ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ფუტსალის ნაკრების მწვრთნელი გაათავისუფლეს

ფუტსალის ნაკრების მწვრთნელი გაათავისუფლეს

ავთანდილ ასათიანი, რომლის ხელმძღვანელობით ნაკრებმა პროგრესს მიაღწია, თვლის, რომ ამას არ იმსახურებდა
ავთანდილ ასათიანი საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელობიდან გაათავისუფლეს. ასათიანი, რომლის ხელმძღვანელობით ბოლო წლებში ფუტსალის ნაკრებმა ყველაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თვლის, რომ ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებდა და საკმაოდ მწვავე განცხადებებს აკეთებს:

- თანამდებობებზე გართულება არასდროს მქონია, არც ფუტსალის ნაკრების მწვრთნელობა ყოფილა ჩემი თვითმიზანი, მაგრამ ჩვენი ასოციაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ნაკრების მწვრთნელობიდან ჩემი გათავისუფლების თაობაზე იმდენად მოულოდნელი და არალოგიკური იყო, თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ.

- და რა იყო მიზეზი?

- ეს არავის აუხსნია, არც არავინ შემხვედრია და უთქვამს, რა არ მოსწონდათ. თავს არ ვიქებ, მაგრამ ყველამ იცის, ჩემი ხელმძღვანელობით ნაკრებმა შედეგები გააუმჯობესა. გუნდი ჭაობიდან ამოვიყვანე და დასუსტებული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდამდე მივიყვანე. ამის შემდეგ გაშვება საწყენი როგორ არ იქნება?!

- თქვენ ნაცვლად ვინ დაინიშნა?

- წარმოდგენა არ მაქვს. მე მხოლოდ ის ვიცი, ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ გიზო ფხოველიშვილი ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ერთხელაც არ შემხვედრია. მისი პრეზიდენტობის პერიოდში შეკრება არ გვქონია და ერთი ამხანაგური შეხვედრაც არ ჩაგვიტარებია. მე კი საკუთარი სურვილითა და სახსრებით ამას ვერ მოვახერხებდი.

- ცოტა დაუჯერებელია, რომ პრეზიდენტს არ შეხვედრიხართ.

- ასეა, არ ვაზვიადებ. უბრალოდ, პრეზიდენტს ჩემთან შეხვედრის სურვილი არ ჰქონია. არადა, ფუტსალისთვის რაღაც გამიკეთებია და ამიტომ არის საწყენი ასეთი დამოკიდებულება. მარტო ელიტრაუნდში გასვლა იყო მოვლენა ქვეყნისთვის, სადაც პროფესიონალი ფუტსალის ფეხბურთელი სანთლით არის საძებარი, ნაკრები კი წინ მიიწევდა. ასეთ გაუგებრობაში ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. ნაკრებში გაწეული შრომა წყალში ჩამიყარეს. ვინ არ გაუშვიათ, მე რომ მუდმივად ამ ადგილზე მემუშავა. არც ამ სკამით ვცხოვრობდი, ნაკრების გარეშეც არ დავიკარგები, მაგრამ მადლობა მაინც მითხარი, დალოცვილო?!

- იქნებ, თქვენ მიმართ პრეტენზიები ჰქონდათ?

- არც კარგი უთქვამთ, არც ცუდი და საიდან მეცოდინება, რა პრეტენზიები აქვთ?! აქ ჩემს მოხსნაზეც არ არის ლაპარაკი, უბრალოდ, ასეთი დამოკიდებულებით ფუტსალი და ეროვნული ნაკრები მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებიან. რამდენჯერ მოვითხოვე, მაგრამ წელიწადია, ერთი შეკრებაც არ გაგვივლია.

- უარის მიზეზი ფინანსური პრობლემები იყო?

- ესეც არ ვიცი. უბრალოდ, ასე გაგრძელება არ შეიძლება. ყველაზე ცუდი ის არის, რომ კონტრაქტი 3 იანვარს მიმთავრდებოდა, 20 იანვარს კი შესარჩევი ციკლის მატჩები იწყება.

სარეიტინგო შეხვედრები რომ ვერ ჩავატარეთ, ამის გამო ისევ "ბ" დივიზიონში დაგვაქვეითეს და იანვარში ინგლისთან, მაკედონიასთან და ესტონეთთან თავიდან მოგვიწევს ბრძოლა. ჩემი ჯიბრი თუ ჰქონდათ, ნაკრებს რას ერჩოდნენ? წავიდოდი წყნარად და გუნდის მიღწეული მაინც შეგვენარჩუნებინა? გული ამაზე მწყდება. არ მეგულება მცოდნე ადამიანი, რომელიც ციკლის დაწყებამდე სამი კვირით ადრე ნაკრების მწვრთნელს ხსნის. ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიმღები ვითარებაში ჩაუხედავია.

აკაკი კაკაშვილი, ფუტსალის ნაკრების წევრი: "ნაკრების მთავარ მწვრთნელს მხოლოდ მაშინ ათავისუფლებენ, თუ ის შედეგს ვერ აღწევს. ჩვენ ასათიანის ხელმძღვანელობით შედეგს მივაღწიეთ, ელიტრაუნდში გავედით და მაინც მოხსნეს?! ეს იმ დროს, როდესაც ვფიქრობდით, რომ უფრო შეგვიწყობდნენ ხელს. ჩემთვის, როგორც ნაკრების წევრისთვის, ასეთი უსამართლო გადაწყვეტილება მიუღებელია. რა მოხდა და რატომ გაუშვეს მწვრთნელი, გაუგებარია. რომ იცოდეთ, მომხდარით მარტო მე არ ვარ უკმაყოფილო, ნაკრების დანარჩენი წევრებიც ამავეს გეტყვიან. კაცს მიზეზიც არ უთხრეს! რამდენი ხანია, ფუტსალში ვარ და ასეთი რამ არც მსმენია. ან იანვრის შესარჩევ მატჩებში რა შედეგი უნდა მოგვთხოვონ, როდესაც შეკრება არ გაგვივლია და ერთი შეხვედრაც არ ჩაგვიტარებია?!"

სამწუხაროდ, ფუტსალის ფედერაციის პრეზიდენტ გიზო ფხოველიშვილთან დაკავშირება და მისი არგუმენტების მოსმენა ვერ მოვახერხეთ, რადგან ბატონი გიზო უცხოეთში იმყოფებოდა. შევეცდებით მომხდარზე მისი კომენატრი მალე შემოგთავაზოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად

ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა

[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"

"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა

ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს

"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა

[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო

კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა

არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს

მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს

15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს

საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად

"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს

შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს

"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა

"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა

ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია

ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ

"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა

"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს