NBA: გუშინ "ჯადოქრებმა" გულშემატკივრებს საშობაო საჩუქრად ჩემპიონატის საუკეთესო გუნდთან - "სან ანტონიო სპურსთან" გამარჯვება მიართვეს

როგორც იქნა ათამაშდა "ორლანდო მეჯიქი"! გუშინ "ჯადოქრები" სერიოზულად იყვნენ განწყობილი საბრძოლველად და საკუთარ გულშემატკივრებს საშობაო საჩუქრად თვით რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო გუნდთან - "სან ანტონიო სპურსთან" გამარჯვება მიართვეს. სამი მატჩი დასჭირდათ "ორლანდოს" ახალწვეულებს - ჯეისონ რიჩარდსონს, გილბერტ არენასსა და ჰედო თურქოგლუს მიზნის გასასწორებლად და როგორც კი ეს მოახერხეს, წარმატება მაშინვე მოვიდა. "სან ანტონიომ" მეტოქის შეტევებს მხოლოდ პირველი მეოთხედი გაუძლო და დიდ შესვენებამდე ტეხასელები უკვე ვეღარ ასწრებდნენ "მეჯიქის" სნაიპერთა დაწევას. სწორედ ამით იყო გამოწვეული დიდი ანგარიშით მარცხი.

მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი დუაიტ ჰოვარდი გახდა, რომელიც იმ დღეს შეუჩერებელი იყო - "სუპერმენმა" თამაშიდან 13-ჯერ ისროლა და 11 ბურთი მოათავსა კალათში. რა თქმა უნდა, ასეთი თამაში და "სპურსის" დამარცხება "მეჯიქის" გულშემატკივრებს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს, ისიც ცხადი იყო, რომ "სან ანტონიო" სათანადოდ ვერ განეწყო ამ მატჩისთვის, თორემ როდის ყოფილა, რომ გრეგ პოპოვიჩის გუნდი ყოველ მეორე ტყორცნას უშვებდა საკუთარ ფარში. ამიტომაც, "ორლანდოს" რეალურ შესაძლებლობებს საშობაო შეხვედრა გვიჩვენებს - "ჯადოქრები" აღმოსავლეთის ლიდერ "ბოსტონ სელტიქსს" შეხვდებიან, რომელსაც ზედიზედ 14 მოგება აქვს.

იგივეს თქმა შეიძლება "მაიამი ჰიტზე" - ეს გუნდი ორ დღეში კალიფორნიას ეწვევა და მოქმედ ჩემპიონ "ლეიკერსს" შეხვდება. მანამდე კი ფლორიდელებმა დუეინ უეიდის გარეშეც უპრობლემოდ დაამარცხეს სტუმრად "ფინიქს სანზი". ამისთვის საკმარისი აღმოჩნდა ლებრონის მორიგი შედეგიანი თამაში და კრის ბოშის ორმაგი დუბლი. შეხვედრის შუაში "მაიამის" გაქცევის შემდეგ, მეოთხე მეოთხედი ფორმალობად იქცა.

რაც შეეხება "ფინიქსს", "ორლანდოს" მსგავსად მასაც აქვს ახალბედების ადაპტაციის პრობლემა. ასეთი დაბალშედეგიანი "სანზი" კარგა ხანია არ გვინახავს. როგორც ჩანს, შეტევაში უფრო თამამი უნდა ყოფილიყო სტივ ნეში, რადგან "ფინიქსში" ბურთის ჩამგდები არ ჩანდა. გამონაკლისი მხოლოდ ჯარედ დადლია, რომელმაც 33 ქულა (თამაშიდან - 11/16, საჯარიმოდან - 4/6) დააგროვა.

რაც შეეხება დღის მესამე შეხვედრას, იქ კვლავ გააკვირვა საზოგადოება 165 სანტიმეტრი სიმაღლის მცველმა ირლ ბოიკინსმა.

ტრავმირებული ბრენდონ ჯენინგსის არყოფნაში ვეტერანმა ისევ იტვირთა "მილუოკიში" ლიდერის როლი და თავის გუნდს გაამარჯვებინა, არადა თამაშის დამთავრებამდე რვა წუთით ადრე "ირმები" 69:75-ს აგებდნენ. ბოიკინსმა თავისი 19 ქულიდან ცხრა ბოლო მეოთხედში დააგროვა. შეგახსენებთ, რომ ორი დღით ადრე მინიატურულმა მცველმა 22 ქულა ჩაუგდო მოქმედ ჩემპიონ "ლეიკერსს".

"მილუოკის" გამარჯვებას ხელი შეუწყო "საკრამენტოს" საშინელმა თამაშმა - ამ გუნდმა 25 შეცდომა დაუშვა და ტყორცნების მხოლოდ 36 პროცენტი გამოიყენა.

ახლა NBA ერთდღიან საშობაო არდადეგებს იღებს, რის შემდეგაც ნამდვილი შოუ გველოდება "ლეიკერსი"-"მაიამის" შეხვედრის სახით.

ორლანდო-სან ანტონიო 123:101

28:26, 34:27, 35:23, 26:25

ო: ჰოვარდი (29+14 მოხსნა), ბასი (17+6 მოხსნა), რედიკი (17), რიჩარდსონი (15), რენასი (14+9 პასი+6 მოხსნა), თურქოგლუ (11+6 პასი), ანდერსონი (10).

ს-ა: პარკერი (16), ნილი (16), დანკანი (12+6 მოხსნა), სპლიტერი (11+5 მოხსნა), ჯინობილი (10+6 პასი+5 მოხსნა), ჯეფერსონი (10+6 მოხსნა), ბონერი (10+6 მოხსნა), ბლეირი (10+5 მოხსნა).

საკრამენტო-მილუოკი 79:84

25:24, 14:19, 25:19, 15:22

ს: უდრიხი (17+7 მოხსნა+5 პასი), დალემბერი (13+12 მოხსნა), ლენდრი (9+12 მოხსნა).

მ: ბოიკინსი (19), ბოგუტი (15+13 მოხსნა), დულინგი (14+5 პასი), სალმონსი (12+6 პასი).

ფინიქსი-მაიამი 83:95

22:19, 17:26, 20:27, 24:23

ფ: დადლი (33+12 მოხსნა), ფრაი (14+6 მოხსნა), ლოპესი (12+5 მოხსნა), ნეში (4+18 პასი).

მ: ჯეიმსი (36+6 მოხსნა), ბოში (23+11 მოხსნა), აროიო (11), ჩალმერსი (11).

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...