მსოფლიოს ჩემპიონსა და ოლიმპიური თამაშების პრიზიორს ვლადიმერ რუბაშვილს გუშინ დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდებოდა

მსოფლიოს ჩემპიონსა და ოლიმპიური თამაშების პრიზიორს, თავისუფალი ჭიდაობის ბრწყინვალე ოსტატ, ვლადიმერ რუბაშვილს გუშინ დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდებოდა. თბილისის მოსწავლეთა სასახლეში ამ თარიღის აღსანიშნავად და ფალავნის ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაციაზე შეიკრიბნენ მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, ვეტერანი მოჭიდავეები, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელები.

საღამოს უძღვებოდა წიგნის (''და დარჩა ხსოვნა'') იდეის ავტორი, პოეტი მზია ხეთაგური.

ამაღელვებელი იყო ვლადიმერ რუბაშვილის ღვაწლზე ცნობილი ლიტერატორის, ზემოაღნიშნული წიგნის რედაქტორის, თამაზ კვაჭანტირაძის გამოსვლა, რომელიც არაერთი ბრწყინვალე ნარკვევის ავტორია ქართველ სპორტსმენებზე - მათ შორის ვლადიმერ რუბაშვილზე. მეგობარი მოიგონა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა გურამ საღარაძემ, თავიანთი სათქმელი შეკრებილთ გაანდეს ჟურნალისტმა თამარ ბალავაძემ, ქალიშვილ ლიასთან ერთად წიგნის შემდგენელმა, ვლადიმერ რუბაშვილის მეუღლემ ლეილა აბუაშვილ-რუბაშვილისამ, სიძემ დავით ბერძენიშვილმა და სხვებმა.

მოსწავლეთა სასახლეში შეკრებამდე ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა, მეგობრებმა და ფალავნის ნიჭის თაყვანისმცემლებმა მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს ვლადიმერ რუბაშვილის საფლავი.

თენგიზ თომაშვილი

[VIDEO] ქართველი, რომელსაც არაფერი აშინებს - საბა ლაზიშვილმა ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა