აფელაის ერთი სული აქვს, რომ...

2010 24 წლის შემტევი ნახევარმცველისთვის დიდებული წელიწადი გამოდგა - ჰოლანდიელი იბრაჰიმ აფელაი ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. მან მუნდიალზე სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, პსვ-ში კარგი თამაშით კი "ბარსა" დააინტერესა და 24 დეკემბერს 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ კატალონიური გრანდის სრულუფლებიანი წევრი გახდა. მაროკოული წარმოშობის აფელაი "ბარსელონაში" 20-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. გუშინ მასთან ინტერვიუ კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

- რას ფიქრობთ, კლუბში გატარებული ერთი დღის შემდეგ?

- ეს იყო დიდებული დღე, რომელიც ძალიან დიდ ხანს გაგრძელდა. უამრავი ტესტი გავიარე, შემდეგ, როცა სტადიონი ვნახე, ის ძალიან დიდად და ლამაზად მომეჩვენა.

- რას ნიშნავს თქვენთვის "ბარსას" ფეხბურთელობა?

- ალბათ, ყოველ ფეხბურთელს სურს, ერთხელ მაინც ითამაშოს "ბარსელონაში" და როცა პირველად ვითამაშებ, ვიტყვი, რომ ოცნება ამიხდა.

- "ბარსელონა"- პირველი რა ასოციაცია გაქვთ ამ სიტყვაზე?

- რომარიო, რონალდო, კუმანის გოლი "უემბლიზე" და კრუიფი, რა საკვირველია!

- როცა პირველად გაიგეთ, რომ თქვენით "ბარსა" დაინტერესდა...

- ძალიან ბედნიერი ვიყავი, მენეჯერმა მითხრა, რომ ყველაზე დიდი შანსი "ბარსაში" გადასვლის მქონდა. მოლაპარაკებებიც მალე დასრულდა, ყველაფერი კარგად იყო.

- ადრე თუ წარმოგედგინათ, რომ აქ ითამაშებდით?

- როცა ბავშვობიდან "ბარსელონას" ფანი ხარ, ამაზე მილიონჯერ მაინც გაიფიქრებ, მაგრამ იზრდები და ხვდები, რომ "ბარსელონაში" მოხვედრა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.

- პსვ-ში 17 წლისას გქონდათ დებიუტი...

- ყველაფერი ახალი იყო ჩემთვის, თანაგუნდელები ჩემზე დიდები და ფიზიკურად ბევრად ძლიერები იყვნენ.

- როგორ შეაფასებდით თქვენს კარიერას ეინდჰოვენში?

- ის ხომ ერთადერთი კლუბია, სადაც მითამაშია. პსვ ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილია.

- წლევანდელ "ბარსელონას" თუ უყურებდით ხოლმე?

- რა თქმა უნდა, "ბარსა" მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს. "რეალთან" მატჩს რომ ვუყურებდი, ერთი სული მქონდა, "კამპ ნოუზე" ვყოფილიყავი.

- ბევრი ამბობს, რომ ეს კლუბის საუკეთესო თამაში იყო, ეთანხმებით?

- დიახ. ასევე დიდებული იყო 6:2 "ბერნაბეუზე", ამ ორ მატჩში კლუბმა სხვა პლანეტის ფეხბურთი შემოგვთავაზა.

- როგორ ფიქრობთ, მალე შეეგუებით ახალ გუნდს?

- მე ძალიან ბევრს ვიშრომებ, თავს გადავდებ. თავიდან, ალბათ, ძალიან გამიჭირდება, მაგრამ ჩემს ადგილს მაინც მოვიპოვებ.

- თქვენ რამდენიმე პოზიციაზე შეგიძლიათ თამაში, უფრო კი სად მოგწონთ?

- შუახაზში, სადაც მწვრთნელი მეტყვის, იქ ვითამაშებ.

- რა აზრი ჩამოგიყალიბდათ ხოსეპ გვარდიოლაზე?

- დადებითი, მან ძალიან კარგად მიმიღო კლუბში.

- რამ გაგაკვირვათ აქ ყველაზე მეტად?

- სტადიონმა - "კამპ ნოუ" დიდებულია. აქ არასოდეს ვყოფილვარ და პირველად ნანახმა დიდებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, პირდაღებული ვუყურებდი ტრიბუნებს.

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა