მსოფლიოს პირველმა და მეორე ჩოგანმა - რაფაელ ნადალმა და როჯერ ფედერერმა ზედიზედ მეორე საჩვენებელ-საქველმოქმედო შეხვედრა ჩაატარეს

მსოფლიოს პირველმა და მეორე ჩოგანმა - რაფაელ ნადალმა და როჯერ ფედერერმა ზედიზედ მეორე საჩვენებელ-საქველმოქმედო შეხვედრა ჩაატარეს. ამჯერად ჩოგბურთელებმა ციურიხიდან მადრიდში გადაინაცვლეს და მატჩის ორგანიზატორად ნადალის საქველმოქმედო ფონდი მოგვევლინა.

ისევე როგორც შვეიცარიაში, ამჯერადაც გამარჯვებულის გამოსავლენად სამი სეტის ჩატარება გახდა საჭირო. სასტარტო პარტიის პირველივე გეიმში მასპინძელმა ბრეიკი გააკეთა, მაგრამ ფედერერმა არ მისცა ესპანელს დიდი ხნით წინ გასვლის საშუალება და მომდევნო გეიმში მეორე ბრეიკ-პოინტიდან გაათანაბრა ანგარიში. ამის შემდეგ ჩოგბურთელები საკმაოდ დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს. ასე გრძელდებოდა მერვე გეიმამდე, სადაც ფედერერმა ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ნადალმა უმაღლეს დონეზე ითამაშა და მოწოდება შეინარჩუნა. მეცხრე გეიმი სეტში ყველაზე დაძაბული გამოდგა - ანგარიში რამდენჯერმე "თანაბარი" იყო, ნადალმა კი სამი ბრეიკ-პოინტი გაანიავა. მეათე გეიმში რაფაელმა საკუთარ მოწოდებაზე სეტბოლი მოიგერია და საბოლოოდ ყველაფერი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, სადაც ესპანელმა 2:1-ზე მინი-ბრეიკი შეასრულა და ტაი-ბრეიკი 7:3 მოიგო.

მეორე სეტის სასტარტო გეიმები თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. თამაშის სურათი მეხუთე გეიმში შეიცვალა, როცა ფედერერმა მიღებაზე ბრწყინვალე თამაშის წყალობით პირველივე ბრეიკ-პოინტი ქულაში გარდასახა და ბრეიკი მიითვალა. შვეიცარიელმა დარჩენილ დროში შეინარჩუნა ეს უპირატესობა და მეორე სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 6:4.

გადამწყვეტ სეტში ნადალის სრული უპირატესობა ვიხილეთ. ბრეიკის აღებით ესპანელმა 3:0 დაწინაურება მოახერხა, მეექვსე გეიმში კი კიდევ ერთხელ აიღო ფედერერის მოწოდება და 5:1-ზე მატჩზე ჩასაწოდებლად გაემზადა. რაფამ თავისი მოწოდება ძალიან დამაჯერებლად მოიგო და ერთი დღის წინანდელი მარცხისთვის რევანშიც აიღო - 6:1. შეხვედრა საათსა და 49 წუთს გაგრძელდა.

"ჩემთვის დღეს განსაკუთრებული დღეა. ძალიან გამიმართლა, რომ საყვარელი საქმით ვარ დაკავებული - ვთამაშობ ჩოგბურთს და ამასთან, საკუთარი ფონდის დახმარებით იმ ბავშვებს ვეხმარები, რომლებსაც ამ ცხოვრებაში ისე არ გაუმართლათ, როგორც მე.

მადლობა როჯერს იმისთვის, რომ მადრიდში ჩამოვიდა და ჩემი ფონდის აქციას დაუჭირა მხარი. ორივენი ბედნიერები ვართ, რადგან დიდი ხნის ჩანაფიქრის განხორციელება შევძელით და სოლიდური თანხა შევაგროვეთ გაჭირვებული ბავშვებისთვის. რა თქმა უნდა, ამ ორ დღეში შეგროვილი ფული ყველას ვერ უშველის, მაგრამ აუცილებლად მიიპყრობს ბავშვების პრობლემებისადმი საზოგადოების ყურადღებას", - განაცხადა მატჩის დასრულების შემდეგ ნადალმა.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"