სკანდალი

შპიგელის სტატიამ საფეხბურთო გერმანია ააფორიაქა

დასრულდა თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატი, ყველაზე ავტორიტეტულმა (ამას ხაზგასმით ვამბობთ, რათა ვინმეს არ ეგონოს, რომ ყვითელი პრესის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზეა საუბარი) გერმანულმა ჟურნალმა „შპიგელმა“ დაწერა, რომ შესაძლოა, გერმანიის ნაკრებში „ჰომოსექსუალების კოალიცია ყალიბდებოდეს, რომელსაც სათავეში ბუნდესგუნდის ყოფილი ფეხბურთელი უდგას, რომელიც ამ „შეთქმულების“ მოთავეა.

ამ სპეკულაციის წყარო კი, არც მეტი, არც ნაკლები, გერმანიის ნაკრების კაპიტნის, მიხაელ ბალაკის მრჩეველი, დოქტორი მიხაელ ბეკერია. „შპიგელის“ ავტორი ალექსანდერ ოზანგი წერს: „მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ორი თვით ადრე, თავისუფალ დროს საუბრისას, ბალაკის აგენტმა ბეკერმა ჩამომითვალა იმ გერმანელი ფეხბურთელების გვარები, რომლებიც ჰომოსექსუალები არიან, მაგრამ ამის შესახებ, რა თქმა უნდა, არავინ არაფერი იცის. ბერნდ შნაიდერის გამოსათხოვარი მატჩის შემდეგ, ბეკერმა ჟურნალისტების წრეში ისიც თქვა, რომ გერმანიის ნაკრების ერთ-ერთი ყოფილი ფეხბურთელი ჰომოსექსუალ ფეხბურთელებს ლობირებს და ძალიან უნდა, რომ ბუნდესგუნდში ცისფერების კოალიციაც კი ჩამოაყალიბოს.“

„შპიგელის“ მიმომხილველის ზემოთ ხსენებულ სტატიაში ისიც წერია, რომ „ჰომოსექსუალთა შეთქმულების“ შესახებ თითქმის ყველა წამყვანმა ჟურნალისტმა იცის, მაგრამ ისინი არაფერს წერენ. სპეკულაციები და ამ თემაზე საუბრები გერმანელ ჟურნალისტენში სამხრეთ აფრიკაშიც ხშირი იყოო, წერს ოზანგი. უფრო მეტიც: ბეკერს უთქვამს, რომ იმ მოთამაშეებიდან, რომლებიც ბუნდესმწვრთნელ იოახიმ ლიოვს მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰყავდა წაყვანილი, ერთი მათგანი ნახევრად ჰომოსექსუალია და ამის შესახებ ჟურნალისტების წრეში ყველამ ყველაფერი იცის.

გააკეთა თუ არა ბეკერმა ნამდვილად ასეთი განცხადებები? გუშინ, ბალაკის აგენტ მიხაელ ბეკერს „ბილდის“ კორესპონდენტი შეეხმიანა და „შპიგელში“ გავრცელებულ ინფორმაციებზე დაეკითხა. აღსანიშნავია, რომ ბეკერმა კატეგორიულად არ უარყო ყველაფერი ის, რაც „შპიგელში“ დაიწერა. ლუქსემბურგელმა აგენტმა თქვა: „როგორც ჩანს, „შპიგელის“ ჟურნალისტმა ჩემგან ყველაფერი სწორად ვერ გაიგო.“ თუ რას გულისხმობს კონკრეტულად, ამაზე საუბარი ბეკერმა აღარ ისურვა.

როგორი რეაქცია აქვს გერმანიის საფეხბურთო კავშირს? ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა გუშინ მხოლოდ ბუნდესგუნდის მენეჯერ ოლივერ ბირჰოფის მოხელთება შეძლეს, რომელმაც, როგორც მოსალოდნელი იყო, „შპიგელის“ სტატიას სისულელე უწოდა.

„არანაირი კომენტარი. ვფიქრობ, ამაზე სათქმელი არაფერია. ამ დონეზე არ დავეშვები და ასეთ ამბებზე კომენტარს არ გავაკეთებ,“ - უთხრა ბირჰოფმა „ბილდს“.

გაგრძელება, ალბათ იქნება...

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე