ეროვნული ნაკრების კაპიტანი მშობლიურ ქალაქ სამტრედიას ეწვია და ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ნორჩ ფეხბურთელებს შეხვდა

შაბათს, 25 დეკემბერს კახა კალაძემ მორიგი საქველმოქმედო აქცია ჩაატარა. ეროვნული ნაკრების კაპიტანი მშობლიურ ქალაქ სამტრედიას ეწვია, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო სკოლის 9-დან 16-წლამდე ასაკის 100 ბავშვსა და მათ მწვრთნელებს შეხვდა და იტალიური ფირმა errea-ს ნაწარმი, სპორტული ეკიპირების სრული კომპლექტები საჩუქრად გადასცა. კომპლექტშია: სავარჯიშო და სათამაშო ტრუსები და მაისურები, წვივსაფრები, თბილი მოსასხამები... ამ ფირმის ეკიპირებით იტალიური "პარმა", "ბარი" "ატალანტა", ესპანური "ნუმანსია", ჰოლანდიური "დენ ჰააგი", ბელგიური "შარლერუა", შოტლანდიური "ჰიბერნიანი" თამაშობენ. კალაძემ ბავშვებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო და ავტოგრაფებიც უხვად დაარიგა.

თუმცა კახას საჩუქარი მხოლოდ ამით არ ამოწურულა:

"ბავშვებსა და მათ მწვრთნელებს errea-ს სრული კომპლექტები გადავეცით. ბედნიერი ვარ, რომ ბავშვებმა ძალიან გაიხარეს. მინდა, სამტრედიის საფეხბურთო სკოლას სხვა მხრივაც დავეხმარო. მათ მოედანი კი აქვთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ადმინისტრაციულ კორპუსს ავაშენებთ. გვინდა, ბავშვებს ყველა პირობა შევუქმნათ ნორმალური ვარჯიშისთვის. სამტრედიის მთავარი გუნდი ადგილობრივი ფეხბურთელებით უნდა დაკომპლექტდეს. მომავალი თაობის გაზრდა კი ბავშვთა ფეხბურთიდან უნდა დავიწყოთ", - გვითხრა კახა კალაძემ.

კახა "სამტრედიას" პრეზიდენტ ზაზა ადეიშვილსაც შეხვდა და ახალ წლამდე 10 ათასი დოლარით დახმარებას დაჰპირდა. მერე კი განაცხადა:

"სამტრედიაში დავიბადე, გავიზარდე და ამ ქალაქის გუნდზე გული შემტკივა. კლუბს ახალ წლამდე 10 ათასი დოლარით დავეხმარები. ეს ჩემი კეთილი ნების ჟესტია. ამას ვერავინ დამავალდებულებს. არადა, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც სხვას ავალდებულებენ, ეს უნდა გააკეთოო.

სატელევიზიო გადაცემებშიც არაერთხელ ითქვა, კალაძე ვალდებულია, "სამტრედიას" დაეხმაროსო. ადამიანს რომ სთხოვ, მოდი და გააკეთეო, ბუნებრივია, იკითხავს, რა გავაკეთოო. კლუბს სტადიონი და ბაზა არ აქვს და ერთმა კაცმა რა გავაკეთო?! ამ ყველაფრის ნულიდან დაწყება კი სხვაგვარ მიდგომას მოითხოვს. არ მჩვევია, ახალი საქმე დავიწყო და შუა გზაში გავჩერდე. თუ საქმეს მოვკიდებ ხელს, ყოველთვის ვცდილობ, ბოლომდე მივიყვანო და მაქსიმალური შედეგი მივიღო.

ქართული ფეხბურთი დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ ერთი და ორი ადამიანი ვერ უშველის. პრაქტიკულად, ყველაფერი ახლიდან არის საკეთებელი და ამას სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება. საამისოდ სპეციალური პროექტი უნდა შედგეს, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელდება. იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში და სხვა კუთხეებში თითო ისეთი სტადიონი უნდა გაკეთდეს, რომელიც უეფას სტანდარტებისა იქნება და ევროტურნირის მატჩების მასპინძლობა შეეძლება. ეს სტადიონები კლუბებისა უნდა იყოს, გუნდებს ბაზებიც უნდა ჰქონდეს და მაშინ სულ სხვა სურათი იქნება. ასეთ შემთხვევაში კლუბი ბიზნესმენისთვის მიმზიდველი იქნება და სპონსორებს იქით კი არ დაუწყებს ძებნას, არამედ არჩევანის საშუალება ექნება, თუ რომელი კომპანია ან ბიზნესმენი გახდეს მისი სპონსორი".

დავითი
კლუბებს სტადიონები და ბაზები უნდა გაუკეთონ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი. არაა აუცილებელი 40 000-იანი იყოს,10 15 და 20 ათასიანი სტადიონებიც საკმარისი იქნება. მთავარია საერთაშორისო ნორმები იყოს დაცული. ინჟინრებიც გვყავს ქართველები, ისე დააპროექტონ რომ შემდეგში სკამების რაოდენობის გზარდ აშესაძლებელი იყოს. ყველაზე მარტივი - ჯერ ყველა მხარეს არ გააკეთონ ტრიბუნები და ეგაა. მთავარია სურვილი და აუცილებლობას მიხვდნენ ხელისუფლებაში. ექნება სტადიონი და ბაზა კლუბს და მერე ან სპონსორი გამოჩნდება ან სულაც მყიდველი კლუბის. სულაც ბარსელონასავაით გულშემატკივარი იქნება აქციონერი კლუბის და თვითონვე აირჩევენ კლუბის პრეზიდენტს და კლუბსაც მოუვლიან
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"