ინგლისი. პრემიერლიგა. XX ტურის წინ

პრემიერლიგის ლიდერი „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2010 წლის ბოლო შეხვედრას ბირმინგემის „სენტ ენდრიუზე“ ატარებს. თითქოს უპირობო ფავორიტია, არა? ასე თქვენ ფიქრობთ, თორემ, აბა, ბირმინგემელების მწვრთნელს, ალექს მაკლიშს ჰკითხეთ. მისმა ბიჭებმა დღევანდელი შეხვედრის წინ გემრიელად დაისვენეს – ამინდმა არდადეგები მოუწყო. დიახ, „ბირმინგემს“ ზედიზედ ორი მატჩი გადაედო, 12 დეკემბრის შემდეგ ბურთი არ გაუგორებია.

„რა ხანია გუნდები საახალწლო დასვენებას ითხოვენ, ჰოდა, ინებეთ, - იხუმრა შოტლანდიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, რომლის ხელმძღვანელობით სქოთებმა თბილისში 2007 წელს საქართველოს ნაკრებთან 2:0 წააგეს – არა მგონია, რომ ამ დასვენების გამო ჩემს ბიჭებს სიმწვავე დაეკარგათ. ვარჯიშებზე სრული დატვირთვით ვიხარჯებოდით. რასაკვირველია, ის, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ წაუგებლად მიდის შთამბეჭდავია, მაგრამ ისიც ხომ უნდა დამარცხდეს ადრე თუ გვიან? ჰოდა, იმედი მაქვს, რომ ეს სწორედ ჩვენთან შეხვედრაში მოხდება. სად-სად და „სენტ ენდრიუზე“ ადრეც წაგვიქცევია დიდი გუნდები“.

„ამ სეზონში ყველა ყველას უგებს და მშვიდად ვერც ერთ მეტოქესთან თამაშის წინ ვერ იქნები“, - დაადასტურა მანჩესტერელთა ვეტერანმა რაიან გიგზმა.

„მანჩესტერ სიტიმ“ კი გაიგულა „იუნაიტედი“ ქალაქიდან და ბირმინგემის მეორე გუნდს, „ასტონ ვილას“ მასპინძლობს. „სიტის“ კოლო ტურე უბრუნდება – ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა. „ვილას“ ემილ ჰესკი ჰყავს დაშავებული და ითამაშებს თუ ვერა საღამომდე, თავადაც არ ეცოდინება. სტატისტიკის მოყვარულთათვის: „ვილას“ ისტლენდზე 2007 წლის მერე არ მოუგია.

„სტოკი“ „ფულჰემს“ მასპინძლობს და თავს იმით იგულიანებს, რომ „ბლექპულთან“ წაგებამდე საკუთარ კედლებში 9 შესაძლებლიდან 7 ქულა ჰქონდა მოპოვებული – ესე იგი „სახლის გუნდია“. „ფულჰემს“ კი „კრეივენ კოტეჯის“ გარეთ, გასული სეზონის პირველი ტურის მერე არ მოუგია.

„სანდერლენდი“ „ბლექპულს“ მასპინძლობს და ისიც ყინჩად არის, რადგან ამ სეზონში შინ არ აგებს, მაგრამ არც ზღვისპირელები არიან ყურჩამოყრილნი – სტუმრად 4 მოიგეს და 2 ფრედ ითამაშეს.

„ჩემპიონის ტიტული? რატომაც არა, გამორიცხული არაფერია, მაგრამ ბუქმეიქერები ლიდერთა შორის აუტსაიდერად მიგვიჩნევენ და კაცმა რომ თქვას მართლებიც არიან“ - მიკიბ-მოკიბა „ტოტენჰემის“ თავკაცმა ჰარი რედნაპმა „ნიუკასლთან“ მასპინძლობის წინ. ცნობისთვის: „დეზებმა“ „კაჭკაჭებს“ ბოლოს 2009 წლის აპრილში აჯობეს - 1:0.

„ბლექბერნი“ ვესტ ბრომვიჩში მიდის, რაც იმით არის საყურადღებო, რომ ეს გუნდის პირველი გასვლაა მას მერე, რაც ახალმა, ინდოელმა მეპატრონეებმა თანამდებობიდან სემ ელერდაისი დაიფრინეს. ისე, „ბლექბერნს“ ვესტ ბრომვიჩში 2002 წლის სექტემბრის მერე არ მოუგია.

„ევერტონს“ ბოლო 7 გასვლა არ წაუგია, ხოლო „აპტონ პარკზე“ ბოლო 4 სტუმრობა მოგებით დაასრულა, ასე რომ ფრთხილად „ვესტ ჰემო“!
დღეს
მანჩესტერ სიტი-ასტონ ვილა 19:00

ტრავმა: ადებაიორი, ბრიჯი – ლ. იანგი, ე. იანგი, ჰესკი

სტოკი-ფულჰემი 19:00

ტრავმა: ეზერინგტონი - დემბელე, სენდეროსი, ზამორა, სტოორი

სანდერლენდი-ბლექპული 19:00

დისკვალიფიკაცია: ადამი (ბლექპული)

ტრავმა: მენსა, ტერნერი, კემპბელი – გილკსი, ბეშემი, კლერკი, ჰერევუდი, ელმონდი,

ტოტენჰემი-ნიუკასლი 19:00

დისკვალიფიკაცია: დეფო (ტოტენჰემი), ნოლანი (ნიუკასლი)

ტრავმა: გალასი, ჰადლსტოუნი (ორივე ტოტენჰემი)

ვესტ ბრომვიჩი-ბლექბერნი 19:00

დისკვალიფიკაცია: ბრანტი (ვესტ ბრომვიჩი)

ტრავმა: ტომასი – გრელა, ნზონზი, ენდრიუსი, რობერტსი, ფ. ჯონსი

ვესტ ჰემი-ევერტონი 21:30

დისკვალიფიკაცია: ენიჩიბე (ევერტონი)

ტრავმა: და კოსტა, ნობლი, კოლისონი, ბეჰრამი, ბარერა, მაკარტი – ოსმანი, ჰეიტინგა

ბირმინგემი-მანჩესტერ იუნაიტედი 24:00

ტრავმა: ჰლები, მაკფადენი – ჰარგრივზი, ო’ში, სქოულზი, ვალენსია

ხვალ

ჩელსი-ბოლტონი 23:45

უიგანი-არსენალი 23:45

ლივერპული-ვულვზი 24:00

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა