კახა ცხადაძის "ინტერმა" პოლონურ "ლეხთან" მინიმალური სხვაობით წააგო - 0:1

2010-11 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპი ბაქოში დაიწყო, სადაც კახა ცხადაძის "ინტერმა" პოლონურ "ლეხთან" მინიმალური სხვაობით წააგო - 0:1 და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შეიმცირა. ქართველმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში ოთხი თანამემამულე ათამაშა: გიორგი ლომაია, ილია კანდელაკი, კახაბერ მჟავანაძე და დავით ოდიკაძე. კანდელაკს "ინტერში" ოფიციალური დებიუტი ჰქონდა, ოდიკაძეს გარდა კი ყველა ჩვენებურმა 90-90 წუთი ითამაშა (ოდიკაძე 82-ე წუთზე შეცვალეს), სათადარიგოთა სკამზე ვალერი აბრამიძე იჯდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ლომაია იყო, რომელმაც "ინტერის" დაცვის რამდენიმე შეცდომა გამოასწორა. ლომაიამ მხოლოდ ერთხელ ვერ უშველა გუნდს, როცა 47-ე წუთზე მცველებს არტურ ვიხნიარეკი გაეპარა. "არმინიაში" და "ჰერტაში" ნათამაშები ვიხნიარეკი 1997 წლის შემდეგ პირველ მატჩს ატარებდა მშობლიურ "ლეხში" და გამარჯვების გოლით აღნიშნა დაბრუნება.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციას ბოლომდე არ დაესწრო ცხადაძე. აი, რას წერს "აზერისპორტი": "ქართველმა უპასუხა რამდენიმე კითხვას. შემდეგ, როცა დაინახა, რომ დაძაბულობა მატულობდა, დატოვა დარბაზი". მანამდე კი მან შემდეგი განაცხადა: "დაუმსახურებლად წავაგეთ. სამწუხაროდ, შექმნილი მომენტები ვერ გამოვიყენეთ. გოლი კი დაცვის კონცენტრაციის დაკარგვის ბრალია. როცა აგებს გუნდი, მწვრთნელი დამნაშავეა, მაგრამ მე არ გამიგია, რატომ ხართ ასეთი აგრესიულები, ჩვენ ხომ სოფლის გუნდთან არ დავმარცხებულვართ".

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"