თანაშემწედ მალდინი მოისურვა

"ინტერის" ახალი მთავარი მწვრთნელი ლეონარდო აშკარად "მილანის" მესვეურების ნერვებზე თამაშობს. როგორც ჩანს, ძალიან ნაწყენია იმაზე, რომ გასულ სეზონში ნაჩვენები შედეგი (მე-3 ადგილი) არ დაუფასეს და მასიმილიანო ალეგრით ჩაანაცვლეს. სხვას რას უნდა მივაწეროთ ის, რომ ლეონარდომ "ინტერში" პაოლო მალდინისთან ერთად მუშაობის სურვილი გამოთქვა. ბრაზილიელი სპეციალისტი თანაშემწეს ეძებს და ამ პოსტზე ლეგენდარული "მილანისტას" მიწევევის სურვილი გაუჩნდა. ამის შესახებ მან ღიად განაცხადა პრესასთან საუბარში. თავიდანვე გამორიცხული იყო, რომ მალდინის წინადადება მიეღო - ეს კარგად იცოდა ლეომ, მაგრამ განცხადება მაინც გააკეთა.

ჟურნალისტები პაოლო მალდინისაც შეეხმიანენ და შეთავაზებასთან დაკავშირებით მისი მოსაზრება მოისმინეს: "მწვრთნელობაზე ჯერჯერობით არ ვფიქრობ და შესაბამისად, ლეონარდოს წინადადებას ვერ მივიღებ. ის ჩემი ახლო მეგობარია და მინდა, რომ "ინტერში" დიდი წარმატებები ვუსურვო, თუმცა ამ გუნდში ჩემი ადგილი არ არის. მთელი საფეხბურთო კარიერა "მილანში" გავატარე, ამ გუნდის კაპიტანი ვიყავი და არა მგონია, "ინტერში" მუშაობის დაწყება გონივრული ნაბიჯი იყოს - ამიტომ, ამ ნაბიჯს უბრალოდ არ გადავდგამ".

აი, ასე მოკლედ მოჭრა მალდინიმ და ისეთი პასუხი გასცა ლეონარდოს, როგორსაც ეს უკანასკნელი ალბათ ელოდა კიდეც. თუმცა, ამ ინიციატივამ თავისი საქმე გააკეთა, ადრიანო გალიანი წყობიდან გამოვიდა და ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა: "ლეონარდოს დიდ პატივს ვცემ და კარგი იქნება თუ მისდამი ჩემი დამოკიდებულება არ შეიცვლება. წლების განმავლობაში "მილანში" თამაშობდა და შემდეგ უკვე კლუბის დირექტორატის წევრი იყო. ლეოს ადგილზე არასდროს დავთანხმდებოდი "ინტერის" გაწვრთნას და სიმართლე გითხრათ, მისი არ მესმის. მიუხედავად ამისა, არასდროს გამიკრიტიკებია და პირიქით, წარმატებაც კი ვუსურვე. თუმცა, პაოლო მალდინის "ნერაძურიში" მიწვევით ნამდვილად ზღვარს გადავიდა და ყველას გვაწყენინა. შესანიშნავად იცოდა, რომ პაოლო ამ წინადადებას არასდროს დათანხმდებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს შეთავაზება საჯაროდ გააცხადა. "მილანი" ერთი დიდი ოჯახია, სადაც თურმე არცთუ ღირსეული ადამიანებიც ხვდებიან".

იმდენი ქნა ლეონარდომ, რომ ადრიანო გალიანისგან უღირსი ადამიანის ეპითეტი დაიმსახურა. ალბათ, დაახლოებით ანალოგიური აზრი აქვს სილვიო ბერლუსკონისაც, რომელსაც ლეო წლების განმავლობაში მეორე მამას ეძახდა.

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს