რევაზ ჩელებაძე: "კლუბი მაინც მუნიციპალიტეტს დარჩება, ბიზნესმენი კი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სტადიონის მოვლა-პატრონობაში შეგვეშველება"

ბოლო პერიოდში გავრცელდა ხმები, თითქოს უმაღლესი ლიგის ორ კლუბს, შესაძლოა, მეპატრონე შეუცვალონ. ლაპარაკია ქობულეთის "შუქურასა" და რუსთავის "მეტალურგზე".

"ლელო" შეეცადა, გაერკვია, ჭორია ეს ხმები თუ სიმართლე?

ცოტა ხნის წინათ ქობულეთის "შუქურას"ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა 932 ათასი ლარი გამოუყო. ეს წლის ბოლომდე სამყოფი თანხაა, რომლითაც უნდა გაისტუმრონ ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და პერსონალის სამი თვის აუნაზღაურებელი ხელფას-პრემიები. ცხადია, ეს ჩვენს პირობებში საკმაოდ დიდი თანხაა, რომლითაც უმაღლესი ლიგის ბევრი კლუბი არ არის განებივრებული.

"შუქურასთან" დაკავშირებით ითქვა ისიც, რომ ქობულეთური კლუბის მიმართ ინტერესი უცნობმა ბიზნესმენმა გამოხატა. კომენტარისთვის "შუქურას" პრეზიდენტ რევაზ ჩელებაძეს დავუკავშირდით:

"საქმე სხვაგვარადაა. კლუბის შეძენაზე ლაპარაკი არ ყოფილა და ამ კაცის დასახელებასაც მოვერიდები. ვერც იმას გავამხელ, ეს ბიზნესმენი ქართველია თუ უცხოელი. მან კატეგორიულად მითხრა, რომ "შუქურაში" მის მოსვლაზე აჟიოტაჟი არ სურს.

ის "შუქურას" იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუ ევროპის ლიგის საგზურს მოვიპოვებთ. ასეთ შემთხვევაში, კლუბი მაინც მუნიციპალიტეტს დარჩება, ბიზნესმენი კი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სტადიონის მოვლა-პატრონობაში შეგვეშველება.

მოკლედ, ლაპარაკია არა კლუბის ახალ მეპატრონეზე, არამედ შესაძლო სპონსორზე", - ამბობს ჩელებაძე.

საქართველოს ჩემპიონატში 12 ტური მიილია. "შუქურა" 14 ქულით მე-12 ადგილზეა, რაც ევროსაგზურის მოპოვებას არარეალურს ხდის. თუმცა ჩელებაძე ფიქრობს, რომ შანსი ჯერ კიდევ არის:

"მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ "დილას" და "სამტრედიას" სულ 7 ქულით ჩამოვრჩებით. დარჩენილ 18 ტურში ამ სხვაობის შემცირება და მათი გადასწრება გადაულახავ ამოცანად სულაც არ მიმაჩნია.

გაიხსენეთ, მიმდინარე ჩემპიონატში რა მოხდა: ბათუმის "დინამომ" შინ ერთ-ერთ ლიდერ ცხინვალის "სპარტაკთან" წააგო, რომელიც პირველადგილოსან თბილისის "დინამოსთან" 1:6 დამარცხდა. ამ დროს კი ბათუმელები თბილისში ჩავიდნენ და "დინამოს" 1:0 მოუგეს.

ეს ფაქტები მიანიშნებს, რომ უმაღლეს ლიგაში გუნდების დონე გათანაბრდა, რაც ჩვენთვის სტიმული უნდა გახდეს".

"შუქურას" პრეზიდენტი ახალ მთავარ მწვრთნელზეც გველაპარაკა:

"უკრაინელი კონსტანტინ ფროლოვი საინტერესო სპეციალისტია. ის წლის ბოლომდე ჩვენი მთავარი კონსულტანტი იქნება, მთავარ მწვრთნელად კი 1-ლი იანვრიდან დაინიშნება.

მასთან ჯერ მხოლოდ ექვსთვიან კონტრაქტს გავაფორმებთ, რადგან პირდაპირ ვუთხარი - ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ყველაფერი შედეგებზე იქნება დამოკიდებული-მეთქი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jandacva
ნეტარ არიან მორწმუნენი :) იგივე დილასა და სამტრედიასთან რომ 2 მატჩი გაქვს კიდევ გასამართი ბატონო რევაზ?და წინ კიდევ სპარტაკი,ტორპედო და დინამო ბთ გელოდებათ? წარმატება იქნება ალბათ თასის ხაზით მაგრამ იქაც ჯერ დინ.თბ არის და ამასთანავე წესებია შეცვლილი ევროპალიგაზე მოხვედრისა თასის გათამაშებიდან :) მოკელდ დიდი კონკურენცია გააჩინა ამ 16 გუნდიანმა :)
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე
რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა