დორტმუნდის ''ბორუსიას'' შეფები 22 წლის მატს ჰუმელსს ახალ კონტრაქტს სთავაზობენ

მიუხედავად იმისა, რომ პირველი წრე დასრულდა და საშობაო არდადეგები დაიწყო, გერმანიის შემოდგომის ჩემპიონის, დორტმუნდის „ბორუსიას“ ხელმძღვანელებს საკმაოდ ბევრი საქმე აქვთ. BVB-ს შეფების უპირველესი მიზნები 22 წლის მარცხენა მცველ მარსელ შმელცერისთვის და 30 წლის მეკარე რომან ვაიდენფელერისთვის ახალი კონტრაქტების გაფორმებაა. სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა ახალი პირობები ორივე მოთამაშეს შესთავაზა, მათგან პასუხი კი ჯერ არ მიუღია.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, შმელცერისთვის ახალი ხელშეკრულების გაფორმება პრობლემა არ იქნება, რადგან უნიჭიერეს მცველს დორტმუნდში დარჩენა უნდა. „კიკერში“ ვკითხულობთ, რომ შმელცერი აუცილებლად „მიბაძავს“ 22 წლის კევინ გროსკროიტცსა და 18 წლის წლის მარიო გიოტცეს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ „ბორუსიასთან“ კონტრაქტები 2014 წლამდე გააგრძელეს. აი, ვაიდენფელერი კი ჯერ კიდევ ფიქრობს და საყოველთავო აზრით, მასთან შეთანხმება იოლი არ იქნება.

ვაიდენფელერს „ასტონ ვილა“ ეპატიჟება და როგორც გაირკვა, გაცილებით მაღალ ხელფასს სთავაზობს. „ბორუსიას“ სახელფასო ბიუჯეტი წელიწადში 34.5 მილიონ ევროს შეადგენს და შეფებს არაფრისდიდებით არ სურთ ამ კვოტის გადაჭარბება. ვაიდენფელერი „დორტმუნდში“ ისედაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა და ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდას არც უნდა ელოდოს.

ამას წინათ გაცნობეთ, რომ გამჟღავნდა 22 წლის მატს ჰუმელსის კონტრაქტის დეტალი, რომლის თანახმად, გერმანული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს 2012 წელს „ბორუსიას“ დატოვება სულ რაღაც 8 მილიონ ევროდ შეუძლია და იმასაც ვწერდით, რომ მიუნხენის „ბაიერნის“ შეფებმა ხელები უკვე დაიკაპიწეს. შესაბამისად, ცორკისა და BVB-ს სხვა შეფების ამოცანაა, ჰუმელსს 2013 წლამდე გაფორმებული ხელშეკრულება ნაადრევად გაუხანგრძლივონ.

„ჰუმელსს არავის დავუთმობთ, ეს ფეხბურთელი ჩვენი გეგმის უმთავრესი ნაწილია. „ბაიერნი“ მატსს ვერ წაგვართმევს! გვინდა, რომ ჰუმელსს ახალი კონტრაქტი გავუფორმოთ. ჩემი აზრით, მატსის ახალ ხელშეკრულებას ვადა 2020 წლამდე უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამაზე ალბათ არ დაგვთანხმდება. ასე რომ, ხელშეკრულებას 2014 ან 2015 წლამდე გავუფორმებთ,“ - უთხრა ცორკმა „კიკერს“.

მატს ჰუმელსს არაერთხელ უთქვამს, რომ „ბორუსიაში“ თავს ძალიან კარგად გრძნობს, რომ დორტმუნდელებს მისთვის ახალი ხელშეკრულების გაფორმება მაინც გაუჭირდებათ, რადგან მატსის გადაბირებისთვის არა მარტო „ბაიერნი“, არამედ მილანის „ინტერიც“ იბრძვის.

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა