სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ყრილობა გაიმართა

გუშინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის სააქტო დარბაზში საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ყრილობა გაიმართა. განვლილ ოთხ წელიწადში გაწეული მუშაობის შესახებ მოხსენებით გამოვიდა ფედერაციის გენერალური მდივანი რამაზ გურგენიძე, რომელმაც დელეგატებს წარმატებებთან ერთად ხარვეზების გამოსწორების გზები და მომავალი ოთხწლიანი სამუშაო გეგმის კონტურებიც გააცნო.

მძლეოსნობის ფედერაციის მუშაობაზე ილაპარაკეს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა გიორგი ასანიძემ, სპორტის დეპარტამენტის უფროსმა გია გალდავამ, აჭარის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ მიქელაძემ, საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვანო გრიქუროვმა. დელეგატებმა ფედერაციის პრეზიდენტობა მომავალი ოთხწლიანი ვადით ისევ დავით ბეჟუაშვილს ანდეს. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებსა და გენერალურ მდივანს ნაახალწლევს გამგეობის სხდომაზე აირჩევენ. ყრილობაზე სპორტსმენებსა და მწვრთნელებს (სულ 15 კაცს) ფულადი პრიზები გადაეცათ.

გიორგი ასანიძე: "საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ განვლილ საანგარიშო პერიოდში ნაყოფიერად იმუშავა. განსაკუთრებით საამაყოდ გვაქვს საქმე ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში. საგულისხმოა ისიც, რომ წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე ლონდონის ოლიმპიადისთვის სამი საგზურისთვის საკმარისი ქულები მოვაგროვეთ, თუმცა გაისად მსგავს შეჯიბრებაზე მისი განმტკიცება მოგვიწევს.

დავსახეთ სამომავლოდ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზები. კერძოდ, გაისად დამთავრდება ქუთაისისა და საჩხერის ძალოსნობის დარბაზების რეკონსტრუქცია. წყალტუბოში შენდება სპორტის სასახლე, სადაც საკმაოდ დიდი ფართობი გამოეყოფა ძალოსნობას. აჭარაშიც დაგეგმილია ახალი დარბაზის მშენებლობა. როგორც წინა წლებში, ამ საქმეშიც სპორტის სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და ჩვენი პრეზიდენტის, დავით ბეჟუაშვილის დახმარებისა და თანადგომის იმედი გვაქვს. საგულისხმოა ისიც, რომ ფედერაციის ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტად გათვალიწინებულია სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, კახი კახიაშვილის არჩევა, ეროვნულ ნაკრებს კი 2011 წლიდან მთავარ მწვრთნელად ვანო გრიქუროვი დაუბრუნდება, რაც ჩვენი ნაკრების პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის".

მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა