ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ვინ ზევით, ვინ ქვემოთ და ვინ ბაზარში

ვინ ზევით, ვინ ქვემოთ და ვინ ბაზარში

ჯეიმი რედნაპის ტურის მიმოხილვა

ინგლისში „ბოქსინგ დეი“ ჩატარდა - ტური, რომელიც ერთი შეხედვით სხვა ტურებისგან არაფრით განსხვავდება, მაგრამ, ვინაიდან, ტრადიციულად შობის მეორე დღეს იმართება, მას სახალხო დღესასწაულის მნიშვნელობას ანიჭებენ. ამ ტურის ბოლო, მთავარი მატჩი, „არსენალსა“ და „ჩელსის“ შორის მთლად „ბოქსინგ დღეს“ არ ჩატარებულა, ჩაროზად შემოინახეს და ამდენად ყოფილი ფეხბურთელის, ჯეიმი რედნაპის მიმოხილვაში ვერ შევიდა, მაგრამ დანარჩენზე ყოფილ ლივერპულელს ასეთი აზრი შეექმნა:

ირწმუნე, კარლტონ

ამ ტურში ერთხელაც გამოჩნდა, რომ კარლტონ კოული ყოველმხრივ ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ სტაბილურობა აკლია. რაგინდ უცნაურად გეჩვენოთ, განსაკუთრებით საკუთარი ფანების წინაშე უჭირს. „ვესტ ჰემის“ გულშემატკივრები არასდროს არიან დარწმუნებული, რომ მათი თავდამსხმელი კარგად ითამაშებს. ახლაც სტუმრად გამოიჩინა თავი: „კრეივენ კოტეჯზე“ „ფულჰემის“ კარში ორი გოლი შეაგდო. მეორე მართლა განსაკუთრებული იყო. ასე ფერნანდო ტორესს რომ გაეტანა ტელევიზიები მაისამდე გაიმეორებდნენ. მოკლედ, დროა ამ ზორბა კაცმა საკუთარი ძალიებისა ირწმუნოს.

ყიდვის დროა

ყოველთვის მარკ ჰიუზის დიდი პატივისმცემელი გახლდით. მწამს, „ფულჰემში“ შექმნილ რთულ მდგომარეობასაც გაართმევს თავს, მაგრამ ამ საქმეში თავმჯდომარის დახმარება დასჭირდება. ჩახედეთ ცხრილს, მიმდინარე ჩემპიონატში ლონდონელებს ორად ორი თამაში აქვთ მოგებული, რაც იმას ნიშნავს, რომ იანვარში სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობაა საჭირო. „ფულჰემის“ მეპატრონემ, ბატონმა მოჰამად ალ ფაიედმა საახალწლო ვაჭრობის ამბები კარგად იცის – დიდხანს ფლობდა ლონდონის ერთ-ერთ გამოჩენილ მაღაზიას. ახლა მას თავად მოუწევს ჯიბეზე ხელის გაკვრა. თავდამსხმელია საჭირო.

შვიდი ქულა

პრემიერლიგის ცხრილი ძალიან მეტყველი რამ გახლავთ: მეცხრე ადგილზე მყოფ „ნიუკასლსა“ და აუტსაიდერ „ვულვერჰემპტონს“ შორის სხვაობა მხოლოდ 7 ქულაა. „ვულვზი“ კვირას მასავით გასავარდნთა ზონაში მყოფმა „უიგანმა“ დაამარცხა, რაც რობერტო მარტინესისთვის ბრწყინვალე შედეგი იყო, თუმცა აქ სხვა რამეზე მინდა თქვენი ყურადღების გამახვილება – ნებისმიერმა აუტსაიდერმა ძალ-ღონე რომ მოიკრიბოს, თავისუფლად შეუძლია არათუ თავის გადარჩენა, არამედ ცხრილის შუაში დამკვიდრებაც კი. მეორე მხრივ, დღეს, ცხრილის შუაში ყოფნა სულაც არ ნიშნავს, რომ თავი ქუდში გაქვს. ფეხის დაცდენა და ნებისმიერი ფსკერზე აღმოჩნდება.

ქირაობას ცოდნა უნდა

ფეხბურთელის დაქირავების სისტემას იმთავითვე უამრავი კრიტიკოსი ჰყავდა, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ ნიჭიერ ახალგაზრდათა განვითარების საქმეს ეს მეთოდი კარგად ემსახურება – თუ ახალგაზრდა ნიჭიერია, მაგრამ ჯერ თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, მას სხვა გუნდში აქირავებენ, სადაც იგი გამოცდილებას იღებს. თავის დროზე ასე გაატარეს გარკვეული ხანი სხვადასხვა სუსტ გუნდებში ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან: დევიდ ბექჰემი (პრესტონში), ფრენკ ლამპარდი (სუონსიში) და რიო ფერდინანდი (ბურნმუთში). ამ პრაქტიკას ერთგულად მისდევს „მანჩესტერ იუნაიტედი“ - დენი უელბეკი „სანდერლენდში“ ჰყავს, ტომ კლივერლი კი შარშან „უოტფორდში“ ჰყავდა, ხოლო წლეულს „უიგანში“ გაუშვა. სწორედ 21 წლის ნახევარმცველმა გაიტანა შობის მეორე დღეს გოლი „ვულვერჰემპტონის“ კარში.

მშვენიერი მანჩესტერი

დიმიტარ ბერბატოვმა უკვე 14 გოლი გაიტანა, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კი „არსენალი“ და „ჩელსი“ ჩამოიტოვა – რა თავისებური სანახაობაა ქალაქ მანჩესტერის ორი გუნდი ცხრილის სათავეში პირველ და მეორე ადგილებზე, არა? ამ ორი გუნდიდან ერთი ტრადიციულია, ასე ვთქვათ, ლიდერთა ძველი გვარდიის წარმომადგენელი, მეორე კი „ახალი სისხლი“ გახლავთ, წინა ტურში „ევერტონთან“ დამარცხების შემდეგ გონს მოგებული.

საჭიროა დახმარება

„ბლექბერნის“ ახალ მეპატრონეებს სეზონის მეხუთე ადგილზე ჩამთავრება სურთ, მაგრამ, თუ ასე გააგრძელეს, პრემიერლიგისა რა მოგახსენოთ და „ჩემპიონშიფში“ კი შეიძლება მართლა გამოკრან მეხუთეობას ხელი – გაისად, რასაკვირველია. ბლექბერნელები ნიჭიერ ხალხს კარგავენ. ჯერ იყო და მუხლის ტრავმის გამო ფილ ჯონსი დაკარგეს, ახლა კი განრისხებულმა კრისტოფერ სამბამ მოიგლიჯა კაპიტნის სამკლავური. თუ ახალ მეპატრონეებს დებიუტანტი მწვრთნელის, სტივ კინის დახმარება სურთ, იანვრის სატრანსფერო ბაზარზე ჯიბეზე ხელი უნდა გაიკრან.

შეუპოვართა გუნდი

რაც მე ფეხბურთს ვუყურებ, არ მახსოვს „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ ასეთი თამაში მოეგოს: ლონდონელები ბირმინგემში, „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ ათნი დარჩნენ და თამაშის უმეტესი ნაწილი ჯერ კიდევ წინ იყო. ეს სხვას არაფერს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ამ გუნდში შეკრებილ მოთამაშეთა ჯგუფს უტეხი სული და გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. კიდევ, ვატყობ, რომ ამ ფეხბურთელებს ერთად თამაში სიამოვნებთ. ორი გოლით რაფაელ ვან დერ ვაარტმა ყველას თვალი მოჭრა, მაგრამ ბენუა ასუ-ეკოტომ უმაღლესი დონის ფეხბურთი ითამაშა. იონ ქაბულის ბადალი ახალგაზრდა ცენტრალური მცველი დღეს პრემიერლიგაში არ თამაშობს, უილსონ პალასიოსი კი ძველებურად საუკეთესო ფორმაშია.

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა

[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა