საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში უმაღლესი ეშელონის 6 საგზურისთვის ბრძოლაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში უმაღლესი ეშელონის 6 საგზურისთვის ბრძოლაში, როგორც გაუწყეთ, სხვადასხვა ქალაქისა და რაიონის 46 წარმომადგენელი ჩაება. გუშინ მე-9 ტურში ინტერესს იწვევდა მეწინავეთა ორთაბრძოლები. რადგანაც უმაღლესში მოხვედრა, ფაქტობრივად, განაღდებული ჰქონდათ, ყაიმზე შეთანხმდნენ მალხაზ სულაშვილი და ბაჩანა მორჩიაშვილი, დავით ზარქუა და გიგა ყაშაშვილი. დაძაბული პაექრობის შემდეგ ლუკა პაიჭაძემ აჯობა შოთა აზალაძეს, რომელიც თითქმის მთელი ტურნირის განმავლობაში ერთპიროვნულად ლიდერობდა.

მე-9 ტურის შედეგები: მალხაზ სულაშვილი-ბაჩანა მორჩიაშვილი 0,5:0,5, ლუკა პაიჭაძე-შოთა აზალაძე 1:0, დავით ზარქუა-გიგა ყუფარაძე 0,5:0,5, გაიოზ ნიგალიძე-გიორგი ხელაია 1:0, მადონა ბოკუჩავა-გიორგი ბაღათუროვი 0:1, ნიკოლოზ შავთვალაძე-დიმიტრი კვარაცხელია 0,5:0,5, ივერი ჭიღლაძე-ალექსანდრე ყაშაშვილი 0,5:0,5

ამდენად, 7-7 ქულით პირველი-მეორე ადგილები, შესაბამისად, სულაშვილმა და პაიჭაძემ გაინაწილეს. 6,5-6,5 ქულით მესამე-მეოთხე ადგილები აზალაძემ და მორჩიაშვილმა გაიყვეს. 6-6 ქულა ერთბაშად ოთხმა მოჭადრაკემ მოაგროვა. უკეთესი კოეფიენტით, მეხუთე-მეექვსე ადგილები ყუფარაძეს და ზარქუამ დაიკავეს და საგზურებიც ამ ექვსეულს ერგო. ექვსქულიანი გიორგი ბაღათუროვი და გაიოზ ნიგალიძე თადარიგში არიან.

გაისად 11 იანვრიდან 16 მოჭადრაკე (10 მაღალრეიტინგიანი და 6 პირველი ლიგიდან) ნოკაუტისტემით საქართველოს ჩემპიონატის მედლებისთვის იბრძოლებს.

kopala
გილოცავტ მახო,ლუკა,შოთა,ბაჩანა,გიგა და დათო
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა