ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი

რეგულარული ჩემპიონატის გუშინდელ მატჩში ბოლო წლების კლასიკური დაპირსპირება შედგა - "ვაშინგტონი" "პიტსბურგის" წინააღმდეგ, უფრო სწორედ, ალექსანდრ ოვეჩკინი სიდნი კროსბის წინააღმდეგ.

იანვრის პირველ დღეს გაიმართება ტრადიციული - Winter Classic (თამაში ღია ცის ქვეშ), რომელშიც სწორედ ეს გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს, მანამდე კი საშობაო დღესასწაულის წინ ამ მნიშვნელოვანი მოვლენის რეპეტიცია გაიმართა.

გუშინდელ მატჩს გუნდები სხვადასხვა განწყობითა და სტატისტიკით შეხვდნენ. ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში "პიტსბურგმა" ლიგაში ყველაზე მეტი ქულა დააგროვა, "კეპიტალზმა" კი სულ ცოტა ხნის წინ შეწყვიტა 7-მატჩიანი წაგებათა სერია.

ცალკე ისტორიაა "ვაშინგტონის" ლიდერი და კაპიტანი ალექსანდრ ოვეჩკინი. ეს სეზონი რუს ვარსკვლავს აშკარად არ გამოსდის. NHL-ში მისი მთავარი კონკურენტი სიდნი კროსბი კი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. ბომბარდირთა დავაში ოვეჩკინი მას 20 ქულით ჩამორჩება. ამასთან, "პიტსბურგის" კაპიტანი უკვე 23 მატჩია უქულოდ არ ტოვებს მოედანს (გუშინ მან გოლი და შედეგიანი პასი ჩაიწერა აქტივში) და ამ დროის განმავლობაში 23 გოლი და 22 პასი მიითვალა.

ამ სტატისტიკასთან ოვეჩკინი ახლოსაც ვერ მივა. რუსს ბოლო 17 მატჩში მხოლოდ 2 (!) შაიბა აქვს გატანილი, ხოლო მისი "მშრალი" სერია უკვე შვიდ მატჩამდე ავიდა. თუმცა ვაშინგტონელი "პიტსბურგის" წინააღმდეგ ყოველთვის განსაკუთრებული მოტივაციით თამაშობდა - ამ გუნდის წინააღმდეგ 15 მატჩში მან 19 გოლი შეაგდო და 11 შედეგიანი პასი შეასრულა.

"პინგვინებთან" მორიგი შეხვედრაც ოვეჩკინმა ისე დაიწყო, რომ წესით "მტრის" კარში საიუბილეო მე-20 შაიბა გარდაუვალი იქნებოდა. რუსმა ფორვარდმა პირველ პერიოდში იმდენჯერ დაარტყა მარკ-ანდრე ფლერის კარში, რამდენჯერაც "პიტსბურგის" ერთად აღებულმა ყველა მოთამაშემ.

თუმცა ამ გასროლებიდან სარგებლობა ნულის ტოლი იყო, ფლერისთვის კი კარგი ვარჯიში აღმოჩნდა. სამაგიეროდ, სტუმრების მარგი ქმედების კოეფიციენტი აღმოჩნდა მაღალი - "პინგვინებმა" სულ ექვსჯერ დაარტყეს ზუსტად და ერთი გოლი გაიტანეს. ოვეჩკინის გულის გასახეთქად, პირველი შაიბის ავტორი კროსბი გახდა.

ამ გოლმა "ვაშინგტონი" ძალიან გააბრაზა და მასპინძლებმა ნამდვილი შტურმი მოაწყვეს ფლერის კართან, თუმცა მხოლოდ მეორე პერიოდის შუაში გაათანაბრეს ანგარიში. რიცხობრივ უპირატესობაში მაიკ გრინმა გამოიჩინა თავი. რაც შეეხება ოვეჩკინს, მეორე 20-წუთეულში ის პასიური იყო - არც ერთი ზუსტი დარტყმა არ ჰქონია.

მესამე პერიოდი წინა ორს არ ჰგავდა. ყინულზე უკვე "პიტსბურგი" დომინირებდა და სტუმრებმა მე-17 წამზე ისევ მოახერხეს წინ გასვლა. ამჯერად კროსბიმ ვერ გაიტანა, მაგრამ ასისტენტის როლში მოგვევლინა (ამის წყალობით სიდნის ბომბარდირთა სიაში 60 ქულა გაუხდა და უკონკურენციოდაა). თითქოს "პინგვინებს" იოლად უნდა მიეყვანათ საქმე გამარჯვებამდე, რადგან მათი უპირატესობა ცხადზე ცხადი იყო, მაგრამ ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წუთით ადრე "პიტსბურგი" რიცხობრივ უპირატესობაში თამაშისას შეცდა და ნუბლმა ანგარიში გაათანაბრა.

ოვერტაიმმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა და ყველაფერი ბულიტების სერიაში გადაწყდა. აქ ოვეჩკინმა, როგორც იქნა, გამოიჩინა თავი, მაგრამ მის ზუსტ პენალტს ლეტანგმა უპასუხა, ბოლოს კი სტუმრებს გამარჯვება დუპუიმ მოუტანა.

ბოსტონი-ატლანტა 4:1

1:0, 2:1, 1:0

გოლები: 1:0 პ. ბერჟერონი-7, 2:0 რაიდერი-10 (პ. ბერჟერონი-14, საიდენბერგი-10), 3:0 შ. ტორნტონი-6 (მაკკუაიდი-3, პეი-2), 3:1 ბიფულინი-13 (ე. კეინი-12, ლიტლი-9), 4:1 შ. ტორნტონი-7 (პეი-3, გ. კემპბელი-5).

ბაფალო-ფლორიდა 3:4

0:3, 3:0, 0:1

გოლები: 0:1 ჰიგინსი-4 (დადონოვი-5), 0:2 ვეისი-10 (ფროლიკი-13, მაკეიბი-14), 0:3 ჰიგინსი-5 (ვეისი-12, დადონოვი-6), 1:3 ლეოპოლდი-8 (პომინვილი-7, ჰეხტი-7), 2:3 პომინვილი-6 (მიერსი-9, სეკერა-9), 3:3 ლეოპოლდი-9 (მიერსი-10), 3:4 გარისონი-2.

კაროლინა-მონრეალი 2:3

0:0, 2:3, 0:0

გოლები: 1:0 ლაროუზი-7 (რ. კარტერი-5, გლისონი-5), 1:1 გომესი-5 (ჰამრლიკი-13, შპაჩეკი-10), 2:1 კოული-7 (ე. სტაალი-18), 2:2 ა. კოსტიცინი-10 (პლეკანეცი-19, კამალერი-14), 2:3 პიკარი-3 (გომესი-12, შპაჩეკი-11).

კოლამბუსი-ვანკუვერი 3:7

0:3, 1:3, 2:1

გოლები: 0:1 ბაროუზი-7 (ჰ. სედინი-33, დ. სედინი-24), 0:2 ერჰოფი-6 (ჰ. სედინი-34, ბაროუზი-7), 0:3 ტორესი-9 (ალბერტსი-5), 0:4 დ. სედინი-18 (ედლერი-19, ჰ. სედინი-35), 0:5 კესლერი-17 (ჰანსენი-7, ტამბელინი-6), 0:6 ჰ. სედინი-8 (დ. სედინი-25, ბაროუზი-8), 1:6 უმბერგერი-9 (ვერმეტი-10), 1:7 ტორესი-10 (ჰამჰუისი-6, სამუელსონი-16), 2:7 უმბერგერი-10 (ვორაჩეკი-14), 3:7 სესტიტო-2 (რასელი-5, კ. უილსონი-7).

ნიუ ჯერსი-აილენდერსი 1:5

0:3, 1:1, 0:1

გოლები: 0:1 ბეილი-4, 0:2 ბეილი-5 (ენდრიუ მაკდონალდი-5, კომო-12), 0:3 ტავარესი-10 (ჰმონიკი-3, პარენტო-12), 1:3 ზაიაცი-4 (ელიაში-17, ლანგენბრუნერი-10), 1:4 ნილსენი-5 (ბეილი-4), 1:5 კომო-7 (შრემპი-6,ვიშნიევსკი-17).

რეინჯერსი-ტამპა ბეი 3:4 (ბ)

2:2, 0:1, 1:0, 0:0

გოლები: 0:1 სენტ ლუისი-14, 1:1 ფედოტენკო-6 (ბ. ბოილი-6), 2:1 ფროლოვი-7 (ანისიმოვი-10, დრური-2), 2:2 სტემკოსი-27 (სენტ ლუისი-31), 2:3 ლეკავალიე-4 (კუბინა-9, ბ. კლარკი-9), 3:3 სტეპანი-10 (დუბინსკი-14, გილროი-4).

ბულიტები გაიტანეს: კრისტენსენი (რეინჯერსი), ჰედმანი (ტამპა ბეი), ა. ჰოლი (ტამპა ბეი), ცუკარელო (რეინჯერსი), მელოუნი (ტამპა ბეი).

ვაშინგტონი-პიტსბურგი 2:3 (ბ)

0:1, 1:0, 1:1

გოლები: 0:1 კროსბი-29 (ლეტანგი-25, მალკინი-19), 1:1 მ. გრინი-6 (სიომინი-16, ბექსტრიომი-24), 1:2 კუნიტცი-9 (კროსბი-31, მარტინი-12), 2:2 ნუბლი-8 (ლეიჩი-15).

ბულიტები გაიტანეს: ოვეჩკინი (ვაშინგტონი), ლეტანგი (პიტსბურგი), დუპუი (პიტსბურგი).

ნეშვილი-ოტავა 1:2

0:1, 1:1, 0:0

გოლები: 0:1 კოვალიოვი-8 (რეგინი-10), 0:2 ფოლინო-4 (მ. მიხალეკი-6, კუბა-4), 1:2 გოკი-7 (ფრანსონი-9).

სენტ ლუისი-დეტროიტი 4:3

3:1, 1:2, 0:0

გოლები: 1:0 ე. ჯონსონი-2 (სობოტკა-10, ბოიესი-10), 1:1 ფრანცენი-15 (ზეტერბერგი-25, რაფალსკი-22), 2:1 ბერგლუნდი-7 (სტინი-12, კრომბინი-5), 3:1 ბერგლუნდი-8 (კოლაიაკოვო-11, ბეკსი-18), 4:1 დ'აგოსტინი-8 (ბეკსი-19, ბრიუერი-3), 4:2 ლიდსტრიომი-9 (ზეტერბერგი-26, რაფალსკი-23), 4:3 ივსი-8 (ჰელმი-7, დრეიპერი-1).

დალასი-კალგარი 2:3 (ბ)

1:1, 0:0, 1:1, 0:0

გოლები: 0:1 ბაბჩუკი-5 (ბოუმისტერი-9, ბ. მორისონი-15), 1:1 რიბეირო-6 (ლ. ერიქსონი-22, ბ. რიჩარდსი-24), 2:1 მოროუ-13 (რიბეირო-23, ბენი-12), 2:2 ტანგეი-10 (იგინლა-19, ბურკი-12).

ბულიტები გაიტანეს: ტანგეი (კალგარი).

კოლორადო-მინესოტა 1:3

1:2, 0:1, 0:0

გოლები: 0:1 კულენი-7 (კლატერბეკი-5), 1:1 დ. ჯონსი-12 (იიპი-7, ჰანვიკი-4), 1:2 კულენი-8 (ჟიდლიცკი-14), 1:3 ბრუნეტი-7 (კულენი-14, მიეტინენი-9).

ლოს ანჯელესი-ედმონტონი 3:2 (ბ)

0:0, 1:1, 1:1, 0:0

გოლები: 0:1 ტ. ჰოლი-11 (სემ განიე-14, რაიან უიტნი-25), 1:1 ჯასტინ უილიამსი-13 (ჰანძუში-8, ჯ. ჯონსონი-19), 1:2 ჟაკი-1 (პეკჰემი-5, სტორტინი-3), 2:2 ჯ. ჯონსონი-3 (სიმონდსი-7).

ბულიტები გაიტანეს: ებერლე (ედმონტონი), დ. ბრაუნი (ლოს ანჯელესი), სტოლი (ლოს ანჯელესი).

სან ხოსე-ფინიქსი 4:1

0:0, 2:1, 2:0

გოლები: 0:1 რეი უიტნი-5 (იენდლი-17, დოუნი-12), 1:1 დ. ბოილი-5 (მარლო-15, პაველსკი-17), 2:1 ჯ. ტორნტონი-8 (ჰიტლი-18, პაველსკი-18), 3:1 მარლო-12 (ჯ. ტორნტონი-23, დ. მიურეი-5), 4:1 მარლო-13 (ჯ. ტორნტონი-24, დემერსი-9).

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა