არგენტინელმა ლიონელ მესიმ სამშობლოში საუკეთესო სპორტმენის გამოკითხვაში ჰოკეისტ ქალთან, ლუსიანა აიმართან წააგო

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, "ბარსელონას" ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ ზედიზედ მეორედ წააგო სამშობლოში საუკეთესო სპორტმენის გამოკითხვა. 2010 წლის სპორტული შედეგების მიხედვით არგენტინის საუკეთესო სპორტსმენი ბალახის ჰოკეიში ქალთა ნაკრების ლიდერი ლუსიანა აიმარი გახდა.

როგორც კი ესპანურმა "მარკამ" მესის მეორე ადგილის შესახებ დაწერა, მაშინვე გაჩნდა კითხა: პირველი ვინ არის? ქვეყნის საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე მეოთხედფინალზე შორს ვერ გააღწია, "სან ანტონიო სპურსის" კალათბურთელ მანუ ჯინობილის განსაკუთრებით არაფრით გამოუჩენია თავი, ქვეყნის წამყვან ჩოგბურთელებს - ხუან მარტინ დელ პოტროსა და დავიდ ნალბანდიანს სეზონი ჩაუვარდათ.

მაგრამ 2010 წლის ბოლოს გაიმართა ქალებს შორის ბალახის ჰოკეიში მსოფლიოს თასი, რომელიც არგენტინის ნაკრებმა მოიგო. ფინალში სამხრეთამერიკელებმა ჰოლანდია 3:1 დაამარცხეს. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ 33 წლის ლუსიანა პაულა აიმარი (ან უბრალოდ ლუჩა) დაასახელეს, რომელიც ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს.

არგენტინული სპორტის სექს-სიმბოლომ კარიერის განმავლობაში ორჯერ მოიგო მსოფლიოს თასი, ერთხელ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, აგრეთვე ოთხჯერ გახდა ჩემპიონტროფის (ეს კიდევ ერთი პრესტიჟული გუნდური ტურნირია სპორტის ამ სახეობაში) მფლობელი. ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ არგენტინელი ლამაზმანი შვიდჯერ დაასახელა წლის საუკეთესო მოთამაშედ, რაც ამ სახეობაში რეკორდი გახლავთ.

ყოველ წელს არგენტინის საუკეთესო სპორტსმენს ადგილობრივი ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად ასახელებენ. გასულ დეკემბერში ლიონელ მესიმ ჩოგბურთელ ხუან მარტინ დელ პოტროსთან წააგო. ამ უკანასკნელმა 2009 წელს აშშ-ის ღია პირველობა მოიგო, ფინალში კი თვით დიადი როჯერ ფედერერი დაამარცხა. დელ პოტროს ამ გამოსვლამ დაჩრდილა მესის გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე. ლეოს ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში თავით გატანილმა ულამაზესმა გოლმაც ვერ უშველა.

ერთი წლის წინ დელ პოტრომ მარტო მესის არ გაუსწრო. არგენტინის საუკეთესო სპორტსმენის ტიტულზე პრეტენზიას ლუსიანა აიმარი, ლიბერტადორესისი თასის მომგები ვეტერანი ფეხბურთელი ხუან სებასტიან ვერონი, "ჰიუსტონ როკეტსის" კალათბურთელი ლუის სკოლა და გოლფისტი ანხელ კაბრერა აცხადებდნენ.

2010 წელი სპორტული ტიტულების მხრივ ნაკლებად შემოსავლიანი იყო არგენტინისთვის. საფეხბურთო ნაკრებმა ჩააგდო სამხრეთ აფრიკაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი და "ბარსელონაში" მესის წარმატებების მიუხედავად, არგენტინელი გულშემატკივრები არც ლეოს და არც სხვა ფეხბურთელებს არ პატიობენ მეოთხედფინალში გერმანიასთან განადგურებას. გარდა ამისა, როგორც ზემოთ ვთქვით, არგენტინამ წარმატებებს ვერ მიაღწია სპორტის სხვა სათამაშო სახეობებში. ასე რომ, ტიტულებით არამდიდარ 2010 წელს არგენტინაში სექსმა სპორტი დაამარცხა.

არგენტინაში ბევრ საფეხბურთო ექსპერტს მიაჩნია, რომ ლუსიანა აიმარის ეს გამარჯვება დიდწილად იმასთან არის დაკავშირებული, რომ უკვე სამი წელია ქვეყნის პრეზიდენტი ქალი გახლავთ - კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი. ამიტომაც, თუნდაც ერთხელ ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ქალ სპორტსმენს უნდა ერგოს. არგენტინული პრესის შეფასებით, ლუსიანა აიმარი სილამაზის, სექსუალურობისა და სპორტული წარმატებების იდეალური ნაზავია.

33 წლის აიმარი პრესტიჟული ჟურნალებისთვის (მათ შორისაა - "პლეიბოი") ფოტოებს უფრო ხშირად იღებს, ვიდრე ჰოკეის თამაშობს. მუდმივად "იკარგება" ამერიკასა და ევროპაში ფოტოსესიებში მონაწილეობის მისაღებად და ბოლო წლებში ნაკრებში თავის თანაგუნდელებზე გაცილებით ნაკლებს ვარჯიშობს. თუმცა ეს ხელს არ უშლის საერთაშორისო არენაზე წარმატებულ გამოსვლაში. ლუსიანა ლეო მესის პოპულარობით უსწრებს იმ ქვეყნებში, სადაც ესპანურად ლაპარაკობენ, რადგან მას არა მხოლოდ სპორტის მოყვარული, არამედ ნებისმიერი ადამიანი იცნობს, ვინც ტელევიზორს უყურებს. არგენტინაში არსებობს მხოლოდ ორი სპორტსმენი, რომელიც დიად მარადონას შეადარეს - ესენი არიან: ლუჩა აიმარი და ლეონელ მესი.

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა