ზაპოროჟიეს "მეტალურგის" თავდამსხმელი ფიქრობს, რომ ქართულ გუნდში თამაშით, ნაკრებში მეტი შანსი მიეცემა

ჩეხეთის "პლზენსა" და "კლადნოში" თამაშის შემდეგ დიმიტრი ტატანაშვილი უკრაინულ პრემიერლიგაში გამოჩნდა. 27 წლის თავდამსხმელმა ზაპოროჟიეს "მეტალურგში" თამაშისას ორი გოლი გაიტანა. ტრავმის შემდეგ ტატანაშვილი ისევ მწყობრშია, თუმცა მისი "მეტალურგი" აუტსაიდერია და შესაძლოა, მან კვლავ შეიცვალოს გუნდი. მით უმეტეს, ვარიანტებიც აქვს. ტატანაშვილი ამჟამად თბილისშია და არჩევანის წინაშეა. ამასთან, ნაკრებში თამაშსაც უმიზნებს.

- ჩეხეთში თამაშის შემდეგ უკრაინულ პრემიერლიგაზე არცთუ ურიგო შთაბეჭდილება შემექმნა, კარგი დონის ჩემპიონატია. თუმცა ჩემი გუნდის, ზაპოროჟიეს "მეტალურის" შედეგებზე კარგს ნამდვილად ვერ ვიტყვი. მეორე წრის ოთხი მატჩი უკვე ვითამაშეთ და სეზონის დასრულებამდე 11 ტურით ადრე ბოლო ადგილზე ვართ. ცხრილში უახლოეს მეზობლებს, "სევასტოპოლს", "ილიჩევეცს" და "კრივბასს", შესაბამისად, ოთხი და რვა-რვა ქულით ჩამოვრჩებით. ასე რომ, პრემიერლიგაში დარჩენისთვის დიდი ბრძოლა მოგვიწევს.

- უკრაინის პრემიერლიგაში სადებიუტო სეზონი გაქვთ. საკუთარი თამაშით რამდენად კმაყოფილი ხართ?

- ტრავმებმა შემიშალა ხელი და 19 მატჩიდან, მხოლოდ ათში ვითამაშე. თითო ბურთი გავიტანე ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში. აშკარად მეტის გატანა შემეძლო, მაგრამ ტრავმებმა არ მომცა საშუალება. ჩემპიონატის ერთი გოლი კი დონეცკის "მეტალურგს" მე-18 წუთზე გავუტანე. იმ თამაშს ვიგებდით, მაგრამ საბოლოოდ 1:2 წავაგეთ.

- თასის მერვედფინალში ზაპოროჟიელები თქვენი გოლით გავიდნენ, თანაც გიორგი გაბედავას "ილიჩევეცი" გამოთიშეთ გათამაშებიდან. თუმცა მერე დონეცკელებთან დამარცხდით.

- ის მატჩი 1:0 მოვიგეთ, მეტოქე გუნდში გიორგი გაბედავა თამაშობდა, ორივე გუნდის კარს ქართველები ვუტევდით. გაბედავასაც ჰქონდა გატანის შანსი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩემი გოლი ერთადერთი აღმოჩნდა იმ შეხვედრაში.

- რა ამპლუაში გათამაშებდნენ - ცენტრფორვარდად ფლანგზე?

- ცენტრალურ თავდამსხმელად, უმეტესად ერთი ფორვარდით გვიწევდა თამაში. მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ ლუტკოვმა კარგად შეისწავლა ჩემი თამაში და მენდობოდა კიდეც.

- თქვენი კონტრაქტის ფორმულირება ასეთია - ექვსი თვე პლუს ორნახევარი წელიწადი. სწორედ ზამთრის შესვენებისას უნდა გადაწყვიტოთ, დარჩებით თუ არა ზაპოროჟიეს "მეტალურგში. რას აპირებთ?

- მართალია, მოსამზადებელი შეკრების დაწყებამდე უნდა გადავწყვიტო, დავრჩები თუ წავალ. ზამთრის არდადეგებია, სამშობლოში ვარ, ჯერ კიდევ ვფიქრობ, გადაწყვეტილება არ მიმიღია. დრო კიდევ მაქვს და არ მინდა, ვიჩქარო.

- რადგან ფიქრობთ ესე იგი, წინადადებებიც გაქვთ. რომელი კლუბებიდან?

- დასამალი არაფერია, ჩემს მიმართ მართლაც არის ინტერესი უკრაინის, ჩეხეთის, პოლონეთის, აზერბაიჯანის კლუბებიდან.

- გავიგეთ, რომ უკრაინაში "სევასტოპოლსა" და "ზარიას" სურთ თქვენი დამატება. სხვა რომელი გუნდებია?

- ამ ორი კლუბის გარდა, "ტავრიაც" არის ჩემით დაინტერესებული. სხვა გუნდებს ჯერ ვერ დავაკონკრეტებ.

- გავიგეთ ისიც, რომ ქართული კლუბებიდანაც შეგეხმიანენ.

- ესეც მართალია, ეს გუნდები ცხრილის სათავეში არიან, ჯერჯერობით მეტს ვერაფერს გეტყვით.

- ანუ საქართველოში დაბრუნებასაც არ გამორიცხავთ?

- ამ ბოლო ხანს ჩემზე უკეთესი ფეხბურთელები დაბრუნდნენ საქართველოს ჩემპიონატში და ჩემი აქ თამაშიც არ უნდა იყოს გასაკვირი. მით უმეტეს, ჩემი მიზანი მხოლოდ კლუბში თამაში არ არის. ეროვნულ გუნდში ორი მატჩი ვითამაშე და მინდა, ჩემით ნაკრების მწვრთნელებიც დავაინტერესო. თანაც, ვიცი, რომ თემურ ქეცბაია საქართველოს ჩემპიონატის მატჩებსაც ხშირად ესწრება და ქართული კლუბებიდან ეროვნულში არაერთი ფეხბურთელი გამოიძახა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, აქ მოთამაშე ფეხბურთელებს მეტი ინტერესი ექნებათ და ჩვენი ჩემპიონატის დონეც ამაღლდება

- ეროვნულში ნათამაშები ორი მატჩი გაიხსენეთ.

- ორივე თამაში ერთნაირი ანგარიშით, 1:1 დამთავრდა - უკრაინასთან თბილისში და ამხანაგური მატჩი აზერბაიჯანთან სტუმრად. ბაქოში გოლი გავიტანე. ორ თამაშში ერთი ბურთი, ცუდი შედეგი არ არის, მაგრამ მას მერე ეროვნულში აღარ მიძახებდნენ, რაც დღემდე ვერ ამიხსნია.

- საბოლოოდ უფრო რომლისკენ იხრებით, რომელიმე ქართულ გუნდში გიხილავთ თუ ისევ ლეგიონერის ამპლუაში?

- ვნახოთ, რამდენად რეალურია ჩვენი გუნდების ინტერესი. რა თქმა უნდა, უცხოეთში, მაღალ დონეზე თამაში უკეთესია, მაგრამ ქართული კლუბების წინადადებებსაც სერიოზულად განვიხილავ. ვფიქრობ, ლიდერ ქართულ გუნდში შედეგიანი თამაშით, ეროვნულ ნაკრებში გამოძახების მეტი შანსი მექნება.

- ზაპოროჟიელებთან კონტრაქტის პირობები როგორია - უსასყიდლოდ დაგთმობენ?

- ხელშეკრულების მიხედვით, ჩემი გადასაწყვეტია, ზაპოროჟიელთა გუნდში დავრჩები თუ არა. თუკი წასვლას მოვინდომებ, ვფიქრობ, კლუბთან მოლაპარაკებით, ისიც შესაძლებელი იქნება, რომ თანხის გადაუხდელად გადავიდე სხვა გუნდში.

- საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დრო როდემდე გაქვთ?

- სამ იანვარს ზაპოროჟიეში ვიკრიბებით, ხუთიდან კი მოსამზადებელ შეკრებას დავიწყებთ. ასე რომ, მანამდე უნდა გადავწყვიტო, "მეტალურგში" დავრჩები თუ სხვა გუნდში გადავალ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა