საქართველოს ბერძენ-რომაელთა ნაკრების თავკაცმა განვლილ სეზონზე, ნაკრებზე, ლიდერებსა და მომავალ ტურნირებზე ისაუბრა

ბერძენ-რომაელთა საქართველოს ჩემპიონატით დასრულდა ქართველ მოჭიდავეთა წლევანდელი სეზონი. სამწუხაროდ, დასკვნითი შეჯიბრება ვერ გამოდგა მთლად უძლიერესი - მიზეზთა გამო, რამდენიმე ლიდერი დააკლდა. სამაგიეროდ, მათ არყოფნაში ახალგაზრდები გამოჩნდნენ, თუმცა იმათი მომზადება ჯერ კიდევ არაა სასურველ დონეზე.

რა ბედი ელით ნაკრების იმ ლიდერებს, რომლებიც ამჯერად ტურნირში ვერ თუ არ გამოვიდნენ - ექნებათ თუ არა მათ ჯერ მარტ-აპრილში, დორტმუნდში ევროპის პირველობაზე, მერე კი მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი, სადაც ოლიმპიადის ლიცენზიებიც თამაშდება; ვინ მოეწონა ამ ჩემპიონატში და რას ფიქრობს ახალგაზრდების გამოსვლაზე; როგორი გეგმით მოემზადება ნაკრები ევროპირველობისთვის და სად იასპარეზებს გაისად - ამ კითხვებზე საპასუხოდ ბერძენ-რომაელთა ნაკრების თავკაც ბეგი დარჩიას ვეწვიეთ.

- როგორ შეაფასებთ განვლილ ჩემპიონატს, დაინახეთ თუ არა სიახლეები?

- მთავარი სიახლე ის იყო, რომ გამოჩნდნენ კარგი ახალგაზრდები. მაგალითად, არჩილ თურმანიძე 66-ში, ზურაბ მაჭარაშვილი 55-ში, სანდრო დიხამინჯია 96-ში, რომელიც ჯერ მხოლოდ 18 წლისაა. ასევე კარგად იჭიდავა ვლადიმერ გეგეშიძემ 84-ში, ამავე წონაში დავით ჩაკვეტაძეც ძალიან მომეწონა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კარგი თაობა მოდის.

ტურნირს რაც შეეხება, კარგად იყო ორგანიზებული. ჭიდაობის ხარისხსაც არა უშავდა - საშუალოზე მაღალი იყო. მთლიანობაში შარშანდელ ჩემპიონატს სჯობდა წლევანდელი.

- ძველი ლიდერების გამოსვლაზე რას იტყვით?

- სამწუხაროდ, ტრავმების სერია არ დამთავრდა. ამ მიზეზით რამდენიმემ საერთოდ ვერ იჭიდავა, ხოლო ვინც გამოვიდა, ნორმალურად იასპარეზა. მათ აჩვენეს მომზადების ის დონე, რასაც მათგან ველოდებოდით. გული მხოლოდ ქუთაისელ გიორგი ცირეკიძეზე დამწყდა 74-ში, რომელიც ამჯერად სამეულშიც ვერ მოხვდა. ის მშრომელი ბიჭია, ჭკვიანი სპორტსმენი, მაგრამ წონაში ბევრის დაკლება მოუწია და ამან არ მისცა წარმატებით გამოსვლის საშუალება.

- ვინც ამჯერად არ გამოვიდა ჩემპიონატში, მათ ექნებათ ევროპაზე მოხვედრის შანსი?

- ნუ გავასწრებთ მოვლენებს. საპატიო მიზეზებიც იყო - რეალურად აწუხებდათ ტრავმები. მაგალითად, სოსო ჯაბიძეს (96) ფეხი სტკივა, მანუჩარ კვირკველიას (74) - შინაგანი სნეულებები აწუხებდა. ამიტომ, ვფიქრობ, შანსი უნდა მივცეთ და ისინიც უნდა ჩაერთონ ოლიმპიადაზე მოსახვედრ კონკურენციაში. თუმცა ამაზე მწვრთნელთა საბჭო იმსჯელებს, ხოლო თუ ნებას არ დართავს, მაშინ მათ კარტოზიას ტურნირამდე მოუწევთ დაცდა. ის იქნება გადამწყვეტი შეჯიბრება მსოფლიოს პირველობისთვის, იქ კი ოლიმპიადის ლიცენზიები გაიცემა.

- მოთხოვთ თუ არა მათ კატეგორიულად იგივე კარტოზიაზე ან სხვა შეჯიბრებებში თავიანთ წონებში ჭიდაობას?

- თუ ლიდერს არ ჰყავს რეალური კონკურენტი და ბევრს იკლებს, მწვრთნელებს შეგვიძლია, არ დავაკლებინოთ და ზედა წონაში ვაჭიდაოთ. მაგრამ თუ დიდი კონკურენციაა, მაშინ ყველა თავის წონაში იასპარეზებს.

- ამ ჩემპიონატში გამარჯვებულ ახალგაზრდა ფალავნებს ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის რა შანსი აქვთ?

- გარანტირებული ჯერ არაფერია. მათ უცხოურ შეჯიბრებებშიც უნდა დაგვანახონ, რომ საზღვარგარეთაც შეუძლიათ ჭიდაობა. ვისაც პირველი ან მეორე წრის იქით წასვლა არ შეუძლია, მას მსოფლიოზე ან ოლიმპიადაზე რა ესაქმება? ამიტომ უცხოეთშიც უნდა დაამტკიცონ თავისი.

- მანუჩარ ცხადაიას 74-ში გადასვლას როგორ აფასებთ, მიესალმებით ამას? როგორი შანსი ექნება იქ?

- ამ საკითხის გადაწყვეტას გარკვეულ შეჯიბრებებში მონაწილეობა სჭირდება, რათა დავინახოთ, როგორ იჭიდავებს აქ და შევაფასოთ მისი ეს ნაბიჯი. ზეპირად თქმა ძნელია, ყველაფერი შეჯიბრებებში გამოცდის შემდეგ გადაწყდება.

- სად მიეცემა მას ამის შესაძლებლობა ანუ ნაკრები რომელ ტურნირებში გეგმავს გამოსვლას?

- მომავალ სეზონს იანვრის ბოლოს დავიწყებთ, ნაკრები ორ ჯგუფად გამოვა თურქეთსა და საფრანგეთში. ორივე შეჯიბრება 29-30 იანვარს ტარდება. თურქეთში ვები ემრეს მემორიალია სტამბოლში, საფრანგეთში კი კრეტეიში ტარდება ტრადიციულად ძლიერი საერთაშორისო ტურნირები. ორივეგან სისტემატურად გამოვდივართ და კანდიდატთა შემოწმების ასეთ კარგ შანსს არც ახლა გავუშვებთ ხელიდან. მით უფრო, აშკარად იგრძნობა, რომ სპორტსმენებს აკლიათ სტარტები. მინსკში კი გვქონდა კარგი შეჯიბრება, მაგრამ იქ ყველას არ უჭიდავია, რადგან გუნდური ტურნირი იყო და დებულებიდან გამომდინარე რაოდენობაში შეზღუდული ვიყავით. ამიტომ თურქეთსა და საფრანგეთში წონაში ორ-ორ კაცს გამოვიყვანთ, თუმცა ზოგან შეიძლება სამიც წავიყვანოთ. ერთი სიტყვით, ყველას გამოვცდით.

გაისად არ ვიასპარეზებთ უნგრეთში, სადაც ბოლო წლებში სომბათჰეიში სისტემატურად ჩავდიოდით. წლეულს ის მარტში ტარდება და ვინაიდან ევროპის ჩემპიონატიც მარტის ბოლოსაა, მზადების გრაფიკიდან გამომდინარე, ხელს არ გვაძლევს, ამიტომ ვიუარეთ იქ წასვლა და მის ნაცვლად უფრო ადრე - 25-27 თებერვალს ბულგარეთში ნიკოლა პეტროვის მემორიალში ვიჭიდავებთ, რომელიც ევროპის პირველობისთვის დასკვნითი შეჯიბრება იქნება. იმ ტურნირისთვის მზადების გეგმაში შეკრებებიც გვაქვს. პირველს 17 იანვარს დავიწყებთ დუშეთში, თებერვლის ბოლოს კი სომხეთში, წახკაძორში ფიზმომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებას გავივლით, ბულგარეთის შემდეგ კი მინსკშიც გვინდა ერთობლივ შეკრებაზე წასვლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
U21. საქართველოს ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფარერებთან თითქმის მოგებული მატჩი წააგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად