ახალი მეთოდოლოგიის ორი კომპონენტი
ზურაბ წოწორია 44 წლის სპეციალისტია. ახლა ის გერმანიაში ცხოვრობს და მომავალ თაობებს ზრდის. თავის დროზე კი 35-ე სკოლაში ზურაბ მაისურაძესთან ვარჯიშობდა, სადაც მისი თანაგუნდელები იყვნენ ომარ თეთრაძე, გუბაზ დოლიძე, რევაზ არველაძე...

"უკვე 17 წელია, რაც გერმანიაში ვცხოვრობ. მაღალ დონეზე არ მითამაშია, მე-4 ლიგის გუნდებში გამოვდიოდი, რადგან მუხლებზე 4 ოპერაცია გავიკეთე და კარიერაც ნაადრევად დავასრულე. მერე გერმანიაში კურსებს ვესწრებოდი, სამწვრთნელო საქმეს მივყავი ხელი და ლიცენზია ავიღე. ჯერ უფროსებში ვმუშაობდი, მაგრამ მერე პატარების ფეხბურთში მუშაობა ვამჯობინე. ახლა ვარ ზაარბრიუკენთან ახლოს ბუტლიგენის საფეხბურთო აკადემიაში და 1998-99 წლებში დაბადებული ბავშვების გუნდის მთავარ მწვრთნელად ვმუშაობ", - ამბობს წოწორია.

ის გერმანელთა წარმატებული მუშაობის საფუძვლებზეც გველაპარაკა:

"ბოლო ათი წელია, გერმანელებმა ახალი საფეხბურთო მეთოდოლოგიის დანერგვა დაიწყეს, რამაც შედეგიც გამოიღო - ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბუნდესნაკრებმა მეოთხედ მოიპოვა პლანეტის საუკეთესო ნაკრების სახელი. გარდა ამისა, გერმანულმა გუნდებმა პოზიცია საკლუბო დონეზეც დაიბრუნეს. იციან, რომ მათი პლუსი შრომისმოყვარეობა და დისციპლინაა. ახალი საფეხბურთო მეთოდოლოგიის ამოსავალი წერტილიც ამ ორ კომპონენტზეა დაფუძნებული".

წოწორიას თქმით, წარმატების წინაპირობა მაინც გერმანელთა სამუშაო გარემო იყო: "მათ აქვთ უმაღლესი პირობები. ნიშნის მოგებით არ ვამბობ - გერმანიაში მოყვარულთა გუნდებსაც ისეთი პირობები აქვთ, შესაძლოა, ჩვენთან უმაღლესი ლიგის გუნდებს არც დაესიზმროთ. სტადიონები, მოედნები, ბაზები, გასახდელები, დამხმარე დარბაზები, სამედიცინო მომსახურება... ეს ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. საქართველოში კი ბევრი ისეთი სტადიონია, სადაც ნორმალური არც ტრიბუნებია, არც გასახდელი და არც საშხაპე, თავად სტადიონების საერთო მდგომარეობაზე რომ არაფერი ვთქვათ".

ზურაბს გერმანიის დაბალი ლიგების ფინანსურ შესაძლებლობებზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა:

"მათი სისტემა ჩვენგან განსხვავებულია. აქ კლუბს ან სკოლას, ძირითადად, ერთი პიროვნება აფინანსებს. გერმანიაში სახელმწიფო ბევრ კლუბს ინახავს. მაგრამ ბევრიც საკუთარ თავს აქციონერების, სპონსორებისა და შემოსავლების წყაროების მაქსიმალური ათვისებით პატრონობს. კლუბები მოგებას კომფორტითაც იღებენ. მაგალითად, სანამ ბავშვი ვარჯიშობს, მშობელი სტადიონის კაფეში ან ბარში ისვენებს, ყავას მიირთმევს. იქვეა სპორტული მაღაზია, გასართობი ცენტრები და ასე შემდეგ. ესეც დამატებითი შემოსავალია. სტადიონები ზოგი სახელმწიფოსია, ზოგიც - კერძო. თანხის ნაწილს სახელმწიფო შეღავათიანი პირობებით გასცემს, დანარჩენს კი კლუბი იღებს და უვლის ინფრასტრუქტურას, აძლიერებს საფუძვლებს და საბოლოოდ, მოგებაზე გასვლას ცდილობს. დიდ როლს თამაშობენ სპონსორებიც. დაბალ ლიგებსა და სკოლებში კონტრაქტები დიდ თანხებზე არ ფორმდება, მაგრამ ხელშეკრულებას ბევრ წვრილ კომპანიასთან ან ბიზნესმენთან აფორმებენ, წვრილ-წვრილად შეგროვებული თანხით კი სკოლა და გუნდი თავს ირჩენენ".

მერაბ მამულაშვილი

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა