ველოსპორტი. ტურ დე ფრანსი 2010

მართალია, ტურ დე ფრანსის მორიგი სამთო ეტაპი მთაში ფინიშს არ ითვალისწინებდა, მაგრამ გუშინ მაინც ძალიან საინტერესო ბრძოლა ვიხილეთ. რაც მთავარია, საბოლოოდ გავერკვიეთ წლევანდელი ტურის ფავორიტებში - თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, გამარჯვებას ესპანელი ალბერტო კონტადორი ან შვეიცარიელი ანდი შლეკი დაისაკუთრებს.

მთავარი მოვლენები ლა მადლენის მთაზე განვითარდა. ეს იყო 30-კილომეტორიანი აღმართი, რომელიც ბევრი ფავორიტისთვის გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა. აღმართზე ახალი ასულები იყვნენ, როცა პელოტონს გამოეთიშნენ ყვითელი მაისურის მფლობელი კეიდელ ევანსი და 2008 წლის ტურის ჩემპიონი, ესპანელი კარლოს სასტრე. ავსტრალიელი ევანსი პრაქტიკულად დადგა ტრასაზე და საბოლოოდ დაკარგა კონტროლი ძირითად ჯგუფთან, ფინიშზე კი ლიდერებთან რვა წუთზე მეტი დაკარგა.

მანამდე იყო 12 ველომრბოლის გაქცევა, რომელთაგანაც მხოლოდ ხუთმა გაძლო, თუმცა მათგან გენერალურ კლასიფიკაციაში ლიდერობაზე პრეტენზიას არავინ აცხადებდა.

თავდაპირველად, პირველ როლებზე "საქსობანკი" გამოვიდა, შემდეგ კი ინიციატივა "ასტანამ" ჩაიგდო ხელში, რომელიც საკადრო ცვლილებების მიუხედავად, ტურში უძლიერესი გუნდად უნდა ჩავთვალოთ. ბრწყინვალე გარღვევა განახორციელა დანიელ ნავარომ, რომელიც სხვა გუნდში კაპიტნობაზე განაცხადებდა პრეტენზიას. როცა ხიხონელმა უკან მიიხედა, მას მხოლოდ თანაგუნდელი კონტადორი და შლეკი მისდევდნენ. ვალმოხდილი ნავარო გვერდზე გადგა და ორ უძლიერეს ველომრბოლს ერთმანეთში ურთიერთობის გარკვევის საშუალება მისცა. ამ დუეტთან ბრძოლაში ჩართვა სცადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა სამუელ სანჩესმა.

ნავაროს შემდეგ ყველა გააკვირვა შლეკმა. მისი რამდენიმე აჩქარების შემდეგ სანჩესი ჩამორჩა, თუმცა კონტადორი მაინც არ მოშორდა შვეიცარიელს. უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით მოქმედი ჩემპიონი არც ისე მხნედ გამოიყურება, მაგრამ წინ პირენეის მთები და დროზე განცალკევებით რბოლაა, სადაც კონტადორი განსაკუთრებით ძლიერია.

მანამდე კი ლიდერებმა ფინიშამდე ერთად იარეს და შემდეგი ეტაპებისთვის გადადეს ურთიერთობის გარკვევა. როგორც ჩანს, უახლოეს წლებში ჩვენ ახალი დიადი დაპირსპირება გველის - კონტადორი შლეკის წინააღმდეგ. არც ერთს 30 წლამდე არ მიუღწევია და ორივე ძალიან ძლიერია.

გენერალურმა კლასიფიკაციამ კი სავსებით ლოგიკური სახე მიიღო. შლეკი ყვითელი მაისურის ახალი მფლობელი შეიქმნა და კონტადორს ჯერჯერობით 41 წამს უგებს. დანარჩენ ველომრბოლებს, რომლებიც თითქმის სამ წუთს აგებენ ამ დუეტთან, მხოლოდ მესამე ადგილისთვის მოუწევთ ბრძოლა.

IX ეტაპი

მორზინი-სენტ ჟან დე მორიენი (204 კმ)

1. სანდი კასარი (საფ, Franceise des Jeux) - 5.38,10; 2. ლუის ლეონ სანჩესი (ესპ, Caisse d'Epargne) - იგივე დრო; 3. დამიანო კუნეგო (იტა, Lampre) - იგივე დრო; 4. კრისტოფ მორო (საფ, Caisse d'Epargne) - +0,02; 5. ანტონი შარტო (საფ, Bbox Telecom) - იგივე დრო; 6. ალბერტო კონტადორი (ესპ, Astana) - იგივე დრო; 7. ანდი შლეკი (შვეიც, Team SaxoBank) - იგივე დრო; 8. სამუელ სანჩესი (ესპ, Euskaltel) - 0,52... 10. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, Radioshack) - +02,07; 11. რობერტ გესინკი (ლუქს, Rabobank) - იგივე დრო... 13. დენის მენშოვი (რუს, Rabobank) - +02,10... 15. ივან ბასო (იტა, Liquigas) - +02,50... 18. ლენს არმსტრონგი (აშშ, RadioShack) - იგივე დრო; 19. რომან კროიციგერი (ჩეხ, Liquigas-Doimo) - +03,48; 20. ალექსანდრ ვინოკუროვი (ყაზ, Astana) - იგივე დრო... 27. კარლოს სასტრე (ესპ, Cervelo TestTeam) - +04,55... 42. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - +08,09...

საერთო ჩათვლა

1. ანდი შლეკი (შვეიც, Team SaxoBank) - 43.35,41; 2. ალბერტო კონტადორი (ესპ, Astana) - +0,41; 3. სამუელ სანჩესი (ესპ, Euskaltel) - +2,45; 4. დენის მენშოვი (რუს, Rabobank) - +2,58; 5. იურგენ ვან დენ ბრეკი (ბელ, Omega Pharma-Lotto) - +3,31; 6. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, RadioShack) - +3,59; 7. რობერტ გესინკი (ლუქს, Rabobank) - +4,22... 10 . ივან ბასო (იტა, Liquigas) - +5,09; 11. რომან კროიციგერი (ჩეხ, Liquigas-Doimo) - +5,11... 13. ალექსანდრ ვინოკუროვი (ყაზ, Astana) - +6,31; 14. მაიკლ როჯერსი (ავსტრა, HTC – Columbia) - +7,04; 15. კარლოს სასტრე (ესპ, Cervelo TestTeam) - +7,13; 16. ბრედლი ვიგინსი (ბრიტ, Sky) - +7,18... 18. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - +7,47...

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს