როგორ გააგიჟეს "გიჟი" არგენტინელმა მსაჯებმა
აუცილებლად იმ მატჩით უნდა დავიწყოთ, რომლითაც მთლიანად ტური დაიწყო. ლიდერ "რივერ პლეიტის" მთავარი მდევარი "ლანუსი" "არსენალს" მასპინძლობდა და მთავარმეგოლის, სილვიო რომეროს ბურთით დებიუტშივე დაწინაურდა, მაგრამ 27-ე წუთისთვის უკვე 1:2 გახლდათ.

აი, მთავარი კი 90-ე წუთის მერე მოხდა. მთავარ გმირებად არბიტრი ანდრეს მერლოსი და მისი ბრიგადა მოგვევლინა. პაუზები მატჩში კი იყო, მაგრამ სტუმრები უკვე იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ მსაჯმა 5 წუთი დაამატა. "ლანუსმაც" მე-6 დამატებულ წუთზე გაათანაბრა... ამის მერე კი მერლოსმა გუნდები კიდევ 5 წუთი ათამაშა.

თანაც, "არსენალს" ტყუილი თამაშგარე დაუფიქსირეს და კარგი შანსი წაართვეს, ხოლო მასპინძლებმა მესამე და გამარჯვების გოლი მე-100 (!) წუთზე გაიტანეს. გოლი ისეთ ქაოსში გავიდა, ნამდვილად ვერ აღწერ; უბრალოდ, მოიძიეთ და ნახეთ ვიდეორგოლი.

მე კი იმას გეტყვით, რომ ლაუტარო აკოსტაზე პასამდე რომეროს ბურთი ხელზე მოხვდა, მაგრამ მერლოსმა ბურთი ჩათვალა და ეს ნერვიული მატჩიც დაასრულა. თუმცა ნერვიულობა და ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. ჯერ მარტინ პალერმო, რომლის მეტსახელი ისედაც "ლოკოა"(გიჟი), სულ გაგიჟდა, მერე იგი აქეთ ამშვიდებდა შეგირდებს. განსაკუთრებით ემოციებში "არსენალის" მეკარე ესტებან ანდრადა გახლდათ.

მთავარ მსაჯსა და ლაინსმენებს აველიანედელების ფეხბურთელები და ჟურნალისტები დაესივნენ, პოლიციის კორდონის მობილიზება გარდაუვალი გახლდათ და არბიტრთა ბრიგადა ძლივს გაარიდეს იქაურობას. "არსენალს" "ლანუსი" ყველაზე მეტად ნამდვილად არ სძულს, მაგრამ არც გულზე ეხატება და ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პრინციპისა და ღირსების საკითხი იყო, სტუმრებმა თავი დაჩაგრულად იგრძნეს, თორემ სატურნირო კუთხითაც ეს მატჩი ბევრს არაფერს უცვლიდათ.

ორი დღის მერე, როდესაც "რივერმა" თავისი მატჩი ჩაატარა და "ველეს სარსფილდთან" ორი ქულა დაკარგა, რივერელთა მთავარ მწვრთნელს, მარსელო გალიარდოს "ლანუსის" მიახლოებაზე ჰკითხეს, კონკურენტი უკვე ძალიან ახლოს არისო, რასაც გალიარდომ ირონიულად უპასუხა:

"ლანუსის" მატჩი ჯერ არ დასრულებულა, არა? უი, დასრულდა? მე მეგონა, ჯერ არ იყო დამთავრებული".

მოკლედ, "რივერი" 14 ჩატარებული მატჩის შემდეგ ისედაც წაუგებლად კი არის, მაგრამ ზედმეტად მიეჩვია ფრეებს და "ლანუსმა" სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა.

მოულოდნელი გახლდათ "ინდეპენდიენტეს" საშინაო მარცხი "ხიმნასია ლა პლატასთან", ისევე, როგორც "ატლეტიკო რაფაელას" მიერ საკუთარ კედლებში წაგება "გოდოი კრუსთან". მატჩი საუცხოო სანახავი გამოდგა და 52-ე წუთისთვის უკვე 3:3 იყო. თითქოს დამშვიდებული და ფრისკენ მიმავალი თამაში დუბლის ავტორის, ხაიმე ხავიერ აიოვის მაგივრად მინდორზე შესულმა ლეანდრო ფერნანდესმა არია, ვინც 88-ე წუთზე შეაგდო. ნესტორ სენსისნის ბიჭებმა კიდევ ერთხელ გათანაბრება ვეღარ მოახერხეს.

"ბელგრანომ" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და მეორე ტაიმში მოუგვარა სამი გოლით ყველაფერი "დეფენსას" დაცვას. ესეკიელ ჩერუტიმ "როსარიო სენტრალის" მეკარეს ეფექტური დარტყმით გადაავლო თავზე ბურთი და ესტუდიანტესს" 3 ქულა მოუტანა.

"ბოკას" ემანუელ ჟიგლიოტის გვიანმა წყვილმა გოლმა მოაგებინა. "რასინგს" კი კვლავაც გუსტავო ბოუმ მოაგებინა, ვისაც უკვე 9 გოლი დაუგროვდა და თეოფილო გუტიერესს მხოლოდ ერთით ჩამორჩება.

პრიმეირა დივიზიონი. XIV ტური

ლანუსი-არსენალი 3:2

გოლები: 1:0 ს. რომერო (7), 1:1 ალემანი (16), 1:2 რ. კარერა (27), 2:2 დ. გონსალესი (2:2), 3:2 ლაუტარო აკოსტა (90+10)

ატლ. რაფაელა-გოდოი 3:4

გოლები: 0:1 ხ. აიოვი (8), 1:1 სერანო (22), 1:2 რ. რამირესი (29), 1:3 ხ. აიოვი (42), 2:3 ფ. გონსალესი (49), 3:3 ორსინი (52), 3:4 ლ. ფერნანდესი (88)

ოლიმპო-კილმესი 2:1

გოლები: 1:0 ა. მარტინესი (28), 2:0 კუერო (45), 2:1 ა. ფერნანდესი (80)

ბელგრანო-დეფენსა 3:0

გოლები: 1:0 სელარიანი (63), 2:0 ფურჩი (69), 3:0 ბენგტსონი (87)

ინდეპენდიენტე-ხიმნასია ლპ. 0:1

გოლი: 0:1 ლიხტი (59)

ესტუდიანტესი-როსარიო 1:0

გოლი: 1:0 ჩერუტი (28)

რასინგი-ბანფილდი 1:0

გოლი: 1:0 ბოუ (7)

ბოკა-ტიგრე 2:0

გოლები: 1:0 ჟიგლიოტი (71), 2:0 ჟიგლიოტი (83)

ველესი-რივერი 1:1

გოლები: 1:0 კარალიო (18), 1:1 მერკადო (38)

თ მ ფ წ ბ ქ

1. რივერ პლეიტი 14 9 5 0 29-8 32

2. ლანუსი 14 9 3 2 23-14 30

3. რასინგი 15 9 2 4 24-16 29

4. ინდეპენდიენტე 14 8 2 4 24-20 26

5. ბოკა ხუნიორსი 15 8 2 5 19-17 26

6. ესტუდიანტესი 14 7 2 5 17-16 23

7. ატლ. რაფაელა 15 6 4 5 20-18 22

8. ველესი 15 6 3 6 18-16 21

9. ბელგრანო 15 5 4 6 19-20 19

10. ნიუელსი 13 4 6 3 14-16 18

11. არსენალი 14 5 3 6 15-18 18

12. ტიგრე 14 5 2 7 19-18 17

13. სან ლორენსო 14 5 2 7 15-17 17

14. ხიმნასია ლპ. 15 4 5 6 10-12 17

15. გოდოი 15 4 5 6 26-33 17

16. ბანფილდი 15 4 4 7 17-17 16

17. როსარიო 15 5 1 9 17-22 16

18. ოლიმპო 15 3 4 8 10-20 13

19.კილმესი 15 2 6 7 16-23 12

20. დეფენსა 14 3 3 8 16-27 12

ბომბარდირები: 10 - თეოფილო გუტიერესი (რივერ პლეიტი); 9 - გუსტავო ბოუ (რასინგი), ფედერიკო მანკუელო (ინდეპენდიენტე), სილვიო რომერო (ლანუსი); 8 - ლუკას პრატო (ველეს სარსფილდი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
გოჯუ-რიუს აკადემიის მოწვევით, საქართველოს სენსეი სიდნი ლაიენჰორსტი ეწვია
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
მარიო რუი პორტუგალიის მესამე ლიგის გუნდში გადავიდა
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[PHOTO] რუსეთის დროშის ფერებში - UFC-იმ წარადგინა შორტი, რომლითაც იანი დვალიშვილის წინააღმდეგ გამოვა
"პსჟ ახლა ჩვენზე უკეთესია" - რა თქვა ფლიკმა მატჩის შემდეგ
"ბრაგამ" კარლოს ვისენსი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
წინასწარი დიაგნოზი - კვარაცხელიამ შეიძლება ამ სეზონში ვერ ითამაშოს
იტალია 3:2 საქართველო
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ დიდებულ მატჩში "ბარსელონას" სძლია
[VIDEO] გიორგი მიქაუტაძემ "ენფილდზე" "ლივერპულს" გაუტანა!
"ბარსელონასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
საქართველო ფუტსალის ევროპის 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატია
"კვარაცხელია განსაკუთრებული და "არსენალისთვის" მიუწვდომელია - თითქოს საგაზაფხულო ბრძოლებისთვის ემზადება" - ამბობს ლონდონური გუნდის ყოფილი ფეხბურთელი
იურიჩი: გოგლიჩიძე მაგარი ბიჭია - ნაკრებში გამგზავრება წაადგა
"რონალდო მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია" - შერინგემმა კრიშტიანოს მომავალზე ისაუბრა
TNT Sports-მა "ოქროს ბურთის" მთავარ პრეტენდენტად კეინი დაასახელა - კვარაცხელია მეოთხეა
არველაძეები, ანანიძე, შარიქაძე - ტურნირი, რომელიც დღესასწაულად უნდა იქცეს!..
არგენტინა. პრიმეირა ლიგა. XVIII ტური: ვინ გახდება ჩემპიონი?
რატომ გამოუსახა გალიარდოს გადიდებული სასქესო ორგანო - მოქანდაკემ განმარტა
არგენტინა. პრიმეირა დივიზიონი. XVII ტური: "რივერმა" ლიდერობა წყალს გაატანა
ბენზემა დაისაჯა - ფრანგი "ალ იტიჰადის" ვარჯიშებიდან მოკვეთეს
"სიტი" გვარდიოლასთან მოლაპარაკებებს იწყებს - თუ ვერ შეუთანხმდნენ, ალტერნატივა უკვე ჰყავთ
ახალ მწვრთნელთანაც იჩხუბა და ვარჯიშიდან გაიქცა - ბენზემას პრობლემები გრძელდება
"ბარსელონას" მწვრთნელობაზე თანახმა მხოლოდ "რეალის" ყოფილი ფეხბურთელია
არგენტინა. პრიმეირა დივიზიონი. ბოლო ტური: ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის
არგენტინა. პრიმეირა დივიზიონი. XVI ტური: "რივერის" კრიზისი?
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში