მოტობაიკები და სამთვალები

"სამეფო თასის" მერვედფინალები ზანტად დაიწყო, სამ მატჩში სულ 2 გოლი გავიდა და ისიც ერთი პენალტით, თუმცა ოთხშაბათს ერთბაშად იხუვლეს გოლებმა - 5 შეხვედრაში 27 გოლი გავიდა. განსაკუთრებით კი თავი ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა გამოიჩინეს - საბრალო "ლევანტეს" 8 უპასუხო გოლი გაუტანეს და წყვილის ბედის საკითხი ძველ წელს გაატანეს.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ვალენსიური კლუბის რბევა ვიხილეთ. "ლევანტე" ცუდ დროს ჩაუვარდა ხელთ ჟოზე მოურინიოს შეგირდებს.

ბოლო დროს პორტუგალიელი თავკაცი ერთობ ცუდ ხასიათზეა... 8 გოლიდან 6 ორმა შეაგდო - ქარიმ ბენზემამ და კრიშტიანო რონალდომ ჰეთ თრიკები მიითვალეს. თითო გოლიც მესუთ იოზილმა და შესვლაზე შესულმა პედრო ლეონმა გაიტანეს. ბევრს გაუკვირდა, რომ ჟოზემ თასზეც საუკეთესო შემადგენლობა გამოიყვანა, მოედანზე რონალდოც ვიხილეთ, რომლის თამაშიც მცირე ტრავმის გამო საეჭვო იყო.

დაიწყო მატჩი და ცხადი შეიქმნა, რომ ფეხბურთელებს მოურინიოსგან დავალება ჰქონდათ მიღებული - წყვილის ბედი ახლავე უნდა გარკვეულიყო. პირველი გოლი ბენზემამ გაიტანა, მან ხავი ტორესის უხეირო პასი ჩაჭრა, რობუსტეს ფეხებს შორის გაუტარა ბურთი, მოატყუა ტორესი და მეკარე გუსტავო მუნუა. მალევე რონალდოს პასით იოზილმა გაიტანა. ყველა გოლის აღწერას არ შევუდგებით, დავწერთ, რომ ტაიმი "რეალმა" 4:0 მოიგო, ხოლო გოლების უმეტესობა "ლევანტეს" მცველთა საშინელი თამაშის წყალობით გავიდა. 4 იანვარს "სიუტატ დე ვალენსიაზე" საპასუხო მატჩია, სადაც მოურინიო "რეალის" სარეზერვო შემადგენლობას გამოცდის. იცით რა თქვა წაგების შემდეგ "ლევანტეს" თავკაცმა ლუის გარსიამ? - ისინი მოტობაიკებით ასპარეზობდნენ, ჩვენ კი - სამთვალას ველოებითო.

"ვისენტე კალდერონზე" "ატლეტიკომ" "ესპანიოლს" უმასპინძლა და წვიმიან ამინდში მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ცხადია, ამ წყვილში გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ იანვარში, ბარსელონაში გაირკვევა. გამარჯვების გოლი პენალტით "ატლეტიკოს" კაპიტანმა სიმაომ გაიტანა, რომელიც ამ თამაშით დაემშვიდობა ესპანურ გუნდს. ამ თამაშში პირველივე ტრაიმში კოჭი იღრძო მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელმა დიეგო ფორლანმა. ექიმთა დასკვნით, ის 3 კვირით გამოაკლდა "ატლეტიკოს".

ოთხშაბათს "სანჩეს პისხუანზე" ნამდვილი ანდალუსიური თრილერი ვიხილეთ 8 გოლით - "სევილიამ" 2-ბურთიანი სხვაობით კი დაამარცხა "მალაგა", მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მეოთხედფინალში გასვლის საკითხი უკვე გადაწყვიტა - 5:3. სევილიაშივე სეგუნდადივიზიონის "ბეტისი" 1:2 დამარცხდა "ხეტაფესთან". გვარიანად იმხიარულა მაყურებელმა ალმერიაშიც, სადაც ადგილობრივმა გუნდმა 4:3 მოუგო "მალიორკას".

ატლეტიკო-ესპანიოლი 1:0

ატლეტიკო (4-4-2): დე ხეა - უიფალუში, პერეა, დომინგესი, ფ. ლუიში - რეიესი, ასუნსაო, ტიაგო, სიმაო (82. რ. გარსია) - ფორლანი (13. დ. კოშტა), აგუერო (90. ფ. მერიდა).

ესპანიოლი (4-2-3-1): ალვარესი - ჩიკა, ამატი, რუისი, დ. გარსია - ბაენა, ხ. მარკესი (46. ხ. კალეხონი) - ვერდიუ, ს. გარსია (70. ფორლინი), დატოლო (76. ალვარო) - ოსვალდო.

გოლი: 1:0 სიმაო (32-პენ)

გაძევება: რეიესი (41), რუისი (66)

ბეტისი-ხეტაფე 1:2

ბეტისი (4-4-2): კასტო - ისიდორო, ბელენგერი, დორადო, ვეგა - სევილია, არსუ (46. ესეკიელი), ბენატი (68. ხუანდე), ისრაელი (61. როდრი) - რ. კასტრო, მოლინა.

ხეტაფე (4-2-3-1): უსტარი - მ. ტორესი, რაფა, მარკანო, მანე - ბოატენგი, პარეხო - პ. რიოსი (82. კასკერო), მანუ (64. არისმენდი), გავილანი (76. ვ. სანჩესი) - მიკუ.

გოლები: 0:1 მიკუ (27), 0:2 პ. რიოსი (35), 1:2 მოლინა (87-პენ)

სევილია-მალაგა 5:3

სევილია (4-4-2): პალოპი - კონკო (46. ალექსისი), კასერესი, ესკუდე, ლუნა - ალფარო, ზოკორა, რომარიკი, კაპელი - ლ. ფაბიანო (54. კანუტე), ნეგრედო (75. როდრი).

მალაგა (4-4-2): რუბენი - გასპარი, მალაგუენო, ველიგტონი, მტილიგა - პორტილიო (66. ფერნანდო), რესიო (73. მ. ტორესი), ს. სილვა, დუდა (56. ელიზეუ) - რონდონი, ქუინსი.

გოლები: 1:0 ალფარო (11), 1:1 რონდონი (19), 1:2 რონდონი (26), 2:2 ნეგრედო (32), 2:3 ქუინსი (41), 3:3 რომარიკი (66), 4:3 რომარიკი (80), 5:3 კაპელი (82).

ალმერია-მალიორკა 4:3

ალმერია (4-3-3): ესტებანი - ლილიო, მ. სილვა, კ. გარსია, იაკობსენი - ხოსე ორტისი (62. კრუსატი), ბერნარდელო, ვარგასი - ვალერი (62. კ. უჩე), ულოა (77. კორონა), პიატი.

მალიორკა (4-4-2): ლუქსი - რატინიო, კრესპი, რუბენი, კევინი - ნსუე, დე გუზმანი, ხ. ვიქტორი, პერეირა - ვებო, ვიქტორი (89. რამისი).

გოლები: 1:0 ულოა (6), 1:1 დე გუზმანი (22), 2:1 ულოა (28), 2:2 ვიქტორი (44), 3:2 უჩე (65), 4:2 ულოა (72), 4:3 ვებო (88).

რეალი-ლევანტე 8:0

რეალი (4-2-3-1): კასილიასი - ლ. დიარა, პეპე, ალბიოლი, მარსელო - ჩაბი ალონსო, გრანერო (74. მ. დიარა) - დი მარია, იოზილი (74. პ. ლეონი), რონალდო - ბენზემა (77. მორატა).

ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - სერა, ბალესტეროსი, რობუსტე, დელ ორნო - სერხიო (57. რ. სუარესი), ხ. ტორესი - მუნიოსი, პალიარდო, ხუანლუ (69. ვალდო) - ფ. კაისედო (46. სტუანი).

გოლები: 1:0 ბენზემა (6), 2:0 იოზილი (9), 3:0 ბენზემა (31), 4:0 რონალდო (44), 5:0 ბენზემა (68), 6:0 რონალდო (71), 7:0 რონალდო (73), 8:0 პ. ლეონი (89).

real madrid
კაკა რეალში რჩება!!!
intereli
გილოცავთ რეალის გულშემატკივრებო!!! მორატიმ, ლეონარდო უკვე დანიშნა ინტერში და იცით რა თქვა??? ეს მწვრთნელი დავნიშნეო თორემ საჩუქრებს იანვარში გაგიკეთებთო... ალბათ მიხვდით საჩუქრებში რა იგულისხმა?! რა თქმა უნდა კაკა!!!
gi
საქმეც მაგაშია,რომ ბარსას ერთად გაზრდილი ფეხბურთელები ყავს და არა ხმაურიანი ტრანსფერებით შეძენილი.პერესი სადაც კი ვარსკვლავს ნახავს ყიდვაზე ჩალიჩობს.არადა ყველა ვარსკვლავი რომ გუნდს არ ნიშნავს კი უნდა მიმხვდარიყო უკვე.გაზარდოს ახალგაზრდები,ვინ უშლის?ხავი რომ ყავს და ინიესტა და ა.შ. იმიტომაა ძლიერი.დარწმუნებული ვარ ;ბარსას აკადემია; კიდევ ბევრ ეგეთ ვარსკვლავებს გაზრდის.
madridista
აპრილში ვინ ვის მოუგებს მაგასაც ვნახავთ!! შეთამაშება და დალაგება აკლია სამეფო გუნდს! კაკა გვაკლია!! ერთი ხავი არ გყავდეთ და ისე გვეთამაშეთ და მაინტერესებს რას იზამთ!! პროსტო ბარსა მაგარი იღბალა გუნდია - ელ კლასიკოზე მუდამ სრული შემადგენლობა ყავს + ერთად გაზრდილი ფეხბურთელები, რომლებიც ზურგის ტვინით გრძნობენ ერთმანეთს!!
4rmd
არაა გამორიცხული რომ ბარსამ რეალს აპრილშიც მოუგოს თუმცა არა მგონია ამის გამო მაურინიო გააგდონ,ჩემთვის მაგალითად ჩემპიონთა ლიგის მოგება და ლა ლიგაა,ბარსასთან წაგება კი ჯანდაბას!
bachanach
მართალია საჭირო იყო ეს შოუ და განადგურება, რადგან ბარსამ ისე გაანადგურა რეალი, რომ ყველანაირი რწმენა ჰქონდათ დაკარგული, მაგრამ აპრილში თუ იგივე განმეორდა მაშინ არ ვიცი მოურინიოს რას უზამენ...
4rmd
მართალია ცოდვაა ლევანტე ასე რომ შერცხვა მაგრამ,მეორეს მხრივ ეს აუცილებელი იყო ბენზემასთვის რათა მან თავის თავში ძალა იპოვოს და ათამაშდეს. ჩემის მხრივ კი ვულოცავ რეალის გულშემატკივარს ამ გამარჯვებას!
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...