მსოფლიოს პირველმა და მეორე ჩოგნებმა - რაფაელ ნადალმა და როჯერ ფედერერმა 2011 წლის სეზონისთვის პირადი კალენდრები გამოაქვეყნეს

მსოფლიოს პირველმა და მეორე ჩოგნებმა - რაფაელ ნადალმა და როჯერ ფედერერმა 2011 წლის სეზონისთვის პირადი კალენდრები გამოაქვეყნეს.

ორივე ჩოგბურთელი ახალ სეზონს აბუ-დაბიში საჩვენებელ ტურნირში გამოსვლით დაიწყებს. ნადალი 2011 წელს 19 ტურნირში აპირებს მონაწილეობის მიღებას, ფედერერი - 18-ში. ამ სიაში შესული არ არის წლის შემაჯამებელი ტურნირი, რომლის საგზური ჩოგბურთელებს ჯერ მოსაპოვებელი აქვთ.

აღსანიშნავია, რომ ნადალისა და ფედერერის გზები 14 ტურნირში გადაიკვეთება. აი, მათი ჩამონათვალი:

30 დეკემბერი, აბუ დაბი (საჩვენებელი),

17 იანვარი, ავსტრალიის ღია (დიდი სლემი)

7 მარტი, ინდიან უელსი (Masters1000)

21 მარტი, მაიამი (Masters1000)

2 მაისი, მადრიდი (Masters1000)

9 მაისი, რომი (Masters1000)

23 მაისი, როლან გაროსი (დიდი სლემი)

20 ივნისი, უიმბლდონი (დიდი სლემი)

8 აგვისტო, მონრეალი (Masters1000)

14 აგვისტო, ცინცინატი (Masters1000)

29 აგვისტო, აშშ-ის ღია (დიდი სლემი)

3 ოქტომბერი, ტოკიო (კატეგორია 500)

9 ოქტომბერი, შანხაი (Masters1000)

7 ნოემბერი, პარიზი (Masters1000)

ამ ტურნირების გარდა, ფედერერს ვიხილავთ დოჰაში (3 იანვარი), დუბაიში (21 თებერვალი), ჰალესა (6 ივნისი) და ბაზელში (31 ოქტომბერი); ნადალს - როტერდამში (7 თებერვალი), შარლერუაში (4 მარტი, დევისის თასი), მონტე კარლოში (11 აპრილი), ბარსელონასა (19 აპრილი) და ლონდონში (6 ივნისი).

სხვათა შორის, ფედერერმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2011 წელს მის გეგმებში არ შედის დევისის თასზე თამაში.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს