რობერტო მანჩინი: "როდესაც ბალოტელი თამაშს არ დაიმსახურებს, მოედანზე ფეხსაც არ შევადგმევინებ"

რობერტო მანჩინიმ მარიო ბალოტელი სიზარმაცისა და უვარგისობის გამო გათათხა. მოგეხსენებათ, ორშაბათს „მანჩესტერ სიტიმ“ „ევერტონს“ უმასპინძლა და 2:1 წააგო. აფროიტალიელმა ბალოტელიმ ამ შეხვედრაში მოედანზე 83 წუთი დაჰყო, მაგრამ საშინლად ითამაშა. მანჩინის, როგორც ჩანს, მოთმინების ფიალა აევსო. მწვრთნელმა თქვა:

„როდესაც მარიო თამაშის ღირსი იქნება, მე მას ვათამაშებ. როდესაც ის ამას არ დაიმსახურებს, მოედანზე ფეხს არ შევადგმევინებ. და კიდევ, ის ითამაშებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მუხლჩაუხრელად იმუშავებს. არანაირი მნიშვნელობა აქვს, რომ მარიო ტექნიკური, კარგი ფეხბურთელია. თუ ჩვენ გვინდა წარმატებას მივაღწიოთ, „სიტის“ ყოველმა წევრმა 200 პროცენტით უნდა მოინდომოს. ბალოტელი საგანგებო ნიჭით დაჭილდოვებული ადამიანია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. საქმეს გულისა და ღონის დატანება სჭირდება“.

20 წლის მარიო ბალოტელი „მანჩესტერ სიტის“ ბოლო 6 შეხვედრიდან ხუთში ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა, მაგრამ „ბოქსინგ დღეს“, „ნიუკასლ იუნაიტედთან“ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იჯდება. აქამდე, მიმდინარე სეზონში, მან 9 შეხვედრაში 5 გოლი შეაგდო, თუმცა, ერთხელ მსაჯს თავიც გააგდებინა და რაც მთავარია, სულ ისე იქცევა, გეგონება „მანჩესტერ სიტისთან“ დაკავშირებული არაფერი სიამოვნებს. მანჩინის რწმენით, ბალოტელის პოტენციურად შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელიც კი გახდეს, მაგრამ როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ამჯერად მწვრთნელს ნერვებმა უმტყუნა.

„მან დღევანდელი მდგომარეობა უნდა გამოასწოროს და გაიღიმოს. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ არის მუდამ უკმაყოფილო. მანჩესტერი მილანისგან ძალიან განსხვავდება, მაგრამ ამას ვერაფერს მოუხერხებს და უნდა შეეგუოს“.

შეგახსენებთ, რომ მანჩინიმ ბალოტელი გასულ ზაფხულს „ინტერისგან“ 24 მილიონ ფუნტად იყიდა. მწვრთნელისთვის ახალგაზრდა ფეხბურთელი უცხო არ იყო - ის, 2004-08 წლებში თავად გახლდათ „ინტერის“ თავკაცი და ბალოტელი მის ხელში იზრდებოდა. მანჩინიმ თქვა:

„ჩვენ, რასაკვირველია, კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ მარიო ვალდებულია, კარგად ითამაშოს. მან დანარჩენი ფეხბურთელებივით ყოველდღე დაუზარლად უნდა ივარჯიშოს“.

ბალოტელის გარდა იტალიელი მწვრთნელი კარლოს ტევესის საკითხსაც შეეხო და მიანიშნა, რომ არგენტინელი ფორვარდი ფანებს ბოდიშს მოუხდის. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთკვირიანი დაძაბულობის შემდეგ ტევესმა „მანჩესტერ სიტის“ ოფისში შეტანილი განცხადება კლუბიდან გაშვებასთან დაკავშირებით, გაიტანა.

„არ ვიცი. იქნებ, კარლოსი ბოდიშის მოხდასაც აპირებს. მთავარია, მან კარგად ითამაშოს და გოლები გაიტანოს. გარწმუნებთ, აქ, ისტლენდზე, ფანებს ის კვლავ უყვართ“.

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა