ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჰიტცფელდი: ბაიერნს ვან ბომელი სჭირდება!

ჰიტცფელდი: ბაიერნს ვან ბომელი სჭირდება!

მიუნხენელებმა ავსტრიელი ტალანტი იყიდეს

დიდი ხანია, ოტმარ ჰიტცფელდი „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი აღარ არის, მაგრამ მის აზრს მიუნხენურ კლუბში დღესაც უდიდეს პატივს სცემენ. „გენერალი“ რეკორდმაისტერს ამჯერად მარკ ვან ბომელის შენარჩუნებას ურჩევს, რადგან მიაჩნია, რომ „ბაიერნს“ ჰოლანდიელი ძალიან სჭირდება და რომ მისი ახლავე გასხვისება, ან ზაფხულში გაშვება მცდარი ნაბიჯი იქნება.

„მარკ ვან ბომელი არის ფეხბურთელი, რომელიც „ბაიერნისთვის“ აბსოლუტურად ყველაფრის გარანტიაა. პირდაპირ ვიტყვი: ასეთ ფეხბურთელზე ნებისმიერი მწვრთნელი ოცნებობს, ან, უფრო სწორად, უნდა ოცნებობდეს. ვფიქრობ, მიუნხენურ კლუბს ვან ბომელი ჯერ კიდევ ძალიან სჭირდება და ასე იქნება 2012 წლის ზაფხულამდე. ასე რომ, მე თუ მკითხავთ, ბავარიელებმა მარკს ორწლიანი კონტრაქტი უნდა გაუფორმონ“, - ამბობს ჰიტცფელდი და აქვე შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი“ ვან ბომელს მხოლოდ ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობს, რაზეც ჰოლანდიელი უარს აცხადებს, რადგან უნდა, რომ დღესვე იცოდეს, სად ითამაშებს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის სეზონში.

ვან ბომელით არაერთ ინგლისურ კლუბთან ერთად, სერიოზულად დაინტერესებულია გერმანიის ექს-ჩემპიონი „ვოლფსბურგიც“ და როგორც ფეხბურთელის აგენტი აცხადებს, მარკის ყიდვა კიდევ რამდენიმე გერმანულ კლუბსაც უნდა. თვითონ ვან ბომელმა კი გუშინწინ „კიკერს“ განუცხადა, დღევანდელი გადასახედიდან საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ზაფხულამდე მიუნხენში ვრჩებიო.

ჰიტცფელდი ფიქრობს, რომ მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარი „ბაიერნისთვის“ საკმაოდ რთული იქნება. „ლუის ვან გაალს მეორე წრეში სტაბილურობის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება, რადგან სამ ფრონტზე წარმატებით ბრძოლა ძნელია. პირველ წრეში ჩემპიონთა ლიგაში და გერმანიის თასზე გუნდი კარგად გამოიყურებოდა, ბუნდესლიგაში მოლოდინი არ გაამართლა. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ „ბაიერნისთვის“ სამ ფრონტზე ერთდროულად ბრძოლა განსაკუთრებულ მიდგომას და კონცენტრაციას მოითხოვს“, - აცხადებს ოტმარი.

„სქაი სპორტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ჰიტცფელდმა ბუნდესლიგაში დაბრუნება კატეგორიულად გამორიცხა - გადაწყვეტილება უკვე მივიღე და აღარ შევცვლიო. მოგეხსენებათ, 61 წლის ჰიტცფელდი შვეიცარიის ნაკრების თავკაცია და საკლუბო ფეხბურთში დაბრუნებას აღარ აპირებს, რადგან ნაკრების თავკაცის რანგში თავს ძალიან მშვიდად გრძნობს, რაც მისი ასაკის სპეციალისტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია.

ტალანტები ავსტრიიდან

დავიდ ალაბას „ბაიერნის“ (და არა მარტო „ბაიერნის“) ნებისმიერი ქომაგი კარგად იცნობს. რეკორდმაისტერის ქართველი ფანები, სავარაუდოდ, კრისტოფ კნასმიულნერსაც იცნობენ, მაგრამ კევინ ფრიზენბიხლერის, დომინიკ ტრაუნმიულერისა და დომინიკ ბურუსიჩის გვარები არასდროს ექნებათ გაგონილი. არადა, ეს მიუნხენური კლუბის მომავალია! რეკორდმაისტერმა ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ფეხბურთელი ავსტრიიდან გადაიბირა. ბავარიელებმა ამ დღეებში ავსტრიიდან კიდევ ერთი ტრანსფერი სრულყვეს - 16 უნიჭიერესი შემტევი ნახევარმცველი ილი სალაჰი კარიერას „ბაიერნში“ გააგრძელებს. ავსტრიელი ტალანტი მიუნხენში „სუპერფუნდიდან“ გადავიდა და კონტრაქტი 2016 წლამდე გააფორმა. ეს საარენდო ხელშეკრულებაა, მაგრამ მოწონების შემთხვევაში, „ბაიერნს“ მისი შესყიდვის უპირატესი უფლება აქვს. სალაჰი წარმოშობით კოსოვოდანაა, ისე კი ავსტრიის მოქალაქე გახლავთ და მას ავსტრიული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევენ.

[VIDEO] "ბაიერნმა" გერმანიის თასი მოიგო - ჰიონესს მოურინიოს სტუმრობა არ ესიამოვნა

უკრაინის ნაკრების მცველი ბუნდესლიგის გუნდში გადადის

ნოიერი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს და შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზეც ვიხილოთ

"ბეშიქთაში", რომელსაც დავითაშვილს უკავშირებენ, იტალიანოს ჩააბარეს

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ

ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს

ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა

BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს

რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა

პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!

ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია

ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?

"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა

"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ

"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს

კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ

ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა

U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში

არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს

[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?

მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად