ბრიტანეთის გრან-პრის შემდეგ კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა "რედ ბული" და მისი 33 წლის ავსტრალიელი პილოტი მარკ უებერი.

ბრიტანეთის გრან-პრის შემდეგ კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა "რედ ბული" და მისი 33 წლის ავსტრალიელი პილოტი მარკ უებერი. საერთო აზრით, მისი გამარჯვება ბრწყინვალე აღმოჩნდა, მით უმეტეს იმ ისტორიის შემდეგ, რაც კვირას გამართულ რბოლას უძღოდა წინ.

მხედველობაში გვაქვს ე. წ. "წინა ანტიფრთის" ისტორია, რომელმაც მთელი ფორმულა 1-ის სამყარო გააოგნა. ავსტრიულმა საჯინიბომ კიდევ ერთხელ ღიად დაანახა ყველას, რომელ პილოტს ანიჭებს უპირატესობას. კვირას ავსტრიელთა ბოქსები ორ ნაწილად იყო გაყოფილი. უებერის ინჟინრებმა და მექანიკოსებმა აშკარად ღია პროტესტი გამოხატეს გუნდის ხელმძღვანელობის მიმართ, როცა ავსტრალიელის მანქანიდან ახალი წინა ანტიფრთა მოხსნეს და ის სებასტიან ფეტელის მანქანას დაუყენეს. მარკის გამარჯვების შემდეგ, მისმა მექანიკოსებმა ბოლიდიდან ძველი ანტიფრთა მოხსნეს და ცხვირწინ დაუქნიეს ფეტელის გარაჟის ინჟინრებს.

ბრიტანული გაზეთების უმრავლესობამ დაწვრილებით მოუყვა მკითხველებს "რედ ბულის" ბანაკში მომხდარი ამბები.

რბოლის წინ უებერი ისე იყო მომხდარის გამო გაოგნებული და გაბრაზებული, რომ საუზმეს არ მიეკარა. "ის ისეთი სახით დაჰყურებდა კერძს, რომ მზად იყო თეფში კედელზე მიემსხვრია, - ყვება მარკის მამა - ალან უებერი. - სწორედ იმ მომენტში ტელევიზორში მარტინ ბრანდლი აჩვენეს (ფორმულა 1-ის ექსპილოტი, BBC-ის ერთ-ერთი კომენტატორი), რომელმაც თქვა: "პირველ მოსახვევში დიდი ამბები დატრიალდება! არ გამოტოვოთ!" მარკმა თავი ასწია და თქვა: "სწორი ნათქვამია, სტარტზე მართლაც დიდი ამბები მოხდება!". შემეშინდა - გავიფიქრე ცხელ გულზე რაიმე სისულელე არ ჩაიდინოს-მეთქი. მაგრამ ახლა უზომოდ ამაყი ვარ ჩემი შვილის გამო - მან ემოციები მოთოკა, სტარტზე ხისტად, მაგრამ ცივი გონებით იმოქმედა და თავისი ჯგუფის დახმარებით მოიგო ეს რბოლა!"

სტარტზე უებერი ბრიტანული ავტოსპორტის ლეგენდამ, სერ სტირლინგ მოსმა დაარიგა. 80 წლის ყოფილმა პილოტმა მოგვიანებით BBC-ის განუცხადა: "მარკს უნდა ეჩვენებინა ბოსებისთვის: მიეცით ყველაფერი საუკეთესო ფეტელს, მე მაინც მოვიგებ რბოლას. მეც ზუსტად ასე მოვიქცეოდი, როგორც ეს მარკმა გააკეთა".

მაშ ასე, მეორედ ბოლო თვენახევრის განმავლობაში "რედ ბულის" ხელმძღვანელობას ურთიერთობების გარკვევა მოუწია ავსტრალიელ მარკ უებერთან. პირველ შემთხვევაში "საქმის გარჩევა" მილტონ კეინსში მოხდა - თურქეთის გრან-პრიზე უებერსა და ფეტელს შორის ავარიის შემდეგ. მაშინ ცხელ კვალზე გუნდის შეფობამ მომხდარში სწორედ ავსტრალიელი დაადანაშაულა. მართალია, ავსტრიულმა საჯინიბომ პრესაში და გუნდის შიგნით ხანძარი ჩააქრო, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ "რედ ბულის" ბოსი კრისტიან ჰორნერი შეცდომებზე ვერ სწავლობს, რადგან ის, რაც სილვერსტოუნში მოხდა, ასე იოლად დავიწყებას ვერ მიეცემა და სეზონის ბოლომდე ეს გუნდი მუდმივად ჟურნალისტთა ყურადღების ცენტრში იქნება.

როგორც ჩანს, ჰორნერს გულზე მოხვდა უებერის სიტყვები იმაზე, რომ პილოტმა ნაადრევად იცოდა როგორ მოექცეოდა გუნდი და ამიტომაც არ გაახანგრძლივა კონტრაქტი. მაგრამ მომავალ ურთიერთობებზე საუბრის ინიციატორად არა ჰორნერი, არამედ უებერი მოგვევლინა. ბოსი დაპირდა თავის პილოტს ურთიერთობის დარეგულირებას და განაცხადა, რომ თუ ორი კვირის შემდეგ გერმანიაში გუნდი ანალოგიური არჩევანის წინაშე დადგება, გადაწყვეტილებას სხვა კრიტერიუმით მიიღებს: "რადგან ამ მომენტში საერთო ჩათვლაში მარკი სებასტიანზე წინ დგას, გადაწყვეტილებას მის სასარგებლოდ მივიღებთ".

ჰორნერმა ისიც თქვა: რომ საზოგადოების ნეგატიური რეაქციის მიუხედავად, ის არაფერზე არ ნანობს: "ხანდახან გიხდება არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება".

უებერის სიტყვებს მეორე პილოტისა და კონტრაქტის შესახებ ჰორნერმა ასეთი კომენტარი გაუკეთა: "ყველამ ვიცით, რომ მარკი - აფორიზმების ოსტატია. მისი კომენტარები ცხელ გულზე გაკეთდა, ამიტომაც მას დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებ. დიახ, ის გაბრაზებულია, მაგრამ ჩვენ ხომ ერთი ანტიფრთა გვქონდა და მას ორ ნაწილად ვერ გავხერხავდი. მარკის მიერ გაფორმებულ კონტრაქტში ერთი სიტყვაც არ წერია მეორე პილოტის სტატუსზე. უებერმა იცის, რამდენს ვაკეთებს იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ მას, წინ წავიდეს და ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლოს. მეეჭვება, მან ამ ყველაფერზე უარი თქვას".

ფერარი გათვალეს?

რაოდენ სასაცილოც არ უნდა მოგეჩვენოთ, "სკუდერიას" შეფი სტეფანო დომენიკალი სწორედ ასეთ ვერსიას ანიჭებს უპირატესობას. იტალიელები უდიდეს ენერგიას ხარჯავენ ბოლიდის დასახვეწად, თანაც პარასკევისა და შაბათის შედეგების გათვალისწინებით, აშკარად სწორი მიმართულებით მიდიან, მაგრამ როგორც კი რბოლა იწყება, იტალიელებს მთელი შრომა წყალში ეყრებათ.

ბრიტანეთის გრან-პრი ფერნანდო ალონსომ მესამე ადგილიდან დაიწყო, ფელიპე მასამ - მეშვიდედან. "ფერარი" გამარჯვებას თუ არა, ქულათა მარაგის სოლიდურ შევსებას ვარაუდობდა, სანაცვლოდ კი პირველად ამ სეზონში უქულოდ დაასრულა რბოლა.

"დარწმუნებული ვარ, ვიღაცამ გაგვთვალა, - განაცხადა დომენიკალიმ. - ყველაფერი ცუდი, რაც კი შეიძლება რომელიმე გუნდს დამართოს, სწორედ "ფერარის" გადახდა თავს. რა თქმა უნდა, განაწყენებულები ვართ, მაგრამ სინანულის დრო არ არის. თავი ხელში უნდა ავიყვანოთ, კონცენტრაცია მოვიკრიბოთ და ისე გავაგრძელოთ მუშაობა, როგორც ჩვენ გვახასიათებს. ინგლისიდან უქულოდ მივდივართ, მაგრამ დარწმუნებული ვართ იმაში, რომ მანქანას საჭირო პოტენციალი გააჩნია და გვყავს ისეთი პილოტები, რომლებიც მაღალ დონეზე დაგვაბრუნებენ".

ალონსო აღარ ბრაზობს

ზედიზედ მეორე რბოლაა პელოტონის ყველაზე უიღბლო პილოტი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო გახდა - ის ამჯერადაც რბოლის დირექტორატის გადაწყვეტილების გამო დაზარალდა.

შეგახსენებთ, რომ ვალენსიაში ესპანელი დაემორჩილა წესებს, არ გაასწრო პეისკარს და საბოლოოდ მერვე ადგილზე აღმოჩნდა, ლუის ჰემილტონმა კი პირიქით, წესი დაარღვია და რბოლა მეორე პოზიციაზე დაასრულა - ეს იმის გამო მოხვდა, რომ რბოლის სტიუარდებს 20 წრე დასჭირდათ ბრიტანელისთვის სასჯელის გამოსატანად. ამ დროისთვის კი ლუისის პოზიციებს ვერანაირი ჯარიმა ვეღარ შეარყევდა.

სილვერსტოუნში სტიუარდებმა თავად ალონსო დასაჯეს - იმისთვის, რომ რობერტ კუბიცასთან ბრძოლისას მოსახვევი მოჭრა და "რენოს" პილოტის წინ აღმოჩნდა. სხვათა შორის, სასჯელის გამოტანის მომენტში, პოლონელ პილოტს რბოლა უკვე დასრულებული ჰქონდა.

"საშინელი სტარტი გამომივიდა, - განაცხადა ფინიშის შემდეგ ალონსომ. - გადაცემის კოლოფთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა და კინაღამ მეშვიდე ადგილამდე დავეშვი. საბოლოოდ, უფრო ნელ კუბიცასა და ნიკო როსბერგს შორის აღმოვჩნდი". პიტსტოპის შემდეგ ესპანელი ისევ პოლონელის გვერდით დადგა, რომელმაც ფერნანდოს მოსახვევის მოჭრა აიძულა. "სხვაგან ვერც წავიდოდი. იქ რომ ბარიერი ყოფილიყო, ავარიას ვერ გადავურჩებოდი, მაშინ, ალბათ, არავინ დამადანაშაულებდა მოსახვევის მოჭრისთვის", - ასეთ კომენტარს აკეთებს ესპანელი პილოტი.

ამ ეპიზოდის შემდეგ ესპანელმა გუნდს რადიოთი ჰკითხა - გაეტარებინა თუ არა კუბიცა? "სანამ გუნდიდან პასუხი მოვიდა, მე უკვე ერთ პილოტს გავუსწარი, თანაც კუბიცამ სიჩქარე დააგდო და მალე რბოლა დატოვა. სტიუარდების გადაწყვეტილებას არ ვაპროტესტებ. ბოლოს და ბოლოს, ისინი მსაჯები არიან და ყოველთვის მართალს ამბობენ", - ამბობს ალონსო.

მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჩათვლის ლიდერთან ალონსოს 47 ქულა აშორებს, ესპანელი დანებებას არ აპირებს. "მხოლოდ სეზონის ნახევარია გასული, ამიტომაც დაკარგულის ასანაზღაურებლად დრო საკმარისად მაქვს, - თქვა ალონსომ. - უბრალოდ ახლა უნდა ვეცადო სხვებზე უკეთ გავაკეთო ჩემი საქმე".

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ