ჯეიმსმა, როგორც იქნა, ის თამაში აჩვენა, რასაც მისგან ელიან
პირველად ამ სეზონში, "კლივლენდის" "დიდი ტრიო" მთელი თავისი ბრწყინვალებით წარდგა მაყურებლის წინაშე.

კავალერების" მსხვერპლი გახდა "ნიუ ორლეანი", რომელიც მესამე მეოთხედის შუამდე ლიდერობდა და არ აძლევდა მეტოქეს 5-6 ქულაზე ახლოს მისვლის საშუალებას. რომ არა ირვინგის აღმაფრენა, ჯეიმსის ტრიპლ-დაბლი და ლავის უშეცდომო სროლა, გამარჯვება სტუმრებს დარჩებოდათ, რომლებმაც მანამდე სტუმრად მოუგეს "სან ანტონიოს".

მესამე მეოთხედში 9-ქულიანი ჩამორჩენისას ირვინგმა დაიწყო თავისი შოუ - მან მარტომ გაათანაბრა ანგარიში. შემდეგ გამთამაშებელს მხარი აუბა ლებრონმა, რომელმაც პუბლიკა რამდენიმე დანკით გაახარა. მესამე მეოთხედში "კლივლენდმა" ტყორცნების 56 პროცენტი გამოიყენა. მეოთხე მეოთხედში კი კევინ ლავის ჯერი დადგა.

მისი ჩართვა თამაშში დროული იყო, რადგან "ნიუ ორლეანი" არ აპირებდა მეტოქის წინ გაშვებას, მაგრამ კევინის ოთხმა სამქულიანმა გატეხა სტუმრების წინააღმდეგობა. თან ტემპი შეინარჩუნეს ირვინგმაც და ჯეიმსმაც. ამ სამეულის გარდა, "კლივლენდს" არავინ სჭირდებოდა. მეორე ტაიმში "კავალიერზის" ლიდერებმა 61 ქულა დააგროვეს, დანარჩენებმა - 6. გარდა ამისა, ლავმა, ირვინგმა და ჯეიმსმა 11-დან 8 სამქულიანი მოათავსეს კალათში.

კლივლენდი-ნიუ ორლეანი 118:111

24:28, 27:28, 34:23, 33:32

კ: ჯეიმსი (32+12 მოხსნა+10 პასი), ირვინგი (32+9 პასი), ლავი (22), ვარეჟაო (12).

ნ-ო: ანდერსონი (32), დევისი (27+14 მოხსნა+4 ჩაჭრა+3 დაფარება), ჰოლიდეი (16+5 პასი), გორდონი (10), აშიქი (8+10 მოხსნა), ტ. ევანსი (6+10 პასი).

"ინდიანამ" თავიდან აიცილა ზედიზედ მეშვიდე წაგება. როი ჰიბერტმა სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მან არა მხოლოდ 29 ქულა დააგროვა, არამედ მესამე მეოთხედში 13:2 გაქცევის მთავარი სულისჩამდგმელი გახდა, რამაც განსაზღვრა კიდეც მატჩის ბედი. "ინდიანამ" მხოლოდ შვიდი შეცდომა დაუშვა, პირველ ტაიმში კი საერთოდ არ დაუკარგავს ბურთი.

ინდიანა-იუტა 97:86

17:20, 30:21, 25:28, 25:17

ი: ჰიბერტი (29), პრაისი (22), ს. ჰილი (13), ალენი (12+15 მოხსნა).

ი: ჰეივორდი (30+8 მოხსნა+5 პასი), კანტერი (18), ფეივორსი (13+8 მოხსნა).

"ნიუ იორკმა" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო. "ნიქსს" ისევ პრობლემები აქვს თავდასხმაში - ჯერჯერობით დერეკ ფიშერის გუნდი უარესია ლიგაში შეტევის მხრივ. "ატლანტამ" კი ბოლოსკენ, მნიშვნელოვანი ტყორცნების წყალობით, სეზონში პირველი მატჩი მოიგო სტუმრად.

ნიუ იორკი-ატლანტა 85:91

16:17, 22:21, 21:26, 26:27

ნ-ი: ენტონი (25+9 მოხსნა+7 პასი), შამპერტი (18+5 პასი), ჰარდუეი (15), სმიტი (12), სტაუდმაიერი (4+10 მოხსნა).

ა: მილსეპი (19+3 ჩაჭრა), კორვერი (17+8 მოხსნა), შრიოდერი (14), ჰორფორდი (12+6 მოხსნა), კეროლი (9+10 მოხსნა).

როგორც იქნა, დაუბრუნდა მოედანს დერიკ როუზი და დიდი წვლილიც (2 ქულა) შეიტანა "დეტროიტთან" თავისი გუნდის გამარჯვებაში. მოგება კი, პირველ ტაიმში 19-ქულიანი უპირატესობის მიუხედავად, იოლი არ ყოფილა. სირენამდე ხუთი წუთით ადრე "პისტონზმა" სამ ქულამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ იქვე ჯიმი ბატლერმა მნიშვნელოვანი სამქულიანი ჩააგდო და "ხარებს" მეტოქისთვის თამაშის გადარჩენის შანსი აღარ მიუციათ.

ჩიკაგო-დეტროიტი 102:91

27:21, 33:23, 18:26, 24:21

ჩ: როუზი (24+7 პასი), ბატლერი (19), გასოლი (17+15 მოხსნა+4 დაფარება), ნოა (13+14 მოხსნა+6 პასი), ბრუქსი (10).

დ: სმიტი (19+11 მოხსნა+3 დაფარება), მონრო (16+10 მოხსნა), ოგასტინი (16), ჯენინგსი (11+8 პასი), დრამონდი (2+12 მოხსნა).

დღის ცენტრალური მატჩი ლოს ანჯელესში გაიმართა, სადაც "კლიპერსი" "სან ანტონიოს" მასპინძლობდა. ჩემპიონს ზედიზედ ორი მატჩი ჰქონდა წაგებული და საერთოდაც, "სპურსი" ჯერჯერობით ვერ აჩვენებს საჩემპიონო თამაშს. მთელი მატჩის განმავლობაში სტუმრები მდევრის როლში იყვნენ. პირველ ნახევარში სხვაობა 10 ქულას აღწევდა.

მატჩის დასრულებამდე 5:48-ით ადრე კრის პოლმა თავისი გუნდის შვიდქულიანი უპირატესობა დააფიქსირა. ამის შემდეგ მასპინძლებმა თამაშიდან ვერც ერთი ბურთი ვერ ჩააგდეს და სულ სამი ქულა დააგროვეს. "სან ანტონიომ" კარგად გამოიყენა მეტოქის შეცდომები - "კლიპერსმა" 17-ჯერ დაკარგა ბურთი და ეს 24 გაშვებულ ქულად დაუჯდა. თუმცა გრეგ პოპოვიჩმა ყურადღება უნდა მიაქციოს სამქულიანების გამოყენების პროცენტს - 2/19.

ცნობისთვის, ეს მოგება მე-500 იყო პარკერის, ჯინობილისა და დანკანის ერთად გამოსვლის პერიოდში.

კლიპერსი-სან ანტონიო 85:89

20:14, 22:25, 28:25, 15:25

კ: გრიფინი (23+10 მოხსნა+6 პასი), რედიკი (13), პოლი (12+10 მოხსნა+9 პასი), კროუფორდი (10), ჯორდანი (6+13 მოხსნა+5 დაფარება).

ს-ა: ლეონარდი (26+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), დანკანი (18+11 მოხსნა), პარკერი (13+5 პასი), ჯინობილი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
უარი 50 მილიონზე - ვემბანიამამ "სპურსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
სარეკორდო ტრანსფერი - ლუკა ვუშკოვიჩი პრემიერ ლიგაში ითამაშებს
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
[VIDEO] ლებრონის ლიდერობით - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონის" ბარიერი დაძლია და "ოკლაჰომას" დაუპირისპირდება
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
ლებრონი VS დურანტი, მამუკელაშვილი ჰარდენის წინააღმდეგ და გოგას შანსი - NBA-ის პლეი-ოფისა და ფლეი-ინის ყველა წყვილი ცნობილია