სატრანსფერო ამბების აკიდო

რიგელი რუსი ანოეტას ჰაერიდან გააკონტროლებს

პრიმერადივიზიონის ერთ-ერთი აუტსაიდერი, მე-18 ადგილზე მყოფი "მალაგა" "რომას" 29 წლის ფორვარდ ჟულიო ბაპტიშტას შეუთანხმდა. "კორიერე დელო სპორტი" გვამცნობს, რომ ბრაზილიელი ფორვარდი დათანხმდა ხელფასის შემცირებას და წელიწადში 2,5 მილიონ ევროს მიიღებს, არადა "სტადიო ოლიმპიკოზე" მისი გასამრჯელო 3,2 მილიონი ევრო იყო. ბაპტიშტას კიდევ 18 თვე აკავშირებს "რომასთან", მაგრამ უახლოეს დღეებში ის 2014 წლემდე გააფორმებს ხელშეკრულებას ანდალუსიურ კლუბთან. იმისთვის, რომ იტალიურ კლუბს სახელფასო სალარო დაეზოგოს, "რომა" "მალაგას" 2-მილიონიან სატრანსფერო შეთავაზებას დასჯერდა. არადა, ბაპტიშტა 2008 წელს "როსონერი" 10 მილიონი ევროს საფასურად გახდა. მაშ ასე, "სან პაულუს", "სევილიას", "არსენალისა" და "რეალის" ყოფილი ფორვარდი ამიერიდან "მალაგასთვის" გაიტანს.

თუკი ბაპტიშტას ტრანსფერის ოფიციალურ გახმაურებას, სულ მცირე, რამდენიმე საათი მიანც გვაშორებს, "რეალ სოსიედადმა" უკვე წარადგინა ახალი შენაძენი. ზამთრის ტრანსფერის პირველი მერცხალი ბასკური გუნდისთვის ვინმე ვადიმ დემიდოვია. 24 წლის დემიდოვი ნორვეგიის ნაკრების წევრია და აქამდე "როსენბორგში" თამაშობდა. დემიდოვი რიგელი რუსია, ცნობილი ხელბურთელის, სერგეი დემიდოვის ვაჟი, რომელიც დიდი ხანი მოღვაწეობს ნორვეგიაში სპორტის ამ სახეობის მწვრთნელად. ამიტომაც, ეს რუსი ბიჭი "რუნარის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და ნამდვილი ნორვეგიელიცაა. დაგვავიწყდა გვეთქვა, რომ 186 სმ. სიმაღლის დემიდოვი მცველია და საჰაერო ორთაბრძოლებში ძალზე ყოჩაღია.

"ეკიპი" ამტკიცებს, რომ ფინანსურად შეჭირვებული "მალიორკა" მალე მცველ ივან რამისს შეელევა, რომელიც "პარი სენ ჟერმენში" გადავა. სხვათა შორის, რამისის ხელში ჩაგდება კიდევ ერთ კლუბს, კერძოდ, გლაზგოს "სელტიკს" სურს.

"ბარსელონამ" იბრაჰიმ აფელაი შეიძინა და კლუბში სავსებით არაორაზროვნად გამოაცხადეს, რომ ეს "ბლაუგრანას" პირველი და უკანასკნელი ტრანსფერია ზამთრის სეზონში. მოკლედ, "ბლაუგრანას" თავი ქუდში აქვს, პირველ ადგილზეა და სატრანსფერო სპეკულაციები ასე თუ ისე თავიდან აიცილა (გადავა თუ არა ნოლიტო "ბენფიკაში", ნაკლებად მნიშვნელოვანია). აი, "რეალი" კი ვერსად წაუვა ამ სპეკულაციებს. ჭორ-მართალის პირველი სალაპარაკო თემა კაკაა, რომელიც, სხვათა შორის, სრულად გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ მზად არის. კაკა "რეალიდან" "ინტერში" გადადის - წაიკითხავთ მოწინავე გამოცემების ფურცლებზე, ინტერნეტში... ზოგი 50 მილიონ ევროს ასახელეს, ზოგი კი - იჯარას. ჩვენ ნაკლებად გვჯერა, რომ ჟოზე მოურინიო კაკას შეელიოს, მით უფრო, რომ გუნდის შემტევ პოტენციალს გაძლიერება ესაჭიროება.

გუშინდელი "მარკა" იუწყებოდა, რომ "რეალი" უახლოეს დღეებში, შეიძლება, სამმა ლეგიონერმა დატოვოს, ორმა დიარამ და არგენტინელმა ესეკიელ გარაიმ. მაჰამადუ დიარას, რომ დიდი დღე არ უწერია "სამეფო კლუბში", ცხადია - მალელს თამაში წყურია, ჟოზე კი ამის გარანტიას მას ვერ აძლევს. თურმე, "რეალმა" დიარას "ბეშიქთაშიც" კი შეურჩია, მაგრამ თავად მაჰამადუ არჩევანის უფლებას იტოვებს. ფრანგმა ლასანა დიარამ ბოლო მატჩებში სამი ხედირას აჯობა სასტარტოსთვის ბრძოლაში, ამიტომაც, ნაკლებად გვგონია, რომ ჟოზე მას შეელიოს, მაგრამ არის ერთი ამბავიც - "მანჩესტერ იუნაიტედი" ლასანაში 14 მილიონ ევროს იხდის, ასეთ თანხაზე კი "რეალი" უარს არ იტყვის. გარაის საბაზრო ფასი 10 მილიონია, მისი სავარაუდო ნავსაყუდელი კი - "მილანი" ან "შალკე".

არგენტინული წარმოშობის იტალიის მოქალაქე პაბლო ოსვალდომ ამ სეზონში დიდებულად დაიწყო, რითაც ბევრი კლუბის ყურადღება მიიპყრო. ფეხბურთელის აგენტის ცნობით, 24 წლის ოსვალდოს შეძენა "იუვენტუსს" და "რეალს" არა (როგორც პრესაში დაიწერა), მაგრამ პრემიერლიგის რამდენიმე კლუბს კი სურს.

კი დავწერეთ, რომ "ბარსელონა" აღარ მოხვდება სატრანსფერო სიახლეებში, მაგრამ "მარკას" მაინც არ სჯერა "ბლაუგრანას" ბოსების და ამტკიცებს, რომ ამ კლუბს "რეალთან" სხვა ფრონტზეც დიდი ბრძოლა აქვს გამართული - ორივე გრანდს "ლას პალმასის" 21 წლის დრიბლიორის, ჯონათან ვიერას ხელში ჩაგდება სწადია. სულ ბოლო ცნობა, ცოტა არ იყოს, ალოგიკურად ჟღერს - "დნიპროს" "ალმერიას" ლიდერი, არგენტინელი პაბლო პიატი მონდომებია. ხუანდე რამოსი ლამის მთელი "დნიპროს" შეცვლას აპირებს, ამ კლუბს არც ფული აკლია, 21 წლის არგენტინელიც სასურველი ფეხბურთელია. მაგრამ, ვერ ვიჯერებთ, რომ ძალზე პერსპექტიული პიატი ფულს დახარბდება და ლა ლიგიდან გაცილებით დაბალი დონის ჩემპიონატში წავა. უკრაინელები "ალმერიას" 11 მილიონ ევროს სთავაზობენ.

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა