გუშინდელი დღის მთავარი ამბავი "შარლოტ ბობკეტსიდან" ლეგენდარული მწვრთნელის, ლარი ბრაუნის გათავისუფლება იყო

გუშინდელი დღის მთავარი ამბავი "შარლოტ ბობკეტსიდან" ლეგენდარული მწვრთნელის, ლარი ბრაუნის გათავისუფლება იყო. კლუბის მფლობელმა, არანაკლებ ლეგენდარულმა მაიკლ ჯორდანმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება ორმხრივი იყო, ხოლო მიზეზი ჩემპიონატის პირველ ნაწილში გუნდის სუსტი გამოსვლა გახდა - "შარლოტის" მიმდინარე ბალანსი 9 მოგება და 19 წაგებაა, რაც გუნდის ხელმძღვანელობას არ აწყობს. "ბობკეტსს" რეგულარულში ზედიზედ ოთხი მატჩი აქვს წაგებული.

"ორი კვირის წინ ველაპარაკე ბრაუნს და განვიხილეთ გუნდის უკეთესობისკენ შეცვლის ვარიანტები, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში პოზიტიური არაფერი მომხდარა. დღეს ისევ შევხვდი ლარის და ვუთხარი, რომ გუნდის თამაში არ შეესაბამება ჩვენს მოლოდინს, ამიტომაც ორივემ გადავწყვიტეთ, რომ სერიოზული ცვლილებებია საჭირო", - განაცხადა ჯორდანმა.

70 წლის ბრაუნი მესამე სეზონს ატარებდა "ბობკეტსში". შარშან მან თითქმის შეუძლებელი შეძლო - გუნდი პლეი ოფში გაიყვანა, სადაც პირველ წრეში წააგო "ორლანდოსთან". ჯორდანის განცხადების შემდეგ მწვრთნელის აგენტმა ჯო გლასმა განაცხადა, რომ ბრაუნი მზად არის სხვა კლუბებისგან შემოთავაზების განსახილველად.

რაც შეეხება ბრაუნის შემცვლელს, სავარაუდოდ, ეს იქნება "ჰორნეტსის" ყოფილი დამრიგებელი პოლ სილასი. ჯორდანის აზრით, ეს სპეციალისტი 4.5 წელი მუშაობდა კლუბის სამწვრთნელო შტაბში და სწრაფად შეუძლია შედეგის მიღწევა.

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს