ გადასაწყვეტია“.

მავანმა შეიძლება იფიქროს, რომ მანჩინის ბოსნიელის ყიდვა კარლოს ტევესის თავიდან მოსაშორებლად უნდა, თუმცა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ იტალიელს ტევესისთვის აკიდებული დიდი ტვირთისა და პასუხისმგებლობის გადანაწილება და ტაქტიკური ვარიანტების გამრავალფეროვნება სურს.

მანჩინისთვის ცხადია, რომ ემოციურ მარიო ბალოტელის ვერ დაეყრდნობა – აფრო-იტალიელი ინგლისში ცხოვრებას ვერ ეგუება. „ბოქსინგ დღეს“ „ნიუკასლის“ წინააღმდეგ ის, სავარაუდოდ, სათადარიგოთა სკამზე იჯდება.

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"

[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა

"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა

[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში

ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში

სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...

შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს

მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს

"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია

"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა

"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა

"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს