სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი რამაზ გოგლიძე დიდი ბრიტანეთის ეოკ-ის ლორდ კოლინ მოინიჰემის მიწვევით ლონდონს სტუმრობდნენ

თვალის დახამხამებაში გაირბენს წელიწადნახევარიც და ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიც კარს მოგვადგება.

მომავალი წელწადი ლიცენზიების მოსაპოვებლად ქართველი სპორტსმენებისთვის გარდამტეხი იქნება, მზადების პერიოდში კი ბევრი რამ გასათვალისწინებელია.

ამ დღეებში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი რამაზ გოგლიძე დიდი ბრიტანეთის ეოკ-ის ლორდ კოლინ მოინიჰემისა და "ლონდონი 2012"-ის საორგანიზაციო კომიტეტის (LOGOG) მიწვევით ინგლისის დედაქალაქს სტუმრობდნენ. ქართული მხარე გულდასმით გაეცნო LOGOG-ის საქმიანობას და გაიზიარა ის გამოცდილება, რაც სამომავლოდ "თბილისი 2015"-ის მზადების პროცესში გამოგვადგება, დაათვალიერეს სპორტული ობიექტები, მოინახულეს ოლიმპიური სოფელი, სადაც ჯერ კიდევ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ქართული მხარე შეხვდა "ლონდონი 2012"-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელებსა და თამაშების ყველა მიმართულების კოორდინატორს (ტრანსპორტირება, უსაფრთხოება, ბილეთების გავრცელება, საცხოვრებელი, კვება, ოლიმპიური სოფელი, სამედიცინო მომსახურება და ა.შ.).

გია ნაცვლიშვილმა და მისმა ბრიტანელმა კოლეგამ განიხილეს ორი ქვეყნის ეოკ-ებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხი და შეთანხმდნენ, რომ მემორანდუმს ხელი გაისად გაზაფხულზე თბილისში მოეწერება, საქართველოს დედაქალაქში კოლინ მოინიჰემთან ერთად LOGOG-ის წარმომადგენლების სტუმრობისას. ლორდმა კიდევ ერთხელ აღუთქვა სეოკ-ს მხარდაჭერა და გულითადად მიულოცა 2015 წელს თბილისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების უფლების მოპოვება. მისი თქმით, ევროპაში ცოტას თუ სჯეროდა, რომ "თბილისი 2015"-ის პროექტი გაამართლებდა, მაგრამ დედაქალაქის მერიისა და სეოკ-ის საქმისადმი პროფესიულმა მიდგომამ და სკურპულოზურმა მუშაობამ ევროპის ქვეყნების უმეტესობას აზრი შეაცვლევინა და საქართველოს დედაქალაქსაც ეს პატივი დამსახურებულად ერგო. ლორდმა, როგორც ევროპის ოლიმპიური კომიტეტების აღმასკომის წევრმა, კიდევ ერთხელ გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა, რომ მომავალშიც სეოკ-ის გვერდით იქნება ოლიმპიური პრინციპებისა და იდეალების განმტკიცების საქმეში.

ბოლოს, მკითხველის ყურადღებას ერთ მნიშვნელოვან დეტალზეც შევაჩერებთ. ქართულმა დელეგაციამ ლონდონის ცენტრში შეარჩია შენობა, სადაც ოლიმპიური თამაშების მსვლელობის პერიოდში იფუნქციონირებს "ქართული სახლი" და ლონდონელებსა თუ ოლიმპიადის სტუმრებს, ტურისტებს საშუალება ექნებათ უფრო ახლოს გაეცნონ ქართულ კულტურას, ხელოვნებას, ისტორიას, სპორტს, სამზარეულოს, ღვინოს, ჩვენი ქვეყნის წარსულსა და აწმყოს...

სეოკ-ის პრესსამსახური

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"