ამიერიდან, ვინც აფელაის ყიდვას მოინდომებს, კატალონიელებთან მოლაპარაკება 100 მილიონი ევროდან უნდა დაიწყოს

გუშინ "ბარსელონამ" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჰოლანდიელმა იბრაჰიმ აფელაიმ წარმატებით გაიარა სამედიცინო ტესტირება და "ეინდჰოვენის" ყოფილმა ფეხბურთელმა საზეიმო ვითარებაში მოაწერა კონტრაქტს ხელი კლუბის პრეზიდენტ სანდრო როსელის თანდასწრებით. ხელშეკრულება 4 წელზეა გათვლილი და ძალაში იანვრიდან შევა.

აფელაიმ კლუბის სამედიცინო ცენტრში ყველანაირი ტესტირება გაიარა, სხვადასხვაგვარი დასხივებები, კუნთოვანი სხეულის შემოწმება, პოდოლოგია და ექოგრაფია. 24 წლის ჰოლანდიელი ჯანსაღია და მას თავისუფლად შეუძლია ემსახუროს "ბარსას".

"მას უნაკლოდ ჯანსაღი ორგანიზმი აქვს. დღეისათვის, მას არ აქვს არანაირი ტრავმა, თუნდაც სულ მცირე მასშტაბის. აფელაის გამძლეობა მაღალი დონისაა. წარსულში არ გადაუტანია რაიმე სერიოზული დაზიანება", - ეს არის "ბარსელონას" ექიმთა ჯგუფის ოფიციალური დასკვნა.

ამიერიდან, ვინც აფელაის ყიდვას მოინდომებს, "ბარსელონასთან" მოლაპარაკება 100 მილიონი ევროდან უნდა დაიწყოს. "ბარსელონამ" პსვ-ს აფელაის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო გადაუხადა და, თუკი ჰოლანდიელს გაყიდის, ეინდჰოველები თავის წილს მიიღებენ.

"ბარსელონა" ვალდებულია 2013 წელს პსვ-ს საუკუნოვან იუბილეზე ესტუმროს.

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია