საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მცველი საბა კვირკველია ახალი სეზონიდან ყაზანის "რუბინში" ივარჯიშებს

საბა კვირკველია ახალი სეზონიდან ყაზანის "რუბინში" ივარჯიშებს. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური მცველი ერთი წელი რუსეთის ჩემპიონ პეტერბურგის "ზენიტში" ვარჯიშობდა და დუბლებში თამაშობდა, სეზონის დასრულების შემდეგ კი მერაბ ჟორდანიას "ვიტესსა" და ყაზანის "რუბინში" მიიწვიეს.

საბა დაინტერესებულ კლუბებთან მენეჯერ რევაზ ჩელებაძის მოლაპარაკებების დასრულებას ელოდა და საბოლოო გადაწყვეტილება, რომ მოსამზადებელ ეტაპს ყაზანის "რუბინში" დაიწყებს, "ლელოს" გაუმხილა.

"ჩელებაძე დამიკავშირდა და მითხრა, რომ ყაზანის "რუბინს" მოელაპარაკა და 5 იანვარს კლუბს ან ანთალიაში წავყვები, ან ყაზანში ჩავალ და იქ ვივარჯიშებ. გააჩნია, სად დაიწყებს გუნდი მომზადებას. ახლა კი თბილისში ფორმის შესანარჩუნებლად ინდივიდუალურად ვემზადები, ახალი წლის დღეებში კი ქობულეთში ზღვის პირას ერთი კვირა ვივარჯიშებ", - გვითხრა კვირკველიამ და დააკონკრეტა, რომ "რუბინის" ძირითად შემადგენლობასთან ერთად მოემზადება და არა დუბლებთან.

აღსანიშნავია, რომ ეს არ იქნება გასინჯვა:"ჩემს გამგზავრებას სინჯებსაც არ დავარქმევ, რადგან ბერდიევის მოწონება "ზენიტი"-"რუბინის" დუბლების მატჩისას დავიმსახურე, რომლის შემდეგაც თავად დამიკავშირდა და ყაზანში გადასვლა შემომთავაზა. ალბათ, კონტრაქტის ამბავი შეკრების შემდეგ, თებერვლისთვის გადაწყდება. დღევანდელი გადასახედიდან კი, ხელშეკრულების გაფორმების შანსი 60/40-ზეა".

რატომ გამოირიცხა პეტერბურგის "ზენიტი" და "ვიტესი"? კვირკველია ამბობს, რომ კლუბებთან დალაპარაკების შემდეგ მენეჯერმა მისთვის უკეთესი ვარიანტი შეარჩია. მართალია, "ზენიტი" რუსეთის უმდიდრესი კლუბია და პრემიერლიგის ჩემპიონიც გახდა, მაგრამ კვირკველიას წამოსვლის მიზეზი ჰქონდა - მას პეტერბურგელთა ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი არ მისცეს და ამიტომაც ამჯობინა"რუბინი", სადაც მთავარ მწვრთნელ ყურბან ბერდიევს მოსწონს და ძირითადში მოხვედრით აიმედებს.

მოკლედ, ყაზანის "რუბინში" ერთ კვირკველიას (დავითს) მეორე (საბა) შეცვლის. იმედია, უფრო გამოცდილი მოგვარისგან განსხვავებით, საბა მაინც მოახერხებს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა