გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა თომასს და იურგენს თავისი ლეგიტიმური შემცვლელები უწოდა

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა „მაინცის“ თავკაცი თომას ტუხელი და დორტმუნდის „ბორუსიას“ დამრიგებელი იურგენ კლოპი ქებით ცაში აიყვანა და ორივე მათგანს თავისი პოტენციური შემცვლელები უწოდა.

„წინა სეზონში საუკეთესო მწვრთნელები უდავოდ ლუის ვან გაალი და ფელიქს მაგათი იყვნენ, რითაც თითქოს დადასტურდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ გამოცდილი სპეციალისტები ახალგაზრდებზე უკეთ მუშაობენ, მაგრამ მიმდინარე სეზონში თომას ტუხელმა და იურგენ კლოპმა ეს მოსაზრება ისევ გააბათილეს. ჩემი აზრით, კლოპსა და ტუხელს გერმანიის ნაკრების გაწვრთნა შეუძლიათ. ამ სპეციალისტებს თავისებური, თანამედროვე და ძალიან საინტერესო საფეხბურთო ფილოსოფია აქვთ“, - განაცხადა ლიოვმა „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ტუხელსა და კლოპში ლიოვს ყველაზე მეტად ის მოსწონს, რომ როგორც იოგი, თომასი და იურგენიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს ანიჭებენ უპირატესობას, რითაც ბუნდესმწვრთნელის ფილოსოფიას ასი პროცენტით იზიარებენ.

„2010 წლის მუნდიალზე დამტკიცდა, რომ ჩემს მიერ არჩეული გზა, უპირატესობა ახალგაზრდა და ნიჭიერ ფეხბურთელებს მივანიჭო, სწორია. თამამად ვიტყვი, რომ „მაინცში“, „დორტმუნდში“ და სხვათა შორის „ფრაიბურგშიც“, ჩემს მოსაზრებებს იზიარებენ.

სამივე გუნდის თამაშის სტილი ძალიან ჰგავს გერმანიის ნაკრების თამაშის სტილს.

გერმანიის ნაკრებთან, ყველაზე მეტად, მაინც „დორტმუნდის“ ფეხბურთი ასოცირდება. კლოპის საფეხბურთო მსოფმხედველობაც სწრაფ, ტექნიკურ და კრეატიულ ფეხბურთზეა აგებული“, - თქვა იოგიმ.

ისე როგორ იქნებოდა, რომ ლიოვისთვის გერმანიის ნაკრების კაპიტნის თემაზე კითხვა არ დაესვათ. აი, ლიოვის პასუხიც: „მიხაელ ბალაკი იდეალური ფეხბურთელი და იდეალური კაპიტანია და თუ ლევერკუზენელი კარგ ფორმაში იქნება, ბუნდესგუნდში აუცილებლად ითამაშებს და გერმანიის ნაკრებს უკაპიტნებს კიდეც, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ ფილიპ ლამი და ბასტიან შვაინშტაიგერიც ღირსეული კაპიტნები არიან, - აცხადებს იოგი და იქვე დასძენს - ზოგადად, ჩემთვის მეორეხარისხოვანია, ვინ იქნება ბუნდესკაპიტანი, ბალაკი, ლამი თუ შვაინშტაიგერი. ცხადია, ფეხბურთელისთვის კაპიტნობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ პირადად ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, მეორეხარისხოვანი საკითხია. ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, რა ხდება მოედანზე და სხვათა შორის, ძალიან კარგია, რომ კაპიტნის სამკლავურის ტარება ერთდროულად სამ ფეხბურთელს შეუძლია და რომ სამივე ღირსეული კაპიტანი იქნება.“

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა