დომინიკ ჰაშეკი დაფასდა
გუშინ ტორონტოში ჰოკეის "დიდების დარბაზს" ექვსი ახალი წევრი შეემატა, მათ შორის, ოთხი ჰოკეისტია - მეკარე დომინიკ ჰაშეკი, მცველი რობ ბლეიკი, ფორვარდები - პეტერ ფორსბერგი და მაიკ მოდანო; აგრეთვე - მწვრთნელი პეტ ბერნსი და მსაჯი ბილ მაკრირი.

ჰაშეკმა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში 735 მატჩი ჩაატარა "ჩიკაგოს", "დეტროიტისა" და "ოტავას" შემადგენლობაში. ორჯერ "რედ უინგზის" რიგებში სტენლის თასის მფლობელი გახდა. "ბაფალოში" 1999 წელს სტენლის თასის ფინალში ითამაშა. ორჯერ გახდა "ჰარტ ტროფის" მფლობელი (1997, 1998), ექვსჯერ "ვეზინა ტროფი" (1994, 1995, 1997, 1998, 1999, 2001) დაისაკუთრა.

ჩეხეთის ნაკრების შემადგენლობაში ჰაშეკმა ოქროს მედალი მოიგო 1988 წელს ნაგანოს ოლიმპიადაზე.

ბლეიკს NHL-ის რიგებში 1270 მატჩი დაუგროვდა. მას კარიერაში "ლოს ანჯელესში", "კოლორადოსა" და "სან ხოსეში" უთამაშია. დააგროვა 777 ქულა (240+537). 2001 წელს "ედმონტონის" რიგებში სტენლის თასი მოიგო. 1988 წელს სეზონის საუკეთესო მცველი გახდა. კანადის ნაკრების შემადგენლობაში 2002 წელს ოლიმპიური ჩემპიონი იყო და 1994 და 1997 წლებში - მსოფლიოს ჩემპიონი.

ფორსბერგი "კვებეკის", "კოლორადოს", "ფილადელფიასა" და "ნეშვილის" ღირსებას იცავდა. 708 თამაშში მის ანგარიშზე 885 ქულა (249+636) მოდის. ორჯერ "ეველანშის" რიგებში შვედმა სტენლის თასი მოიგო (1996, 2001). ასევე, გახდა ინდივიდუალური პრიზების - "ჰარტ ტროფის" (2003), "არტ როს ტროფის" (2004), "კოლდერ ტროფის" (1995) მფლობელი. შვედეთის ნაკრებთან ერთად ფორსბერგმა ორ-ორჯერ მოიგო ოლიმპიადა (1994, 2006) და მსოფლიოს ჩემპიონატი (1992, 1998).

მოდანომ კარიერის დიდი ნაწილი "მინესოტა ნორდ სტარსსა" და "დალასში" ითამაშა. 1499 მატჩში მან 1374 ქულა (561+813) დააგროვა. 1999 წელს მოიგო სტენლის თასი. აშშ-ის ნაკრებში გაიმარჯვა 1996 წლის მსოფლიოს თასზე; აგრეთვე, 2002 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი გახდა.

ბერნსი მთავარი მწვრთნელის რანგში სათავეში ედგა "მონრეალს", "ტორონტოს", "ბოსტონსა" და "ნიუ ჯერსის". ჩაატარა ათასზე მეტი შეხვედრა. 2003 წელს "ნიუ ჯერსის" სტენლის თასი მოაგებინა, 1989 წელს კი "კანადიენსთან" ერთად ფინალში წააგო "კალგარისთან". 2005 წელს ბერნსს კიბოს ავადმყოფობა დაუდგინეს, რის შემდეგაც სამწვრთნელო მოღვაწეობა მიატოვა. 2010 წლის 19 ნოემბერს მწვრთნელი გარდაიცვალა.

მაკრირი ჰოკეის ეროვნულ ლიგაში 1984-2011 წლებში მუშაობდა, მოემსახურა რეგულარული ჩემპიონატის 1700 მატჩსა და პლეი ოფის 282 შეხვედრას. 14-ჯერ იმუშავა სტენლის თასის ფინალში. აგრეთვე მაკრირი ემსახურებოდა 2002 და 2010 წლების ოლიმპიადების ფინალურ მატჩებს (ორივე შემთხვევაში კანადამ აშშ-ის ნაკრები დაამარცხა).

კაროლინა-სან ხოსე 0:2

0:1, 0:0: 0:1

გოლები: 0:1 ჰერტლი-4 (გუდროუ-1), 0:2 ჯ. ტორნტონი-7 (პაველსკი-9, ვლასიჩი-4).

მინესოტა-ვინიპეგი 4:3 (ო)

3:0, 0:0, 0:3, 1:0

გოლები: 1:0 ნიდერაიტერი-8 (ვანეკი-9, ფონტენი-7), 2:0 პარიზე-5 (მ. კოივუ-3, პომინვილი-6), 3:0 პარიზე-6 (სპარჯონი-5, პომინვილი-7), 3:1 ფროლიკი-3 (ჰალიშჩუკი-1), 3:2 ე. კეინი-2 (ბაფლინი-4), 3:3 ლედი-7 (პარდი-2, პოსტმა-2), 4:3 სკანდელა-3 (პომინვილი-8, მიკაელ გრანლუნდი-6).

დეტროიტი-მონრეალი 1:4

0:0, 0:2, 1:2

გოლები: 0:1 პრუსტი-1 (საბენი-7), 0:2 საბენი-5 (მარკოვი-8, პასიორეტი-8), 0:3 პლეკანეცი-7 (გალაჰერი-5, ბულიო-2), 1:3 შიჰენი-2 (დეკეისერი-5, ტატარი-2), 1:4 გალაჰერი-5 (გალჩენიუკი-8, პლეკანეცი-8).

ჩიკაგო-დალასი 6:2

2:2, 0:0, 4:0

გოლები: 1:0 კიტი-4 (პ. კეინი-7, ვერსტიგი-4), 1:1 მაკენზი-1 (ე. კოული-3, სპეცა-13), 1:2 ჰორკოფი-3 (ფიდლერი-4, კლინგბერგი-1), 2:2 სიბრუკი-4 (პ. კეინი-8, კიტი-7), 3:2 პ. კეინი-6 (ბ. რიჩარდსი-7, ვერსტიგი-5), 4:2 ტეივზი-7 (მარიან ჰოსა-7), 5:2 ვერსტიგი-5 (ბ. რიჩარდსი-8, როჟსივალი-1), 6:2 საადი-3 (ტეივზი-9, მარიან ჰოსა-8).

ანაჰაიმი-ფლორიდა 2:6

1:1, 0:4, 1:1

გოლები: 0:1 ტროჩეკი-1 (კოპეცკი-3, აპშოლი-4), 1:1 ლინდჰოლმი-2 (იტემი-1), 1:2 ბ. ბოიესი-3 (იუბერდო-2, ბიუგსტადი-2), 1:3 ბიუგსტადი-3 (ი. იოკინენი-9, ბ. კემპბელი-4), 1:4 იუბერდო-2 (ეკბლადი-8, ბიუგსტადი-3), 1:5 ბ. ბოიესი-4 (ი. იოკინენი-10, ბ. კემპბელი-5), 1:6 ბიუგსტადი-4 (ბ. ბოიესი-5, ოლსენი-4), 2:6 კოლიანო-2 (მენსონი-1, იტემი-2).

ედმონტონი-არიზონა 1:2

0:1, 0:0, 1:1

გოლები: 0:1 გორმლი-1, 0:2 ბოდკერი-7 (ვერმეტი-9, კორპიკოსკი-4), 1:2 ტ. ჰოლი-7 (ებერლე-9, შულცი-6).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
ეს უკვე კონკრეტიკაა - მამარდაშვილმა და დავითაშვილმა შეიძლება ერთ გუნდში ითამაშონ
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის