შაქირის იანვარში წასვლა უნდა
"ბაიერნის" ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა არიენ რობენმა თავისი გუნდის მთავარ მწვრთნელზე, ხოსეპ გვარდიოლაზე ილაპარაკა.

"გვარდიოლა ფეხბურთით არის ავად. მას შეუძლია ღამის სამ საათზე დაგირეკოს და ტაქტიკაზე დაიწყოს ლაპარაკი.

მის ხელში "ბაიერნი" უფრო მოქნილი გახდა.

ჩვენ გვაქვს თამაშის სხვადასხვა სისტემა, რომელიც შეგვიძლია ერთი მატჩის დროს გამოვიყენოთ - სიტუაციიდან და ამოცანებიდან გამომდინარე. მან გუნდი უფრო არაპროგნოზირებადი გახადა", - ამბობს რობენი.

მოგეხსენებათ, რობენი მოხვდა 23 ფეხბურთელის სიაში, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ "ოქროს ბურთის" მიღებაზე. თუმცა გამოცდილი ფეხბურთელი არ არის დარწმუნებული, რომ პრიზი სწორედ მას შეხვდება.

"სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს სხვა ფეხბურთელებთან საკუთარი თავის შედარება, მაგრამ, ამასთან, მიმაჩნია, რომ მესი და რონალდო ფეხბურთის ნამდვილი მონსტრები არიან. ინდივიდუალური თვალსაზრისით, ისინი სხვებზე მაღლა დგანან. თუნდაც ბრწყინვალე გერმანელ ფეხბურთელებზე, რომლებმაც მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატი მოიგეს", - განაცხადა რობენმა ჟურნალ France Football-თან ინტერვიუში.

შაქირის იანვარში წასვლა უნდა

მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა სერდან შაქირიმ განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას სურდა თავისი ამჟამინდელი კლუბის დატოვება. შვეიცარიელ ფეხბურთელს კარგად ესმის, რომ გერმანიის ჩემპიონის რიგებში დიდი კონკურენციაა, მას კი მეტი სათამაშო დრო სჭირდება.

"ზაფხულში მინდოდა "ბავარიის" დატოვება, მაგრამ კლუბმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო და ამას უნდა შევეგუო. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ვგრძნობდი, რომ ჩემთვის რაღაც ახლის მოსინჯვაა საჭირო. ზამთარში ისევ განვიხილავ ამ საკითხს კლუბის ხელმძღვანელობასთან", - ამბობს შაქირი ინტერნეტგამოცემა Blick-თან კომენტარში.

ამ განცხადების პარალელურად, იტალიურმა Tuttosport-მა დაწერა, რომ შაქირის მიმართ ინტერესს გამოთქვამს ტურინის "იუვენტუსი". წყაროს ცნობით, "ბებერი სინიორა" შვეიცარიელის შეძენას სწორედ ზამთრის სატრანსფერო ბაზრისას ეცდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Mindia
მე მგონია ნეიმარი ან იგივე რობენი იმსახურებენ პირველობას
ბერდია ჯანელიძე
მესი პირველია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
რიბერი: მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით
ტურინის "იუვენტუსმა" სერდან შაქირის იჯარა შეათანხმა
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
"ჩემი ყოფილი ცოლია, წარმოუდგენლად მიყვარს, მაგრამ ვნება დავკარგეთ..." - როგორ მიმართა ლეგენდარულმა გვარდიოლამ ფეხბურთელებს
სერდან შაქირი: ინგლისში შემტევი ფეხბურთით ვტკბები
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
არიენ რობენმა სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"წამოდი პარიზში, როგორც ჯოკერი..." - მიულერი ყოფილ თანაგუნდელს დაბრუნებას ულოცავს და პარიზში ეპატიჟება
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
არიენ რობენი დეკემბრამდე ვერ ითამაშებს
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
არიენ რობენი დაბრუნდა! [VIDEO]
სერდან შაქირი მიუნხენის "ბაიერნს" ზამთარში დატოვებს