სოფიო შაფათავამ, რუს ოლგა დოროშინასთან ერთად, ფინალში მე-2 ნომრად განთესილ ილონა კრემენსა და ლიძია მაროზავას სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია
ჩვენი გაზეთის წინა ნომერში ვწერდით, რომ ჩოგბურთელ ქალთა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) წყვილებში თბილისელი სოფიო შაფათავა რუს ოლგა დოროშინასთან ერთად ფინალში გავიდა, სადაც მე-2 ნომრად განთესილ ბელორუსებს - ილონა კრემენსა და ლიდია მოროზავას სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია - 3:6, 4:6 დამარცხდა და მე-2 ადგილით დაკმაყოფილდა.

ჩოგბურთელ ვაჟთა ანტალიის 10.000-იანი ტურნირის ნახევარფინალში ითამაშა ალექსანდრე მეტრეველმა. ერთეულთა თანრიგის მეოთხედფინალში მან მე-4 ნომრად განთესილ ვლადისლავ მანოფოვს (უკრაინა) სძლია - 6:0, 7:5 და წყვილებში უკრაინელთან მარცხისთვის რევანში აიღო.

ნახევარფინალში ტურნირის მე-2 ნომერ იანის სემრაიჩს (სლოვენია) დაუპირისპირდა. სამსეტიან პაექრობაში სლოვენიელმა 3:6, 6:3, 6:4 აჯობა ქართველ მეტოქეს, მერე გადამწყვეტი პაექრობა კევინ კრავეცს (გერმანია) მოუგო - 6:3, 7:5 და მთავარი პრიზი დაიმსახურა.

ამ კვირას შაფათავა პოლონეთის 25.000-დოლარიან ტურნირში ითამაშებს. ანტალიის საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) პირველ ნომრად ეკატერინე გორგოძე, მესამე ნომრად კი სოფიო ქვაცაბაია იქნებიან განთესილნი.

იტალიაში ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 35.000 ევრო) ძირითადი ბადის სტარტზე ნიკოლოზ ბასილაშვილი "ველური ბარათით" მიწვეულ მასპინძელს - მატეო ბერეტინის დაუპირისპირდება. წარმატების შემთხვევაში, რეიტინგფავორიტ იგორ ბიისლინგსა (ჰოლანდია) და ულაძიმირ იგნატიკს (ბელორუსი) შორის უძლიერესთან გაარკვევს ურთიერთობას.

წყვილებში ბასილაშვილი და იან მერტლი (ჩეხეთი) სტარტზე იტალიელებს - ფილიპო ბალდის და სტეფანო ტრავაგლიას შეხვდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს