სპორტკომპლექს "მართვეში" საქართველოს 2010 წლის ფალავნობაზე დიდი ორთაბრძოლები გაჩაღდა

გუშინ ნაძალადევში სპორტკომპლექს "მართვეში" დიდი ორთაბრძოლები იყო გაჩაღებული საქართველოს 2010 წლის ფალავნობაზე. 16 რჩეული მოჭიდავე გამოვიდა სარბიელზე.

მოტივაციაც დიდი იყო: გამარჯვებული ფალავანი-5000, ფინალისტი-3000 და ბრინჯაოს პრიზიორი 2000 ლარს იღებდა ჯილდოდ.

ქართული ჭიდაობის ფედერაციის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მაშინ, როცა ფალავნობის გამართვა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, მოკლე ხანში ყველა საორგანიზაციო საკითხი მოგვარდა და ასპარეზობაც დამაკმაყოფილებლად ჩატარდა.

მონაწილეთა შორის იყვნენ საქართველოს 2006, 2006 და 2009 წლის ფალავნები ზვიად ხანჯალიაშვილი, ლაშა გუჯეჯიანი და ადამ ოქრუაშვილი. ასეთი რამ იშვიათია ფალავნობის ისტორიაში.

სხვათა შორის, კიდევ ერთი ფალავანი, უფრო სწორედ ფალავნობის რეკორდსმენი, რვაგზის გამარჯვებული ალექსი დავითაშვილი, ამჯერად შუამავალი მსაჯის როლში მოგვევლინა.

ეს ფალავნობა ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის სულ ახლახან არჩეული ახალი პრეზიდენტის, თემურ გიორგაძისთვის პირველი შეჯიბრება იყო.

თბილისელთა გარდა სარბიელზე ვიხილეთ აჭარის, გორის, თელავის, ცაგერის, დედოფლისწყაროს, საჩხერის, მცხეთის და ქარელის წარმომადგენლები. უბრალოდ, ისმის კითხვა, რატომ არ ჩანდნენ სხვა რეგიონები?

ქებათა ქება მოქმედ ფალავანს, ანუ 2009 წლის აბსოლუტურ ჩემპიონს, ადამ ოქრუაშვილს, რომელიც შარშან დუშეთის, წლეულს კი მცხეთის სახელს იცავდა (ორივე რაიონი ხომ მცხეთა მთიანეთის რეგიონია).

ადამ ოქრუაშვილმა ყველა შეხვედრა დამაჯერებლად წარმართა, თუმცა ფეხის ტკივილის გამო მისი გამოსვლა ფალავნობაზე ცოტა საეჭვოც კი იყო.

ფინალში გასასვლელ ორთაბრძოლაში ოქრუაშვილი 2007 წლის საქართველოს ფალავანს, ლაშა გუჯეჯიანს (თბილისი) ხვდებოდა. ადამი იგებდა შეხვედრას, როცა მორიგი გდება შეასრულა და გუჯეჯიანმა მუხლის ტრავმის გამო ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ფინალში გადასასვლელ მეორე შეხვედრაში ზვიად ხანჯალიაშვილი (თელავი) ქარელელ სოსო მსხალაძეს დაუპირისპირდა. ოქრუაშვილის მსგავსად მსხალაძე წინა ფალავნობებზე, რომლის სამგზის პრიზიორიცაა, გორის სახელს იცავდა. სხვათა შორის, ქართულ ჭიდაობაში ხშირად იცვლიან გუნდებს და რაიონებს, რაც ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ეს მოჭიდავეები 2006 წელს ფალავნობის ფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მაშინაც და ახლაც 160 კილოგრამიანმა ხანჯალიაშვილმა 60 კილოგრამით მსუბუქ მსხალაძეს მოუგო.

მესამე ადგილისათვის აჭარის გუნდის წევრი ვახტანგ ზოიძე და თბილისელი თევდორე აბელაშვილი შეერკინენ, მართალია, აბელაშვილმა ტექნიკური ჭიდაობისათვის დიპლომი მიიღო, მაგრამ ვერაფერს გახდა ფიზიკურად ძალზე ძლიერ ზოიძესთან.

გადამწყვეტი ფინალური ორთაბრძოლა ერთობ თვალსასეირო და სანახაობრივად ეფექტური გამოდგა. ფინალი ხშირად დაძაბული და ილეთების კასკადით მცირეა, რასაც ვერ ვიტყოდით 2010 წლის ფინალურ ჭიდილში. ოქრუაშვილმა ძალზე ლამაზი და მძლავრი გდება შეასრულა, წმინდა გამარჯვებით შარშან პირველად მოპოვებული ფალავნობა წელს გააორა და ფალავნობა კიდევ ერთი წლით შეინარჩუნა.

საქართველოს ფალავნობა 2010 წელი.

1. ადამ ოქრუაშვილი (მცხეთა)

2. ზვიად ხანჯალიაშვილი (თელავი)

3. ვახტანგ ზოიძე (აჭარა).

თემურ გიორგაძე - ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი:

- ერთი კვირაა, რაც ქართულ ჭიდაობაში ფედერაციის პრეზიდენტად მოვედი. ამ ფალავნობის ორგანიზაციაში და მის შემჭიდროებულ დროში მოწყობაში შესაძლოა ხარვეზებიც იყო, მაგრამ შეცდომებს შემდეგში აუცილებლად გავითვალისწინებთ და გამოვასწორებთ. მოგეხსენებათ წელიწადი იწურებოდა და ფალავნობა უსათუოდ უნდა ჩაგვეტარებინა.

16 მონაწილე შესაძლოა არ იყოს ბევრი, მაგრამ აქედან მოჭიდავეები იყვნენ ძლიერები და სანახაობაც შესანიშნავი გამოდგა.

გაბრიელ ბარჯაძე

ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
2024 წლის 11 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში გაიმართა შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ასე აღნიშნა ლაშა ბექაურმა ტატო გრიგალაშვილის მსოფლიო ჩემპიონობა [VIDEO]
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"