”სპარტაკი” სატრანსფერო კამპანიას აწარმოებს და სასურველ ფეხბურთელებთან მოლაპარაკებებსაც მართავს

პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ "სპარტაკი" სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე კი დარჩა, მაგრამ ბადრი კვარაცხელიას გუნდმა ბოლო ტურებში თამაშის ხარისხიც გააუმჯობესა და რაც მთავარია, უშუალო კონკურენტებთან სხვაობაც შეამცირა. ყოველივე აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ”სპარტაკს” უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მშვენიერი შანსი აქვს.

ახლა გუნდი შვებულებაშია, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელები თუ სამწვრთნელო შტაბი აქტიურ სატრანსფერო კამპანიას აწარმოებენ და თავიანთთვის სასურველ ფეხბურთელებთან მოლაპარაკებებსაც მართავენ. პოტენციურ ახალწვეულთა ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება, სამაგიეროდ ”სპარტაკი” იყო ერთ-ერთი პირველი გუნდი, წამსვლელთა ვინაობა ოფიციალურად რომ გამოაცხადა. ამ რამდენიმე დღის წინათ უკვე გაუწყეთ, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ 11 ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა; ოღონდ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამათგან თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას ძირითადში თამაში არ უწევდა და აი, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ”სპარტაკიდან” კიდევ ორი ფეხბურთელი წავიდა - ნიკოლოზ მაისურაძე და შოთა კაშია.

მაისურაძე, ასე ვთქვათ, ძირძველი ”სპარტაკელია” და თანაგუნდელებს შორის ყველაზე ადრე სწორედ ის ჩაირიცხა ამ გუნდში. ამ სეზონამდე ძირითადის უცვლელ წევრადაც მიიჩნეოდა (ერთი პერიოდი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატიც იყო), მაგრამ ბოლო დროს 21 წლის მარცხენაფლანგელს ძირითად შემადგენლობაში არცთუ ხშირად ათამაშებდნენ (ამ სეზონში მაისურაძემ მხოლოდ შვიდ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა). აი, რაც შეეხება შოთა კაშიას, 26 წლის ფეხბურთელი მთელი კარიერის განმავლობაში ”დინამოს” ერთგული იყო, თუმცა გარკვეულ მიზეზთა გამო ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი გუნდიდან წამოსვლა მოუწია. კაშია ”სპარტაკის” ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და არავისთვის იყო შემთხვევითი, რომ გუნდის მიერ ჩატარებულ 18-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა (1 გოლი). კაშიას მსურველები არ აკლია და ალბათ, სულ მალე გაირკვევა კიდეც მისი მომავალი გუნდის ვინაობა.

”სპარტაკში” სხვა სიახლებიცაა: ქუთაისის ”ტორპედოში” გადასული დავით გვარამაძის ნაცვლად მეკარეების მწვრთნელად არჩილ ღურწკაია იმუშავებს, ხოლო დუბლშემადგენლობის ერთ-ერთ მწვრთნელად კი - დავით ჭიჭვეიშვილი. ეს უკანასკნელი ქართული ფეხბურთის დამსახურებული ვეტერანია და თავისი შთამბეჭდავი საკლუბო კარიერა სულ ახლახანს დაასრულა. შეგახსენებთ, რომ ჭიჭვეიშვილს სამი სხვადასხვა გუნდის (”დინამო”, ”სიონი”, ”ოლიმპი”) შემადგენლობაში აქვს მოპოვებული საქართველოს ჩემპიონობა.

აქვე, იმასაც ვიტყვით, რომ კვლავ "სპარტაკში" რჩება გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვალერი ბოლქვაძე; არადა, ამ ნიჭიერი ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენით არაერთი კლუბია დაინტერესებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...