გამოჩენილ ქართველ სპორტსმენებთან ტრადიციულ შეხვედრას 13 ნოემბერს "ოქროს მატჩის" ერთ-ერთი გმირი ილია დათუნაშვილი სტუმრობდა
სულ მალე ძალიან ლამაზი თარიღი გველოდება: 18 ნოემბერს 50 წელიწადი სრულდება ქართული ფეხბურთის პირველი დიდი გამარჯვებიდან!

შეგახსენებთ, რომ 1964 წლის 18 ნოემბერს, ტაშკენტში ჩატარებულ "ოქროს მატჩში" თბილისის "დინამომ" მოსკოვის "ტორპედო" 4:1 დაამარცხა და პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. იმ მართლაც ოქროს მატჩის ერთ-ერთი გმირი კი ილია დათუნაშვილი გახლდათ, რომელმაც ძირითად დროში ანგარიში თავისი "საფირმო"... კუთხურით გაათანაბრა, დამატებითში კიდევ ერთი გოლიც გაიტანა და დასაბამი დაუდო იმ დიდ წარმატებას.

...ილია დათუნაშვილი იმ მართლაც გამორჩეული 60-იანელების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ: 1959-67 წლების სეზონში თბილისის "დინამოს" მაისურით 249 მატჩი ჩაატარა და 60 გოლი გაიტანა (სსრკ ჩემპიონატში, თასზე და საერთაშორისო შეხვედრებში). ჩემპიონობის გარდა, დათუნაშვილმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი ორჯერ მოიპოვა, ორჯერ დაასახელეს "33 საუკეთესოთა" შორის, თანაც, ყველაზე უცნაური ის იყო, რომ 1966 წელს, როცა ილია დათუნაშვილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მის ამპლუაში მაინც სხვას მიანიჭეს პირველობა.

1966 წელი მართლაც არასდროს დაავიწყდებათ ფეხბურთის ქართველ სტაჟიან ქომაგებს: თბილისის "დინამოსა" და ერევნის "არარატის" შეხვედრის პირველი ტაიმი 0:0 დამთავრდა, აი, შესვენების შემდეგ კი სტუმართა კარში 5 ბურთი გავიდა და ეს ხუთივე გოლი ილია დათუნაშვილმა გაიტანა! თანაც, 23 წუთის განმავლობაში...

...ილია დათუნაშვილის გამორჩეულ საფეხბურთო თუ არანაკლებ გამორჩეულ პიროვნულ თვისებებზე გუშინ, 13 ნოემბერს, უამრავი თბილი სიტყვა მოისმინა დამსწრე საზოგადოებამაც და ამ საღამოს მთავარმა "მოქმედმა პირმაც": ტოტალიზატორმა "ლიდერბეთმა" კიდევ ერთ ლამაზ ღონისძიებას უმასპინძლა, რომელსაც ჩვენმა კოლეგებმა: ბიძინა ბარათაშვილმა, ლევან სალუქვაძემ და გიგლა გვენცაძემ ჩაუყარეს საფუძველი.

"ქართული სპორტის ლიდერები", - აი, ასეთია გამოჩენილ ქართველ სპორტსმენებთან ამ ტრადიციული შეხვედრების სლოგანი და ქართული ფეხბურთის ისტორიაში კიდევ ერთ გამორჩეულ პიროვნებას გუშინ, 13 ნოემბერსაც მოეფერნენ.

შეხვედრას, ჩვეული ორატორობითა და იუმორით ჩვენი კოლეგა ჯამლეთ ხუხაშვილი უძღვებოდა. ილია დათუნაშვილის საფეხბურთო მიღწევებსა თუ სხვადასხვა ეპიზოდზე ქართული სპორტული მედიის წარმომადგენლებმაც (თენგიზ გაჩეჩილაძე, გია გორგოძე, თემურ ჯაფარიძე, თენგიზ პაჭკორია, სანდრო კოტორაშვილი, დემიკო ლოლაძე, გოჩა კაჭარავა, გია პლატონიშვილი) ისაუბრეს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმაც (თამაზ თევზაძე, ირაკლი დოლაბერიძე) და ვეტერანმა დინამოელებმაც (ზორბეგ ებრალიძე, ფირუზ კანთელაძე).

ვინ ვინ და ილია დათუნაშვილი (ვისაც ამ ცოტა ხნის წინათ 77 წელი შეუსრულდა) ასეთ თბილ სიტყვებსა და დაფასებას ნამდვილად იმსახურებს!..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ესპანიოლთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ბაიერნს" გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ..." - სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში
"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე
"გიჟდებიან ამ ბიჭზე იტალიაში... საოცარია, ვზივარ რომში ტაქსიში და..." - ბიძინა ბარათაშვილი კვარაცხელიაზე
დილა VS შირაქი - დადებითი ბალანსი
კიდევ ერთი რევოლუცია - თბილისის "დინამოს" მედია უწამლებს?
[ფრაგმენტი ისტორიიდან] დაუბრუნეთ ჯემალ ხერხაძეს ტიტული!
ბიძინა ბარათაშვილი: რომან ფიფიასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია
გრიგოლ დოლიძე: დადე ბურთი და მოჭერი!..
როდის და რატომ დაიწყო "დინამოსა" და "ტორპედოს" დაპირისპირება? [VIDEO]
იდეა: აღვადგინოთ მესხის ფინტი, ის ხომ ქართულმა გენმა წარმოშვა! [VIDEO]
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"ქართულ კლუბებში უმეტესად ბაყაყები მუშაობენ, რომლებსაც უნდათ ჭაობში სხდომა" - ლევან სალუქვაძემ ქართულ საკლუბო ფეხბურთზე ისაუბრა
ქართული ფეხბურთის ლეგენდა ილია დათუნაშვილი გარდაიცვალა
"გუნდში "ოქროს ბურთის" კანდიდატი ჰყავს და მის ნათქვამს ვერ ვიგებ" - ბიძინა ბარათაშვილი ოლისეს შესახებ სანიოლის განცხადებაზე
"მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ " - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, კაცმა დაგაყენა „ალმერესთან“ 10 ნომერზე, მთელი პირველი ტაიმი კარში არ დაურტყამს, მწვავე პასი არ გაუკეთებია..." - ლევან სალუქვაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა
ბიძინა ბარათაშვილი: ეს არის ჯოხი ორი ბოლოთი...
ბიძინა ბარათაშვილი: მაშინ ნახევარი სტადიონი გადავიდა მოედანზე
სეზონის ლაურეატები: ირაკლი მოდებაძე საქართველოში საუკეთესოა! [PHOTO]