იოჰან ბოსკამპი: "ოქრი არაპროფესიონალი, მაგრამ ფანტასტიკური ფეხბურთელია"
ბელგიური "გენკის" შოტლანდიელმა თავკაცმა ალექს მაკლიშმა თორნიკე ოქრიაშვილის მეორე გუნდში გადაყვანის შემდეგ, მედიასთან პირველად ისაუბრა ქართველ ლეგიონერზე.

Het Nieuwsblad-თან საუბარში მაკლიშმა აღნიშნა, რომ ოქრიაშვილმა მალე უნდა დაიბრუნოს სათამაშო ფორმა სარეზერვო გუნდში.

"მან მალე უნდა დაიბრუნოს სათამაშო ფორმა. მისი პრობლემა სამშობლოს მონატრებაა და მე ამას ვუგებ. როცა 17 წლის "აბერდინში" გადავედი და გლაზგო დავტოვე, მეც მენატრებოდა სახლი. შინ რომ ჩავდიოდი, უკან წასვლა აღარ მინდოდა, ზუსტად ისე, როგორც ოქრიაშვილს დაემართა. აბერდინში გატარებული უქმეები კი კოშმარი იყო ჩემთვის.

ჩემი გამოცდილებიდან ვეტყვი ოქრის, რომ საქართველოში დაბრუნება ამ პრობლემას ვერ უშველის, ის უნდა შეეჩვიოს ბელგიური ცხოვრების წესს. მან ასევე უნდა გამოავლინოს მონდომება და პატივისცემა.

ასეთი პრობლემები აღარ უნდა გამეორდეს, ვარჯიშებზე დაგვიანებას და მოუსვლელობას ჩვენ ტოლერანტულად ვეღარ შევხვდებით".

თორნიკეს შესახებ თავისი აზრი საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა, ბელგიელმა სპეციალისტმა იოჰან ბოსკამპმა გამოთქვა:

"თუ მისი პრობლემა სამშობლოს მონატრებაა, "გენკმა" რაც შეიძლება მალე უნდა დააბრუნოს ის გუნდში, თუმცა ვეჭვობ, რომ ეს იყოს მიზეზი.

ოქრიაშვილი დიდი ხანია, ლეგიონერია და საქართველოს ნაკრებშიც თამაშობს, საზღვარგარეთაც ხშირადაა.

რაც უნდა იყოს, მე მისი საქციელი ბავშვური და არაპროფესიონალური მგონია, მაგრამ მინდა იცოდეთ, ძალიან ვგულშემატკივრობ და მინდა, მინდორს მალე დაუბრუნდეს. მისი თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა ჩემთვის. ის ფანტასტიკური ფეხბურთელია".

ამერიკელი
ისაუბრა კი არა, დასცინა. ვისაც უცხოეთში უცხოვრია - ყველა მიხვდება რომ მწვრთნელის სიტყვები დაცინვაა. თუმცა ოქრიაშვილი ამას იმსახურებს.
ბმბ
შენ შენს თავს აღარ ეკუთვნი, შენ ქართველ გულშემატკივარს ეკუთვნი, მოიქეცი ისე, რასაც ეს ხალხი შენგან მოითხოვს და ელოდება, ყველას უყვარხარ და დააფასე ეს სიყვარული ოქრი, გააკეთე შენი გასაკეთებელი!

თორნიკე ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ხარ და გაუმართლე ხალხს მოლოდინი. მიდი აბა შენ იცი!!!
fanati
ოქრი თუ კითხულობ ამას დამიჯერე, მოეშვი ყველა ზედმეტ გართობას, აქტიური სპორტი მთელი ცხოვრება ვერ გაგყვება, მაქსიმუმ კიდევ 10 წელი და მერე შეგიძლია ისეირნო და გაერთო რამდენიც გინდა, ითამაშე და თან ფული აკეთე რა შენ დალოცვილო, გაახარე ოჯახიც და ერიც!!! შენ ეს შეგიძლია, შენ შეგიძლია გააღვიძო ღრმა ძილში მყოფი ქართული ფეხბურთი!!!
giorgi
ვერ ვხვდები რა სისულელეა, სახლი მოენატრა და ბელგიაში აღარ უნა დაბრუნება.. ბოსკამპი მართალია, შეიძლება თქვა ბავშვზე რომელიც თბილისის დინამოდან პირველად წავა საზღვარგარეთ და ნოსტალგია აქვს თავიდან, წლებია ქვეყნიდანაა წასული და ეხლა მოენატრა საქართველო? კარგი ბიჭია და საქართველოს ნაკრების ლიდერია და გული მწყდება.. ლიდერს ესეთი პიარი არ ეკადრება, დედა ენატრება, თავისი ლოგინი უნდა და ასე შემდეგ.. მაგას ჯობია დაწერონ წაიგულავა და და ვერ ჩავიდა დროზეო!
ალექსანდრე
იოჰან ბოსკამპი ბელგიელი კი არა ჰოლანდიელია.
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
მაკლიში: ოქრიაშვილს დისციპლინა და მოურინიოსნაირი აღმზრდელი სჭირდება
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
[კოტე გოგიშვილის აზრები] ზონის კანონები თუ კაცის კაცობა?
შოტლანდიის ნაკრებს კვლავ ალექს მაკლიში გაწვრთნის
გორდონ სტრაჩანი: საქართველოს ნაკრები საშიში გუნდია
სტივენ ნეისმითი: ახლა შოტლანდია მენტალურად ძლიერია და თბილისში საომრად მზადაა
ზოგი მსოფლიოზე, ზოგიც შინ - უცხოელი მწვრთნელები საქართველოს ნაკრების შემდეგ
[დღის ინტერვიუ] სამ რამეზე მწყდება გული...
წარმატებული უცხოელი მწვრთნელები, რომლებმაც ქართულ ხასიათს გაუგეს
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"გენკის" ახალი მწვრთნელი თორნიკე ოქრიაშვილს შანსს აძლევს
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] მყვირალა კაცის ფრთიანი ფრაზა
"გენკმა" სეზონი თორნიკე ოქრიაშვილის გამარჯვების გოლით დაასრულა [VIDEO]
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
იოჰან ბოსკამპი: "ფეიენოორდს" "დინამოსთან" არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ "ტრენჩინზეც" ეგრე ვამბობდი
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?